თავისუფლების დიდი ქარტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Magna_Carta_(British_Library_Cotton_MS_Augustus_II.106).jpg|მინიატიურა|თავისუფლების დიდი ქარტია]]
'''თავისუფლების დიდი ქარტია''', ასევე ''მაგნა კარტა'' ([[ლათ.]] Magna Carta Libertatum) — გამოიცა [[ინგლისი|ინგლისში]] [[1215]] წელს და იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესისა, რომლის შედეგად თანამედროვე [[კონსტიტუციური სამართალი]] ჩამოყალიბდა. თავისუფლების დიდი ქარტია თავდაპირველად შეიქმნა რომის პაპს, მეფე [[ჯონ უმიწაწყლო|ჯონ უმიწაწყლოსა]] და მის ინგლისელ ბარონთა შორის მეფის უფლებების შესახებ უთანხმოების გამო. ქარტიის თანახმად მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედურებს და ეღიარებინა, რომ მეფეც შეზღუდული იყო კანონით.
[[1215]] წ. ინგლისურმა არისტოკრატიამ და სასულიერო პირებმა გაილაშქრეს მეფე [[ჯონ უმიწაწყლო|ჯონ უმიწაწყლოს]] წინააღმდეგ, რადგან იგი ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა და ქარტიის ავტორებმა აიძულეს მეფე, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის რომლითაც გარანტირებული იქნებოდა მათი უფლებები და თავისუფლებები. თავისუფლების დიდი ქარტია ლათინურ ენაზეა შედგენილი და შეიცავს პრეამბულასა და 63 მუხლს. ეს დოკუმენტი დიდი ბრიტანეთის მმართველობის სისტემის ერთგვარი საფუძველია. ინგლისში ''Magna Carta Libertatum'' განიხილება, როგორც პირველი საკონსტიტუციო აქტი. დიდი ქარტიის ასლებიდან ორი ინახება [[ბრიტანეთის ბიბლიოთეკა|ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში]], ლონდონში, მეორე - [[ლინკოლნის ციხესიმაგრე|ლინკოლნის ციხესიმაგრეში]] და სალისბურის საკათედრო ტაძარში.
 
''მაგნა კარტა'' აღიარებულია ინგლისის თავისუფლების ქვაკუთხედად და მიუხედავად იმისა, რომ ის ფეოდალიზმის პერიოდის სამართლებრივი დოკუმენტია, სწორედ მან შექმნა ის საფუძვლები, რომლებმაც წარმოშვეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისუფლების წინაპირობები და განამტკიცეს კანონის უზენაესობაუზენაესობას. ქარტიაში ნათქვამია, რომ „ქვემოთ დაწერილი თავისუფლებანი“ ენიჭება სამეფოს ყველა თავისუფალ ადამიანს, რათა „ფლობდნენ მათ".
ქარტიის შედეგად ეკლესია გათავისუფლდა მეფის კონტროლისგან, სასამართლოებს მიენიჭათ დამოუკიდებლობა, აღიარეს მიწის მესაკუთრეთა უფლებები და მემკვიდრეობის უფლება, გამოცხადდა გადაადგილების თავისუფლება, აიკრძალა სანქციის გარეშე საკუთარი სახლების ჩხრეკა.<ref name="სამოქალაქო განათლება">{{Cite news|url=https://civiledu.wordpress.com/2013/04/05/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%98/|title=ინგლისის თავისუფლების დიდი ქარტია|}}</ref>
 
ხაზი 12:
[[File:Innozenz3.jpg|thumb|პაპი [[ინოკენტი III]]]]
 
