დავით დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:David Dadiani.jpg|thumb|200px|დავით დადიანი]]
'''დავით დადიანი''' (დ. [[26 იანვარი]], [[1812]], [[ჭაქვინჯი]], [[ზუგდიდის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[30 აგვისტო]], [[1853]]) — [[სამეგრელოს სამთავრო|სამეგრელოს]] მთავარი ([[1846]]-[[1853]] წწ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი ([[1845]]).

მამამ — [[ლევან V დადიანი|ლევან V დადიანმა]] თავის სიცოცხლეშივე ([[1840]] წლიდან) ჩააბარა სამთავროს გამგებლობა. მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა-განათლება. 1829-1840 წლებში მსახურობდა ლაიბგვარდიის კაზაკთა პოლკში, სადაც [[პოლკოვნიკი]]ს წოდება მიიღო. სამთავროს სათავეში ჩადგომისთანავე ცდილობდა სამთავროში მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას. ამ მიზნით ქვეყანა 8 მაზრად (ოლქად) დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მდივან-ბეგი ჩაუყენა. მოხელეთა თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად მათი დანიშვნა შემოიღო. მთავრის ტახტთან შექმნა სამდივნო მოხელეთა შტატით. თავად-აზნაურების ყმობისაგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება. ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებაზე. მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით [[1848]] წელს სამეგრელოში მიიწვია ფრანგი როზმორდიუკი, რომელმაც ზუგდიდში გამართა [[აბრეშუმი]]ს საწარმო. მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი ქარხნები ზუგდიდსა და [[სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი)|სალხინო]]ში. დავით დადიანი მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო. შეაგროვა ქართულ ხელნაწერ წიგნთა მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდეგ მისმა შვილმა [[ნიკო დადიანი|ნიკო დადიანმა]] [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას]] გადასცა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა [[პლატონ იოსელიანი|პ. იოსელიანთან]] და [[მარი ბროსე|მ. ბროსესთან]]. დაჯილდოებულია წმიდა ანას, წმინდა ვლადიმირის, წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია [[მარტვილის მონასტერი|მარტვილის მონასტერში]], საგვარეულო აკლდამაში.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_დადიანი“-დან