კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არასწორი ბმულის მოხსნა.
(შესწორდა ბმული)
(არასწორი ბმულის მოხსნა.)
კავკასიონის [[ოროგრაფია|ოროგრაფიულ]] ღერძს წარმოადგენს ოროჰიდროგრაფიული [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი]], რომელიც უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე. უმაღლესი მწვერვალია [[შხარა]] (5201 მ). კავკასიონის სიგანე სხვადასხვა ნაწილში ცვალებადია: [[ნოვოროსიისკი]]ს [[მერიდიანი|მერიდიანზე]] კავკასიონის სიგანე 32 კმ-მდეა, [[იალბუზი]]ს [[მერიდიანი|მერიდიანზე]] ყველაზე უფრო განიერია და 180 კმ აღწევს; [[ვლადიკავკაზი]]ს [[მერიდიანი|მერიდიანზე]] 110 კმ-ია, [[დაღესტანი|დაღესტნის]] [[მერიდიანი|მერიდიანზე]] — 160 კმ.
 
კავკასიონზე აღმართულია [[ყინული|მარადთოვლიანი ყინულებითა]] და [[ფირნი]]ს მძლავრი ველებით შემოსილი მრავალი ციცაბოკალთიანი, ძნელმისადგომი და დაკბილული [[მწვერვალი]]. ამ ქედის თხემით [[კავკასია]] იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ მაკროფერდობებად, რომელთაგან პირველი შედის მდინარეების [[ყუბანი]]ს, [[თერგი]]ს, [[სულაკი]]სა და [[სამური (მდინარე)|სამურის]] აუზებში, მეორე — [[ბზიფი]]ს, [[კოდორი]]ს, [[ენგური]]ს, [[რიონი]]ს, [[მტკვარი|მტკვრისა]] და მთელ რიგ მცირე [[მდინარის აუზი|მდინარეთა აუზებში]]. ორივე ფერდობი გართულებულია მეორე თანრიგის [[ქედი|ქედებითა]] და [[ხეობა|ხეობებით]], რომლებიც ღერძულ ზონაში ქმნიან მაღალმთიან, ხოლო პერიფერიულ ზონებში — [[რელიეფი|საშუალმთიან რელიეფს]]. ჩრდილოეთ ფერდობის გასწვრივი ქედებია: [[გვერდითი ქედი|გვერდითი]], [[კლდოვანი ქედი|კლდოვანი ანუ კირქვიანი]], [[საძოვრების ქედი|საძოვრებიანი]] და [[ტყიანი ქედი|ტყიანი]], რომლებიც მთავარი ქედის [[პარალელი|პარალელურია]], აგრეთვე [[შავანის ქედი|შავანის]], [[კიდეგანის ქედი|კიდეგანის]], [[ხევსურეთი]]ს, [[ანდის ქედი|ანდის]], [[ბოღოზის ქედი|ბოღოზის]] გარდიგარდმო ქედები; სამხრული კალთის — [[გაგრა|გაგრის]], [[ბზიფის ქედი|ბზიფის]], [[კოდორის ქედი|კოდორის]], [[სვანეთი]]ს, [[ეგრისი]]ს, [[ლეჩხუმი]]სა და [[რაჭა|რაჭის]] გასწვრივი; [[ლიხის ქედი|ლიხის]], [[ხარულის ქედი|ხარულის]], [[ალევის ქედი|ალევის]], [[ქართლის ქედი|ქართლისა]] და [[კახეთის ქედი|კახეთის]] გარდიგარდმო ქედები.
 
კავკასიონის [[ოროგრაფია|ოროგრაფიულ]] სიმეტრიას არღვევს ჩრდილოეთი ფერდობი, რომელიც განიერია [[კახეთი|კახეთ]]-[[დაღესტანი|დაღესტნის]] არეში. კავკასიონის მრავალი მწვერვალი მოდელირებულია [[ეროზია|ძველი ეროზიის]], [[მყინვარი|მყინვარული]] და [[პერიგლაციალი|პერიგლაციალური პროცესების]] მოქმედებით. კავკასიონზე გავრცელებულია ნაირგვარი გენეზისის [[რელიეფის ფორმები|რელიეფის ტიპები და ფორმები]], ძირითადია: ეროზიული რელიეფი ნაირ-ნაირი [[მორფოსტრუქტურა|მორფოსტრუქტურების]] საფუძველზე, რომელიც გართულებულია [[ვულკანი|ვულკანური]], [[მყინვარი|მყინვარული]], [[პერიგლაციალი|პერიგლაციალური]], [[კარსტი|კარსტული]] და სხვა გენეზისის ფორმებით. არის [[ეროზია (გეოლოგია)|ეროზიულ]] [[რელიეფი|რელიეფზე]] დადგმული [[პლატო|ვულკანური პლატოები]], [[ვულკანური კონუსი|კონუსები]], ღარები. [[პერიგლაციალი|პელიგლაციალურ ფორმათა]] განვითარების მთავარ კერას წარმოადგენს [[ყელის ზეგანი]]. კარსტულ ფორმებს — [[პოლიე]]ებს, [[ქვაბული|ქვაბულებს]], [[კარსტული ძაბრი|ძაბრებს]], [[მღვიმე]]ებს, შრატულ ზედაპირებს დიდი ფართობი უკავია [[დასავლეთი კავკასიონი|დასავლეთ]] და [[ცენტრალური კავკასიონი|ცენტრალურ კავკასიონის]] სამხრეთ ფერდობზე და ჩრდილოეთ ფერდობზე — [[ყარაჩაი-ჩერქეზეთი|ყარაჩაიდან]] [[დაღესტანი|დაღესტნამდე]]. კავკასიონის ბევრ რეგიონში წარმოქმნილია [[მინერალური წყალი|მინერალური წყაროების]] მიერ დალექილი [[ტრავერტინი]]ს დანაგროვები, მაგალითად [[თრუსოს ხეობა]]ში, [[ჯვრის უღელტეხილი|ჯვრის უღელტეხილზე]] და სხვა. [[დაღესტანი|დაღესტანში]] და სხვაგან არის ხელოვნური ტერასები. კავკასიონი მის სხვადასხვა ადგილებში განვითარებული [[ტექტონიკა|ტექტონიკური]], [[მორფოგრაფია|მორფოგრაფიული]] და [[გეომორფოლოგია|მორფოლოგიური]] თავისებურებების ნიშნით 3 ნაწილად იყოფა: 1) [[დასავლეთი კავკასიონი]]; 2) [[ცენტრალური კავკასიონი]]; 3) [[აღმოსავლეთი კავკასიონი]].