თავისუფლების დიდი ქარტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
 
===XVI - XVII საუკუნეები===
XVI საუკუნის მიწურულს მაგნა კარტას მიმართ ინტერესი კვლავ გაიზარდა. იმ დროისთვის იურისტები და ისტორიკოსები თვლიდნენ, რომ [[ანგლოსაქსები]]ს დროს არსებობდა ძველი ინგლისის კონსტიტუცია, რომელიც რომელიც ადამიანთა ინდივიდუალურ თავისუფლებებს იცავდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ [[1066]] წლის [[ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა|ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყროპის]] შედეგად ეს უფლებები გაუქმდა და რომ მაგნა კარტა იყო მათი აღდგენის პოპულარული მცდელობა, ქარტია გახდებოდა პარლამენტის თანამედროვე უფლებამოსილებებისა და იურიდიული პრინციპების აუცილებელი საფუძველი,ისეთი როგორიცაა [[ჰაბეას კორპუს აქტი (1679)|ჰაბეას კორპუს აქტი]]. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიული ჩანაფიქრი გაუმართავი იყო, იურისტები, როგორიცაა სერ [[ედუარდ კოკი]], მაგნა კარტას ფართოდ იყენებდნენ XVII საუკუნის დასაწყისში სტიუარტის მონარქების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საკუთარ უფლებებს ღვისგან ბოძებულად მიიჩნევდნენ. [[ჯეიმსჯეიმზ I]] და მისი ვაჟი [[ჩარლზ I]] აქტიურად ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ მაგნა კარტა-ს შესახებ განხილვებზე იქამდე ვიდრე საკითხის შესახებ მსჯელობა არ შეამცირა [[ინგლისის რევოლუცია|ინგლისის რევოლუციამ]] 1640-იანი წლებში და რასაც შედეგად მოჰყვა [[ჩარლზ I|ჩარლზ I-ის]] სიკვდილით დასჯა. მაგნა კარტას პოლიტიკური მითი და ადამიანთა პირადი თავისუფლების დაცვა გაგრძელდა [[1688]] წლის [[სახელოვანი რევოლუცია|სახელოვანი რევოლუციის]] შემდეგ XIX საუკუნემდე. მან გავლენა მოახდინა ადრეულ ამერიკელ კოლონისტებზე ცამეტ კოლონიაში და [[1787]] წელს ამერიკის კონსტიტუციის ფორმირებაზე, რომელიც გახდა უზენაესი კანონი ამერიკი შეერთებული შტატების ახალ რესპუბლიკაში. ვიქტორიანული ისტორიკოსების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ [[1215]] წლის ორიგინალი ქარტია ეხებოდა უფრო მეტად მონარქსა და ბარონებს შორის შუა საუკუნეების ურთიერთობას, ვიდრე უბრალო ხალხის უფლებებს, მაგრამ ქარტია დარჩა ძლიერ, თვალსაჩინო დოკუმენტად, მიუხედავად იმისა,რომ მისი შინაარსი გაუქმდა წესდებათა წიგნებიდან XIX და XX საუკუნეებში.
 
