ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
== ისტორიული ცნობები ==
[[ფაილი:Montagnier-Barré-Sinoussi-zur Hausen-press conference Dec 06th, 2008-1.jpg|მინი|მარცხნივ|2008 წლის ლაურეატები: ჰარალდ ცურ ჰაუზენი, ფრანსუაზ ბარე-სინუსი და ლუკ მონტანიე]]
[[1901]] წლიდან [[2019]] წლის ჩათვლით ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გაცემულია [[ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში|110 ნობელის პრემია]]. დაჯილდოება არ მომხდარა [[1915]]-[[1918]], [[1921]], [[1925]] და [[1940]]-[[1942]] წლებში. ჯილდო მიღებული აქვს 219 პიროვნებას — 207 მამაკაცს და 12 ქალს. პირველი ლაურეატი იყო გერმანელი ფიზიოლოგი [[ემილ ადოლფ ბერინგი|ემილ ფონ ბერინგი]] (1901), პირველი ქალი ლაურეატი — ამერიკელი ბიოქიმიკოსი [[გერტი კორი]] ([[1947]]). კანადელი ფიზიოლოგი [[ფრედერიკ გრანტ ბანტინგი]] იყო ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი, რომელმაც ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 32 წლის ასაკში მიიღო [[1923]] წელს, ყველაზე ხანდაზმული კი — ამერიკელი პათოლოგი [[ფრენსის პეიტონ როუსი]], რომელიც 87 წლის ასაკში დაჯილდოვდა [[1966]] წელს.<ref name="NobelPrize"/>
 
ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის ისტორიაში ყოფილა საკამათო ეპიზოდებიც. მაგალითად, [[1949]] წელს, სამედიცინო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, პრემია გადაეცა პორტუგალიელ ნევროლოგ [[ანტონიუ ეგაშ მონიში|ანტონიუ ეგაშ მონიშს]] [[ლობოტომია|ლობოტომიის]] მეთოდის მოწოდებისთვის. [[1952]] წელს ანტიბიოტიკ სტრეპტომიცინის შექმნისთვის [[ზელმან ვაქსმანი]]ს ერთპიროვნული დაჯილდოება სასამართლოში გაასაჩივრა მისმა ყოფილმა თანამშრომელმა ალბერტ შლაცმა, რომელიც მედიკამენტის პირველაღმომჩენი იყო; შედეგად, პრემიის გადაცემის ოფიციალური ტექსტი შეიცვალა, რათა ვაქსმანის როლი გაზვიადების გარეშე წარმოჩენილიყო. პრემიის ისტორიაში იყო პოლიტიკური ჩარევის შემთხვევებიც: [[1939]] წელს [[ადოლფ ჰიტლერი]]ს მთავრობის აკრძალვის გამო ჯილდო ვერ მიიღო იმ წლის ლაურეატმა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, გერმანელმა პათოლოგმა და მიკრობიოლოგმა [[გერჰარდ დომაგკი|გერჰარდ დომაგკმა]]. მოგვიანებით მეცნიერს გადაეცა მედალი და დიპლომი, მაგრამ არ მიუღია პრემიის ფულადი კომპონენტი.<ref name="NobelPrize"/>