ჯონის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრე გახდა მცირეწლოვანი ვაჟი [[ჰენრი III]], რომლის რეგენტებიც მართავდნენ ქვეყანას და აღნიშნულმა მმართველობა სასულიერო ხელისუფლებას მოთხოვა, გადაესინჯათ დოკუმენტი. შედეგად, [[1216]] წელს გამოიცა ქარტიის განახლებული ვერსია, რომელიც აუქმებდა რამდენიმე მუხლს და ძირითადად კერძო საკუთრების უფლებებს ეხებოდა. [[1217]] წლის ომის დასასრულს დოკუმენტმა შეიძინა სახელი '''მაგნა კარტა''', რათა განესხვავებინათ იგი ''ტყის მცირე ქარტიისგან'', რომელიც ამავე დროს გამოიცა. [[1225]] წელს [[ჰენრი III]] სრულწლოვანი გახდა და ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის ნებართვა მოიპოვა, რის შემდეგაც ხელახლა გამოაქვეყნა ქარტია,. სწორედ ქარტიის ეს ვერსია განიხილება ნორმატიული კანონის საწყისად, რომელსაც მხარს უჭერდნენ გვიანი შუა საუკუნეების ინგლისის მეფეები. მისმა ვაჟმა, [[ედუარდ I (ინგლისი)|ედუარდ I- მა]], გაიმეორა მამის ინიციატივა [[1297]] წელს, ამჯერად მან დაადასტურა თავისუფლების დიდი ქარტია როგორც ნაწილი ინგლისის წესდების კანონისა. ქარტია გახდა ინგლისური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და, როგორც წესი, ყველა მონარქი ანახლებდა მას მისი მმართველობის პერიოდსიპერიოდში, თუმცთუმცა დროდადრო ინგლისის ახლანდელმა პარლამენტმა მიიღო სხვადასხვა კანონები და ქარტიამ დაკარგა თავისი პრაქტიკული მნიშვნელობა.
 
===XVI - XVII საუკუნეები===
XVI საუკუნის მიწურულს მაგნა კარტას მიმართ ინტერესი კვლავ გაიზარდა. იმ დროისთვის იურისტები და ისტორიკოსები თვლიდნენ, რომ [[ანგლოსაქსები|ანგლოსაქსების]] დროს არსებობდა ძველი ინგლისის კონსტიტუცია, რომელიც რომელიც ადამიანთა ინდივიდუალურ თავისუფლებებს იცავდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ [[1066]] წლის [[ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა|ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყროპის]] შედეგად ეს უფლებები გაუქმდა და რომ მაგნა კარტა იყო მათი აღდგენის პოპულარული მცდელობა,. ქარტია გახდებოდა პარლამენტის თანამედროვე უფლებამოსილებებისა და იურიდიული პრინციპების აუცილებელი საფუძველი, ისეთი როგორიცაა [[ჰაბეას კორპუს აქტი (1679)|ჰაბეას კორპუს აქტი]]. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიული ჩანაფიქრი გაუმართავი იყო, ისეთი იურისტები, როგორიცაა სერ [[ედუარდ კოკი]], მაგნა კარტას ფართოდ იყენებდნენ XVII საუკუნის დასაწყისში სტიუარტის მონარქების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საკუთარ უფლებებს ღვისგანღვთისგან ბოძებულად მიიჩნევდნენ. [[ჯეიმზ I]] და მისი ვაჟი [[ჩარლზ I]] აქტიურად ცდილობდნენ, ზეწოლა მოეხდინათ მაგნა კარტა-ს შესახებ განხილვებზე იქამდე ვიდრე საკითხის შესახებ მსჯელობა არ შეამცირა [[ინგლისის რევოლუცია|ინგლისის რევოლუციამ]] 1640-იანი წლებში და, რასაც შედეგად მოჰყვა [[ჩარლზ I|ჩარლზ I-ის]] სიკვდილით დასჯა. მაგნა კარტას პოლიტიკური მითი და ადამიანთა პირადი თავისუფლების დაცვა გაგრძელდა [[1688]] წლის [[სახელოვანი რევოლუცია|სახელოვანი რევოლუციის]] შემდეგ XIX საუკუნემდე. მან გავლენა მოახდინა ადრეულ ამერიკელ კოლონისტებზე ცამეტ კოლონიაში და [[1787]] წელს ამერიკის კონსტიტუციის ფორმირებაზე, რომელიც გახდა უზენაესი კანონი ამერიკიამერიკის შეერთებული შტატების ახალ რესპუბლიკაში. [[ვიქტორიანული ეპოქა|ვიქტორიანული ეპოქის]] ისტორიკოსების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ [[1215]] წლის ორიგინალი ქარტია ეხებოდა უფრო მეტად მონარქსა და ბარონებს შორის შუა საუკუნეების ურთიერთობას, ვიდრე უბრალო ხალხის უფლებებს, მაგრამ ქარტია დარჩა ძლიერ, თვალსაჩინო დოკუმენტად, მიუხედავად იმისა, რომ მისი შინაარსი გაუქმდა წესდებათა წიგნებიდან XIX და XX საუკუნეებში.
 
