ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 27:
ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის ისტორიაში ყოფილა საკამათო ეპიზოდებიც. მაგალითად, [[1949]] წელს, სამედიცინო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, პრემია გადაეცა პორტუგალიელ ნევროლოგ [[ანტონიუ ეგაშ მონიში|ანტონიუ ეგაშ მონიშს]] [[ლობოტომია|ლობოტომიის]] მეთოდის მოწოდებისთვის. [[1952]] წელს ანტიბიოტიკ სტრეპტომიცინის შექმნისთვის [[ზელმან ვაქსმანი]]ს ერთპიროვნული დაჯილდოება სასამართლოში გაასაჩივრა მისმა ყოფილმა თანამშრომელმა ალბერტ შლაცმა, რომელიც მედიკამენტის პირველაღმომჩენი იყო; შედეგად, პრემიის გადაცემის ოფიციალური ტექსტი შეიცვალა, რათა ვაქსმანის როლი გაზვიადების გარეშე წარმოჩენილიყო. პრემიის ისტორიაში იყო პოლიტიკური ჩარევის შემთხვევებიც: [[1939]] წელს [[ადოლფ ჰიტლერი]]ს მთავრობის აკრძალვის გამო ჯილდო ვერ მიიღო იმ წლის ლაურეატმა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, გერმანელმა პათოლოგმა და მიკრობიოლოგმა [[გერჰარდ დომაგკი|გერჰარდ დომაგკმა]]. მოგვიანებით მეცნიერს გადაეცა მედალი და დიპლომი, მაგრამ არ მიუღია პრემიის ფულადი კომპონენტი.<ref name="NobelPrize"/>
 
ვინაიდან ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაკეთებული სამეცნიერო მიღწევების უმეტესობა გუნდური მუშაობის შედეგია, ნობელის პრემია ყოველთვის ვერ ითვალისწინებს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამა თუ იმ აღმოჩენაში. ასე მოხდა, მაგალითად, [[1962]] წელს, როდესაც [[დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა|დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის]] სტრუქტურისა და თვისებების შესწავლისთვის დაჯილდოვდნენ [[ჯეიმზ უოტსონი]], [[ფრენსის კრიკი]] და [[მორის უილკინსი]] დაჯილდოვდნენ, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული იმ დროს უკვე გარდაცვლილი ოსკარ ევერისა და [[როზალინდ ფრანკლინი]]ს როლი. ნობელის ფონდის [[1974]] წლის წესდების მიხედვით აიკრძალა პრემიით დაჯილდოება გარდაცვალების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლაურეატის გარდაცვალება ხდება დაჯილდოების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მსგავსი შემთხვევა მოხდა [[2011]] წელს, როდესაც კანადელი იმუნოლოგი [[რალფ სტაინმანი]] გარდაცვალებიდან 3 დღის შემდეგ დაჯილდოვდა ნობელის პრემიით, თუმცა გადაწყვეტილება არ შეცვლილა იქიდან გამომდინარე, რომ ნობელის ფონდის კომიტეტისთვის მეცნიერის გარდაცვალების ფაქტი იმ დროს უცნობი იყო.<ref name="NobelPrize"/>
 
საკამათო აღმოჩნდა ასევე [[2008]] წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, რომელიც გადაეცა [[ჰარალდ ცურ ჰაუზენი|ჰარალდ ცურ ჰაუზენს]] (საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში ადამიანის პაპილომავირუსის როლის აღმოჩენისთვის) და [[ფრანსუაზ ბარე-სინუსი]]ს და [[ლუკ მონტანიე]]ს (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის [აივ] აღმოჩენისთვის). ბევრი თვლიდა, რომ პრემიის გარეშე დარჩენილ რობერტ გალოს არანაკლები როლი მიუძღოდა აივ-ის აღმოჩენაში, ვიდრე ლუკ მონტანიეს.<ref name="science nobel">{{cite journal |vauthors=Cohen J, Enserink M |title = Nobel Prize in Physiology or Medicine. HIV, HPV researchers honored, but one scientist is left out |journal = Science |volume = 322 |issue = 5899 |pages = 174–5 |date = October 2008 |pmid=18845715 |doi = 10.1126/science.322.5899.174}}</ref><ref>{{cite journal |last = Enserink |first = Martin |author2 = Jon Cohen |date = 6 October 2008 |title = Nobel Prize Surprise |journal = Science Now |url = http://news.sciencemag.org/sciencenow/2008/10/06-01.html |url-status = dead |archiveurl = https://web.archive.org/web/20101212065201/http://news.sciencemag.org/sciencenow/2008/10/06-01.html |archivedate = 12 დეკემბერი, 2010 |df = dmy-all }}</ref> ჰარალდ ცურ ჰაუზენის შემთხვევაში გამოიკვეთა პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში მისი მატერიალური ინტერესი და, ასევე, მწარმოებელი კომპანიის „ასტრა-ზენეკას“ ფინანსური როლი.<ref name="AstraZeneca">{{cite news |url = http://www.timesonline.co.uk/tol/news/world/europe/article5367941.ece |title = AstraZeneca row as corruption claims engulf Nobel prize |last = Charter |first = David |date = 19 December 2008 |work = The Sunday Times |location = London |accessdate = 1 ივნისი, 2020 |url-status = dead |archiveurl = https://web.archive.org/web/20081219181143/http://www.timesonline.co.uk/tol/news/world/europe/article5367941.ece |archivedate = 19 დეკემბერი, 2008 |df = dmy-all }}</ref>