კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

კავკასიის საზღვრებისა და მისი [[ევროპა|ევროპისა]] თუ [[აზია|აზიისთვის]] მიკუთვნების საკითხი გაუთავებელი კამათის საგანია, რაც [[საუკუნე]]ების განმავლობაში იწვევს დაპირისპირებას მეცნიერული თვალსაზრისით. დღეისათვის არსებობს ხუთი ყველაზე გავრცელებული თვალსაზრისი:<ref name="კგა" />
 
1) ზოგი მკვლევარი საზღვარს [[აზია]]სა და [[ევროპა]]ს შორის ავლებს [[კუმა-მანიჩის ღრმული]]ს გასწვრივ, რომელიც [[გეოლოგია|გეოლოგიურ]] წარსულში [[შავი ზღვა|შავ]] და [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვებს]] აერთებდა. ამ კონცეფციის თანახმად, კავკასიონი და მისი ჩრდილო მთისწინეთის ერთობლიობა [[აზია|აზიის ნაწილს]] წარმოადგენს. 2) სხვებმა ეს მიჯნა გაავლეს [[ირანი|ირანთან]] და [[თურქეთი|თურქეთთან]] სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების [[სახელმწიფო საზღვარი|პოლიტიკურ საზღვარზე]] და მთელი კავკასია [[ევროპა]]ს მიაკუთვნეს. 3) არაერთი [[გეოგრაფი]]სთვის ეს ზღვარი ემთხვევა [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარი ქედის თხემს]]. ასეთ შემთხვევაში რეგიონი ნაწილდება [[ევროპა]]სა და [[აზია]]ს შორის, თუმცა პოლიტიკური საზღვრები არ ემთხვევა ფიზიკურ საზღვარს, ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს [[აზერბაიჯანი]]ს ნაწილი და [[საქართველო]]ს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები: [[ხევი (მხარე)|ხევი]], [[პირიქითა ხევსურეთი]] და [[თუშეთი]], ქედის სამხრეთ ფერდობის ნაწილი, მდინარე [[ფსოუ]]ს დასავლეთით [[რუსეთი]]ს შემადგენლობაშია. 4) ძველი ბერძენი ისტორიკოსის [[ჰეროდოტე]]ს მიხედვით, [[ევროპა]]სა და [[აზია]]ს შორის საზღვარი გადის მდინარე [[რიონი|რიონზე]], ხოლო ზოგიერთი თვლის მდინარე [[დონი|დონსა]] და [[ქერჩის სრუტე]]ს.<ref name="Гвоздецкий">{{ cite book |author=Гвоздецкий Н.А.|title= Физическая география Кавказа |isbn= |publisher=МГУ |location=Москва |year=1954}}</ref> 5) ზოგიერთი გეოგრაფი საზღვრის გასავლებად ბუნებრივი გარემოს ელემენტებს გვთავაზობს. მათი აზრით, მაგალითად, სომხეთის მაღალი ვულკანური ზეგნები და მათი ფერდობები [[მცირე აზია]]ს განეკუთვნება, ხოლო [[პონტოს მთები]]ს შავიზღვისპირა დატენიანებული მთისწინები და [[მთიანეთი|ელბურსის მთიანეთი]] ასევე დატენიანებული ჩრდილოეთი ფერდობი ([[ირანი|ირანში]], [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] პირას) [[ევროპა]]ს.<ref name="კგა">რადვანი ჟ. ბერუჩაშვილი ნ. „კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011</ref>
 
ფრანგული 31 ტომიანი უნივერსალური ენციკლოპედია [[La Grande Encyclopédie]] მკაფიოდ ადგენს საზღვარს [[ევროპა]]სა და [[აზია]]ს შორის სამხრეთით ორივე კავკასიონის ქედის მიმართულებით. [[იალბუზი]] და [[მყინვარწვერი]] წარმოდგენს ევროპის მთებს მოცემული განსაზღვრებით.<ref>31-томная энциклопедия. Опубликована во Франции с 1886 по 1902 год.</ref>