კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

== გეოგრაფიული კუთვნილება ==
{{მთავარი|ევროპა-აზიის საზღვარი}}
[[კავკასია]]ს თავისი [[გეოპოლიტიკა|გეოპოლიტიკური]] თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე მსოფლიოში. იგი წარმოადგენს [[ევროპა|ევროპისა]] და [[აზია|აზიის]] შემაერთებელ ხიდს, რომელიც მოქცეულია [[შავი ზღვა|შავსა]] და [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვებს]] შორის. პოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასია ორ ნაწილად იყოფა: [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთ]] და [[სამხრეთი კავკასია|სამხრეთ კავკასიად]]. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] დასაწყისამდე, [[ევროპა]]სა და [[აზია]]ს შორის საზღვარი უფრო ხშირად მდინარე [[დონი (მდინარე)|დონზე]] გაჰყავდათ, თუმცა მოგვიანებით ეს საზღვარი გაჰყავდათ კავკასიონსა და [[ურალი|ურალზეც]]. ევროპასა და აზიას შორის საზღვარი სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად იყო გავლებული.<ref name="Гвоздецкий" />
 
კავკასიის საზღვრებისა და მისი [[ევროპა|ევროპისა]] თუ [[აზია|აზიისთვის]] მიკუთვნების საკითხი გაუთავებელი კამათის საგანია, რაც [[საუკუნე]]ების განმავლობაში იწვევს დაპირისპირებას მეცნიერული თვალსაზრისით. დღეისათვის არსებობს ხუთი ყველაზე გავრცელებული თვალსაზრისი:<ref name="კგა" />