===XXI საუკუნე===
''მაგნა კარტა'' დღესაც წარმოადგენს თავისუფლების მნიშვნელოვან სიმბოლოს, რომელსაც ხშირად ახსენებენ პოლიტიკოსები და დიდი პატივისცემით ეპყრობიან ბრიტანული და ამერიკული იურიდიული საზოგადოებები. ლორდმა დენინგმა ის აღწერა როგორც: {{ციტატა|ყველა დროის უდიდესი საკონსტიტუციო დოკუმენტი - საფუძველი ინდივიდთა თავისუფლების თვითნებურ დესპოტთა უფლებამოსილების საწინააღმდეგოდ.{{sfn|Danziger|Gillingham|2004|p=268}}}} XXI საუკუნეში, [[1212]] წელს არსებული თავდაპირველი წესდების ოთხი ნიმუში არსებობს,: ორი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, ერთი ლინკოლნის ციხესიმაგრეში და ერთი სალისბურის ტაძარში ინახება. ასევე არსებობს რამდენიმე ხელნაწერი წესდება, რომელიც საზოგადოებრივ და კერძო საკუთრებას ეხება, მათ შორისაა [[1297]] წლის წესდების ასლები როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ავსტრალიაში. თავდაპირველი ქარტიები იწერებოდა [[ეტრატი|პერგამენტის]] ფურცლებზე, ბუმბულის კალმების გამოყენებით, შუასაუკუნეების ლათინური აბრევიატურებით, რაც იმ დროის იურიდიული დოკუმენტების კონვენცია იყო. თითოეული მათგანი დალუქული იყო სამეფო დიდი ბეჭდით (ფუტკრის ცვილისა და ფისოვანი დასალუქი ცვილით), თუმცა ბეჭდებიდან ძალიან ცოტა გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები მოიხსენიებენ მაგნა კარტას 63 დანომრებულდანომრილ „პუნქტს", ეს არ არის ნუმერაციის თანამედროვე სისტემა, რომელიც შემოიღო სერ უილიამ ბლექსტონმა [[1759]] წელს;. თავდაპირველ წესდებაში შეიქმნა ერთი, გრძელი უწყვეტი ტექსტი. ოთხი ორიგინალი [[1215]] წლის ქარტია ერთად გამოფინეს ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, ერთი დღის განმავლობაში, [[2015]] წლის 3 თებერვალს, მაგნა კარტას 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
 