===XXI საუკუნე===
ხაზი 23:
===ქარტიის ფიზიკური ფორმა===
 
ქარტიის მრავალი ნიმუშიდან რამდენიმე ეგზემპლარმა მოაღწია ჩვენამდე და ეს ქარტიები ერთმანეთისგან განსხვავებულია. {{sfn|Breay|2010|p=37}} დოკუმენტები დაწერილია შუა საუკუნეების ლათინურ ენაზე, მკაფიოდ დაწერილი ტექსტით, ცხვრის კანისგან დამზადებულ [[ეტრატი|პერგამენტის]] ფურცლებზე. მათ დოკუმენტი დალუქეს სამეფო დიდი ბეჭდით, რომელსაც უწოდებენ spigurnel-ს,იგი აღჭურვილი იყო სპეციალური ბეჭდის პრესით, ფუტკრის ცვილისა და ფისების გამოყენებით.{{sfn|Breay|2010|pp=37–38}}{{sfn|Hindley|1990|p=143}} 1215 წლის წესდებაში ხელმოწერები არ ყოფილა, ხოლო დამსწრე ბარონებმა მას არ დაურთეს საკუთარი ბეჭდები.{{sfn|Breay|2010|pp=38–39}} ტექსტი არ დაიყო აბზაცებად, არც დანომრულდანომრილ პუნქტებად: ნუმერაციის სისტემა, რომელსაც დღეს იყენებენ, იურისტმა სერ [[უილიამ ბლეკსტონი|უილიამ ბლეკსტონმა]] შემოიღო [[1759]] წელს.
 
===მუხლები===
 
მაგნა კარტას მხოლოდ სამი პუნქტი რჩება ინგლისისა და უელსის წესდებაში.{{sfn|Breay|2010|p=48}} ეს პუნქტები ეხება 1) ინგლისური ეკლესიის თავისუფლებას, 2) ქალაქ [[ლონდონი|ლონდონის]] „უძველეს თავისუფლებებს" (1215 ქარტიის მე -13 პუნქტი, 1297 წესდება IX მუხლი), და 3) შესაბამისი სამართლებრივი პროცესის უფლება ( 1215 ქარტიის 39-ე და მე-40 მუხლები, 1297 წლის წესდების 29-ე მუხლი).{{sfn|Breay|2010|p=48}} დეტალურად, ამ პუნქტებში (ნუმერაციის სისტემის გამოყენებით 1297 წ. დებულებიდან) ნათქვამია:
 
{{ციტატა| I. პირველ რიგში, ღმერთს წყალობით, ამ დღევანდელმა ქარტიამ დაადასტურა ჩვენთვის და ჩვენი მემკვიდრეებისთვის უკუნისამდე, რომ ინგლისის ეკლესია თავისუფალი იქნება და მას ექნება მთელი თავისი უფლებები და თავისუფლებები ხელშეუვალი. ჩვენ მივეცით სახელმწიფოსგან თავისუფლება როგორც საკუთარ თავს ასევე ჩვენს მემკვიდრეებსაც სამუდამოდ. ეს თავისუფლებები არის წერილობით, რომლებიც უნდა გვქონდეს ჩვენ და ჩვენს მემკვიდრეებს საუკუნოდ.
IX. ლონდონის ქალაქს უნდა ჰქონდეს ყველა ძველი თავისუფლება და ჩვეულება, რომლითაც სარგებლობდა აქამდე. უფრო მეტიც, ჩვენ დავავალდებულებთ ყველა სხვა ქალაქს, დაბა – ქალაქს და ხუთი პორტის ბარონს, როგორც ყველა სხვა პორტს, ისარგებლონ ყველა მათი თავისუფლებით და უფასო განბაჟებით.
XXIX. არ შეიძლება თავისუფალი ადამიანის შეპყრობა ან დაპატიმრება, ან მისი დისკრიმინაცია, ან თავისუფლებების აღკვეთა, გადაასახლება, ან განადგურდება უკანონოდ. არ შეიძლება ადამიანის დასჯა კანონის გვერდის ავლით. არ გავყიდით ადამიანებს და არ დავარღვევთ სამართლიანობასა და უფლებას.<ref name=UKStatute>{{cite web|url=http://www.statutelaw.gov.uk/content.aspx?activeTextDocId=1517519 |title=(Magna Carta) (1297) (c. 9) |work=UK Statute Law Database |accessdate=2 September 2007 |url-status=dead |archiveurl=https://web.archive.org/web/20070905014018/http://www.statutelaw.gov.uk/content.aspx?activeTextDocId=1517519 |archivedate=5 September 2007 |df= }}</ref>}}
 
==ლიტერატურა==