ენგურის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იდიფჯდჯდ-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 145:
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის აგებასთან დაკავშირებით ენგურის გადაკეტვის გამო, შეწყდა თევზების მოძრაობა ქვირითის დასაყრელად მდინარის სათავეებში. იმ ზარალის საკომპენსაციოდ, რომელიც მიყენებული ჰქონდა თევზის მეურნეობას, მდ. კოდორზე აგებულ იქნა ქარხანა ორაგულის მოსაშენებლად ენგურჰესის ხარჯთაღრიცხვის ხარჯზე.
 
მდ. ენგურის წყლის მდ. ერისწყლის აუზში გადაგდებასთან დაკავშირებით ენგურჰესის კაშხლის ქვემოთ ენგურის დინება საგრძნობლად შემცირდა. ამ რაიონის წყლის მომხმარებელთა უზრუნველსაყოფად განხორციელდა რიგი ღონისძიება. მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, რომელიც სარგებლობდა ჭებით (ენგურის გადაგდებით ერისწყალში, აღნიშნულ ჭებში წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია), აგრეთვე კოლმეურნეობებისათვის, სახელმწიფო მეურნეობებისათვის, ჩაის ფაბრიკებისა და სხვა წარმოებებისათვის, დაპროექტებულ და, განხორციელებულ იქნა ენგურჰესის ხარჯთათრიცხვის ხარჯზე წყალსადენი ილორის წყაროებიდან. ამას გარდა, აგებულია წყალსადენი გალის ვარდნილი ჰესის წყალსაცავიდან ენგურის ცელულოზისა და ქაღალდის კომბინატის ტექნიკური წყლით მოსამარაგებლად, რომელიც მანამდე წყალს იღებდა მდ. ენგურიდან. რადგან კომბინატის ნარჩენების ჩასატანად ზღვაში აღარ იყო საკმარისი წყალი შეზავებისათვის მდ. ენგურში წყლის ნაკადის შემცირების გამო მათ გასატანად, აგებულ იქნა რკინაბეტონის წყალგამტარი, რომლის საშუალებითაც ნარჩენების ჩაშვება ხდება ვარდნილ ჰესების არხში IV ვარდნილ ჰესს ქვემოთ. კაშხლის ქვედა ბიეფში არსებობდა სამურზაყანოს გაწყლიანების და მოსარწყავი არხის წყალმიმღები. მდ. ენგურზე თაღოვანი კაშხლის აგების შემდეგ, რადგან მდ. ენგურზე წყლის დინება საგრძნობლად შემცირდა, წყლის აღება სამურზაყანოს არსებული წყალმიმღებით პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. არხის წყლით უზრუნველსაყოფად აგებულ იქნა ახალი სათავე ნაგებობანი, რომელმაც უზრუნველყო წყლით მორწყვისათვის მარჯვენა ნაპირზე (9.5 მ³/წ) და მარცხენა ნაპირზე (5 მ³/წ) განლაგებული მიწები.
 
== პარამეტრები ==