==შინაარსი==
===ქარტიის ფიზიკური ფორმა===
 
ქარტიის მრავალი ნიმუშიდან რამდენიმე ეგზემპლარმა მოაღწია ჩვენამდე და ეს ქარტიები ერთმანეთისგან განსხვავებულია. {{sfn|Breay|2010|p=37}} დოკუმენტები დაწერილია შუა საუკუნეების ლათინურ ენაზე, მკაფიოდ დაწერილი ტექსტით, ცხვრის კანისგან დამზადებულ [[ეტრატი|პერგამენტის]] ფურცლებზე. მათ დოკუმენტი დალუქეს სამეფო დიდი ბეჭდით, რომელსაც უწოდებენ spigurnel-ს, იგი აღჭურვილი იყო სპეციალური ბეჭდის პრესით, ფუტკრის ცვილისა და ფისების გამოყენებით.{{sfn|Breay|2010|pp=37–38}}{{sfn|Hindley|1990|p=143}} 1215 წლის წესდებაში ხელმოწერები არ ყოფილა, ხოლო დამსწრე ბარონებმა მას არ დაურთეს საკუთარი ბეჭდები.{{sfn|Breay|2010|pp=38–39}} ტექსტი არ დაიყო აბზაცებად, არც დანომრილ პუნქტებად: ნუმერაციის სისტემა, რომელსაც დღეს იყენებენ, იურისტმა სერ [[უილიამ ბლეკსტონიბლექსტონი|უილიამ ბლეკსტონმაბლექსტონმა]] შემოიღო [[1759]] წელს.
 
===მუხლები===
 
მაგნა კარტას მხოლოდ სამი პუნქტი რჩება ინგლისისა და უელსის წესდებაში.{{sfn|Breay|2010|p=48}} ეს პუნქტები ეხება 1) ინგლისური ეკლესიის თავისუფლებას, 2) ქალაქ [[ლონდონი|ლონდონის]] „უძველეს თავისუფლებებს" (1215 ქარტიის მე -13 პუნქტი, 1297 წესდება IX მუხლი), და 3) შესაბამისი სამართლებრივი პროცესის უფლებაუფლებას ( 1215 ქარტიის 39-ე და მე-40 მუხლები, 1297 წლის წესდების 29-ე მუხლი).{{sfn|Breay|2010|p=48}} დეტალურად, ამ პუნქტებში (ნუმერაციის სისტემის გამოყენებით 1297 წ. დებულებიდან) ნათქვამია:
 
{{ციტატა| I. პირველ რიგში, ღმერთს წყალობით, ამ დღევანდელმა ქარტიამ დაადასტურა ჩვენთვის და ჩვენი მემკვიდრეებისთვის უკუნისამდე, რომ ინგლისის ეკლესია თავისუფალი იქნება და მას ექნება მთელი თავისი უფლებები და თავისუფლებები ხელშეუვალი. ჩვენ მივეცით სახელმწიფოსგან თავისუფლება როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს მემკვიდრეებსაც სამუდამოდ. ეს თავისუფლებები არის წერილობით, რომლებიც უნდა გვქონდეს ჩვენ და ჩვენს მემკვიდრეებს საუკუნოდ.
IX. ლონდონის ქალაქს უნდა ჰქონდეს ყველა ძველი თავისუფლება და ჩვეულება, რომლითაც სარგებლობდა აქამდე. უფრო მეტიც, ჩვენ დავავალდებულებთ ყველა სხვა ქალაქს, დაბა – ქალაქს და ხუთი პორტის ბარონს, როგორც ყველა სხვა პორტს, ისარგებლონ ყველა მათი თავისუფლებით და უფასო განბაჟებით.
XXIX. არ შეიძლება თავისუფალი ადამიანის შეპყრობა ან დაპატიმრება, ან მისი დისკრიმინაცია, ან თავისუფლებების აღკვეთა, გადაასახლება, ან განადგურდება უკანონოდ. არ შეიძლება ადამიანის დასჯა კანონის გვერდის ავლით. არ გავყიდით ადამიანებს და არ დავარღვევთ სამართლიანობასა და უფლებას.<ref name=UKStatute>{{cite web|url=http://www.statutelaw.gov.uk/content.aspx?activeTextDocId=1517519 |title=(Magna Carta) (1297) (c. 9) |work=UK Statute Law Database |accessdate=2 September 2007 |url-status=dead |archiveurl=https://web.archive.org/web/20070905014018/http://www.statutelaw.gov.uk/content.aspx?activeTextDocId=1517519 |archivedate=5 September 2007 |df= }}</ref>}}