კარგი ნიშნები (რომანი): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შექმნილია გვერდის თარგმნით "Good Omens"
(განსხვავება არ არის)

03:11, 1 ივნისი 2020-ის ვერსია

კარგი ნიშნები: ალქაჯ აგნეს ნატერის წრფელი და ზედმიწევნითი წინასწარმეტყველებები (1990) მსოფლიო ფანტასტიკის პრემიის ჯილდოზე ნომინირებული [1] რომანია, რომელიც ინგლისელი ავტორების ტერი პრეჩეტისა და ნილ გეიმანის ერთობლივი ნაწარმოებია.

წიგნი იუმორისტულ-სატირულ ჟანრში მოგვითხრობს სატანის შვილის დაბადებაზე, აპოკალიფსის ოთხ მხედარსა და სამყაროს აღსასრულის ჟამზე, რომლიც დადგომის ჩაშლასაც ინგლისის კომფორტულ გარემოს შეჩვეული ანგელოზი აზირაფელი და დემონი ქროული ეცდებიან.

სიუჟეტი

სიუჟეტის ერთ-ერთი ხაზის მიხედვით, პატარა სოფლის საავადმყოფოში ახალდაბადებულები აერევათ, რის შედეგადაც ანტიქრისტე სახელად ადამი არასწორ ოჯახში იზრდება.

„თხუთმეტი საათი გავიდა ანტიქრისტეს დედამიწაზე მოვლინებიდან; აქედან ბოლო სამი საათი ერთმა ანგელოზმა და ერთმა დემონმა სმაში გაატარეს.“ როგორ უნდა მოიქცნენ ზეცისა და ჯოჯოხეთის წარმომადგენლები დედამიწაზე, თუ ადამიანებს შორის ცხოვრებას ისე მიეჩვივნენ, რომ ქვეყნიერება დასაღუპად არ ემეტებათ? გამოსავალი მხოლოდ ერთია: ყმაწვილ ანტიქრისტეს ქვეყნიერების განადგურებაზე როგორმე ხელი უნდა ააღებინონ და კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის გარდაუვალი ომი შეაჩერონ. მაგრამ ანტიქრისტეზე ზემოქმედებისთვის ჯერ მისი ამოცნობა და პოვნაა საჭირო. ამაში დემონ კროულისა და ანგელოზ აზირაფელს ალქაჯ აგნეს ნატერის „წრფელი და ზედმიწევნითი წინასწარმეტყველებების“ წიგნი, მისი პროფესიონალი შთამომავალი ანათემა დივაისი და ალქაჯთმდევნელების არმიის რიგითი ჯარისკაცი ნიუტ პულსიფერი დაეხმარებიან.[2]"

საწყისი

გეიმანი და პრეჩეტი ერთმანეთს 1985 წლიდან იცნობდნენ, ამიტომ რომანის ერთობლივ ნამუშევარად გამოქვეყნება მათივე იდეა იყო და არა მათი გამომცემლის. გეიმანის თქმით, ის თავდაპირველად წიგნს რიჩმალ კრომპტონის ანტიქრისტე სახელად უილიამის პაროდიად ხედავდა, მაგრამ თანდათანობით ეს იდეას უფრო მაშტაბურ ჩანაფიქრად გადაიქცა. [3]

სატელევიზიო პრემიერა

2016 წლის აპრილში გეიმანმა განაცხადა, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პრეჩეტის თხოვნით, წერდა სცენარს სატელევიზიო სერიალისთვის[4].

კარგი ნიშნების პრემიერა Amazon Prime Video–ზე, 2019 წლის 31 მაისს შედგა. ამ ექვს-ეპიზოდურ მინისერიალში მთავარ როლებს ასრულებენ დევიდ ტენანტითარგი:Https://en.wikipedia.org/wiki/David Tennant, მაიკლ შინითარგი:Https://en.wikipedia.org/wiki/Michael Sheen, ჯონ ჰემითარგი:Https://en.wikipedia.org/wiki/Jon Hamm და ფრენსის მაკდორმენდითარგი:Https://en.wikipedia.org/wiki/Frances McDormand.

სქოლიო


  1. 1991 Award Winners & Nominees.
  2. https://www.sulakauri.ge/product/kargi-nishnebi/
  3. An afterword to the book; e.g., in the Harper paperback edition, ISBN 0-06-085397-2, p. 377.
  4. Cain, Sian (15 April 2016). „Good Omens: Neil Gaiman to adapt Terry Pratchett collaboration for TV“. The Guardian. ციტირების თარიღი: 19 October 2018.

რესურსები ინტერნეტში