ჰან ვან მეგერენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
|ხელმოწერა =
}}
'''ჰან ვან მეგერენი''' ({{lang-nl|Han van Meegeren;}}; დ. [[10 ოქტომბერი]], [[1889]] — გ. [[30 დეკემბერი]], [[1947]]) — [[ნიდერლანდელები|ნიდერლანდელი]] მხატვარი, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამყალბებელი და თაღლითი. მან თაღლითური გაყიდვებით დიდძალი ქონება დააგროვა.<ref name= Dutton2005>{{cite book |author= Dutton, Denis|editor = Jerrold Levinson|title=The Oxford handbook of aesthetics |url= http://books.google.com/?id=-26tL4shIPkC&dq |publisher= Oxford University Press |location= Oxford [Oxfordshire] |year=2005 |pages= 261–263 |isbn=0-19-927945-4 |oclc= |doi=| chapter= Authenticity in Art}}</ref>
 
ვან მეგერენი ბავშვობიდანვე დიდი ენთუზიაზმით იყო განმსჭვალული [[ნიდერლანდების ოქროს ხანა|ნიდერლანდების ოქროს ხანის]] მხატვრობისადმი და ადრეული ასაკიდან ჰქონდა გადაწყვეტილი, მხატვარი გამხდარიყო. როდესაც კრიტიკოსებმა დაიწუნეს მისი ნამუშევრები, როგორც მოსაწყენი და მიმბაძველობითი ხასიათისა, მეგერენი მიხვდა, რომ მათ მთელი მისი კარიერა გაანადგურეს. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა კრიტიკოსებისთვის და დაემტკიცებინა თავისი ნიჭი და შეუდგა მსოფლიოს უდიდეს მხატვართა ნამუშევრების გაყალბებას, ისეთი მხატვრებისა, როგორებიცაა: [[ფრანს ჰალსი]], [[პიტერ დე ჰოხი]], [[ჯერარდ ტერ ბორხი]] და [[იან ვერმეერი]]. მეეგერენმა იმდენად კარგად ასახა მათი სტილი და ტექნიკა საკუთარ ნახატებში, რომ ხშირად საუკეთესო კრიტიკოსებიც კი ტყუვდებოდნენ და მის ნახატებს ხელოვნების დახვეწილ ნიმუშებად თვლიდნენ და არანაირი ეჭვი არ შეჰქონდათ მის სიყალბეში. მის ყალბ ნახატთაგან ყველაზე წარმატებული და ცნობილია [[სერობა ემაუსში]], რომელიც მხატვარმა შექმნა [[1937]] წელს, [[საფრანგეთი]]ს სამხრეთში ცხოვრებისას. ნახატმა, ყველაზე გამოჩენილ ექსპერტებშიც, კი დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. მათი აზრით, ეს იყო [[იან ვერმეერი|ვერმეერის]] საუკეთესო ნამუშევარი.
ხაზი 121:
[[1967]] წელს [[პიტსბურგი|პიტსბურგში]] არსებულ, [[კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი]]ს ხელოვნების ექსპერტთა ჯგუფმა გამოიკვლია საკუთარ კოლექციაში არსებული "ვერმეერის" ფერწერული ტილოები. ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც რობერტ ფელერი და ბერნარდ კეიში ხელმძღვანელობდნენ, დაადგინა, რომ მათ ხელთ არსებული ნახატებიდან რამდენიმე, მართლაც XX საუკუნეში გამოგონილი მასალებით იყო შექმნილი. კომისიამ დაასკვნა, რომ მათ მიერ გამოკვლეული "ვერმეერის ნახატები" ახალი შექმნილი იყო და თავისუფლად შეიძლებოდა მათი ჩათვლა ვან მეგერენის ყალბ ნახატებად. ეს დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს კორმანსის კომისიის გადაწყვეტილების სისწორეს და სრულიად უარყოფდა ჯონ დეკოენის პრეტენზიებს.<ref name="keisch1967">{{cite PMID|17847535}}.</ref> [[კარნეგი მელონის უნივერსიტეტი|კარნეგი მელონის]] ექსპერტთა ჯგუფის გამოძიების შედეგი შეჯამებულია ქვემოთ.
 
ვან მეეგერენმა კარგად უწყოდა, რომ [[იან ვერმეერი|ვერმეერის]] დროს ფართოდ გამოიყენებოდა ტყვიის თეთრა, მაგრამ მან ამავე დროს იცოდა, რომ საღებავების შეძენა რომელიმე თანამედროვე მაღაზიაში მოუწევდა, რაც ძალიან განსხვავდებოდა XVII საუკუნეში შექმნილი საღებავებისგან. [[ნიდერლანდები]] საღებავის დასამზადებლად საჭირო ნედლეული პერიფერიული სახელმწიფოებიდან შემოჰქონდა, როდესაც XIX საუკუნეში [[ნიდერლანდები]]ს ნედლეული [[ავსტრალია|ავსტრალიიდან]] და [[ამერიკა|ამერიკიდან]] მოიპოვებდა, რაც ძალიან განსხვავდებოდა ვერმეერის ტყვიის თეთრასგან. ჰოლანდიური ტყვიის თეთრა [[ვერცხლი]]სა და [[სტიბიუმი]]ს შემცველი მადანისგან მიიღებოდა,<ref>Strauss, R.(1968). "''Analysis of investigations of pigments from paintings of south German painters in the 17th and 18th century''." (With 62 slides). Thesis. Technical University Munich.</ref> როცა ვან მეგერენის მიერ გამოყენებულ თანამედროვე საღებავში არც [[ვერცხლი]] და არც [[სტიბიუმი]] ერია დნობის პროცესის წყალობით.<ref name= "False">Exhibition catalog Essen and Berlin. ''Falsification and Research'' (1976) "Museum Folkwang, Essen and Staatliche Museen Preußischer Kulturbesitz, Berlin". Berlin. Language: German. ISBN 3-7759-0201-5.</ref>
 
კვლავაც არ ცხრებოდა დავა ვან მეგერენის ''საიდუმლო სერობასთან'' და ''სერობა ემაუსში''-თან დაკავშირებით: საზოგადოების ერთი ნაწილი ნახატს [[იან ვერმეერი|ვერმეერის]] შედევრად მიიჩნევდა, როდესაც მეორე ნაწილს მიაჩნდა, რომ ნახატი ჰან ვან მეგერენის მიერ იყო დახატული. ზემოთხსენებულმა ვნებათაღელვამ კიდევ ერთი გამოძიების ჩატარება გამოიწვია. [[1977]] წელს [[ნიდერლანდები]]ს ქიმიურ ლაბორატორიებში გამოიკვლიეს "ვერმეერის ექვსი ნახატი", ზემოთხსენებულ ნახატებთან ერთად. გამოკვლევა უახლესი ტექნოლოგიების, მათ შორის [[გაზის ქრომატოგრაფია|გაზის ქრომატოგრაფიის]] გამოყენებით ჩატარდა, და კიდევ ერთხელ დაადასტურა [[1946]] წლის კომისიის გადაწყვეტილების სისწორე, რომ ნახატები არა [[იან ვერმეერი|ვერმეერის]], არამედ ჰან ვან მეგერენის მიერ იყო დახატული.