აშშ-ის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
დავამატე მოკლე ინფორმაცია სამოქალაქო ომის შესახებ.
ხაზი 2:
[[ფაილი:US Secession map 1861.svg|მინი|250px|<center>'''შტატების სტატუსები 1861 წელს.</center>''' {{legend|#A40000| 1861 წლის 15 აპრილამდე გამოყოფილი შტატები}} {{legend|#EF2929| 1861 წლის 15 აპრილის შემდეგ გამოყოფილი შტატები}} {{legend|#FCE94F| გაერთიანებული შტატები სადაც მონობა ნება დართული იყო}} {{legend|#204A87| გაერთიანებული შტატები სადაც მონობა აკრძალული იყო}}
{{legend|#D3D7CF| ტერიტორიები}}]]
'''ამერიკის სამოქალაქო ომი''' (1861-65), აგრეთვე ცნობილი როგორც '''ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის''' — ომი ჩრდილოეთის ინდუსტრიულ შტატებსა და სამხრეთის მონათმფლობელურ შტატებს შორის. სამხრეთის თერთმეტი მონათმფლობელური შტატი [[აშშ]]-ს გამოეყო და [[ამერიკის შტატების კონფედერაცია]] ჩამოაყალიბა. [[ჯეფერსონ დეივისი]]ს მეთაურობით ეს შტატები აშშ-ის ფედერალური მთავრობის (იუნიონის) წინააღმდეგ იბრძოდა. ფედერალურ მთავრობას მხარს უჭერდა ყველა თავისუფალი შტატი და მათი მოსაზღვრე ხუთი მონათმფლობელი შტატი.
 
[[1860]] წლის საპრეზიდენტო არჩევნებში [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკური პარტია]], [[აბრაამ ლინკოლნი]]ს ხელმძღვანელობით, მოუწოდებდა მონათმფლობელობის გავრცელების შეზღუდვაზე იმ შტატების გარეთ, სადაც ის უკვე არსებობდა. რესპუბლიკელთა გამარჯვებამ არჩევნებში გამოიწვია შვიდი სამხრეთის შტატის კავშირიდან გასვლა, [[1861]] წლის 4 მარტს ლინკოლნის პრეზიდენტის პოსტზე ასვლამდე. არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომმა ადმინისტრაციებმა უარყვეს ამ შტატების კავშირიდან გასვლის ლეგიტიმურობა და ის აჯანყებად მიიჩნიეს.
 
1861 წლის 8 თებერვალს 11-მა მონათფლობელურმა შტატმა (34 შტატიდან) დააფუძნეს ახალი სახელმწიფო, ამერიკის კონფედერაციული შტატები, რომლის დედაქალაქიც იყო რიჩმონდი. 4 მარტის საინგურაციო სიტყვაში პრეზიდენტი ლინკოლნი დაჰპირდა სამხრეთის შტატებს, რომ ძალადობრივად არ გააუქმებდა მათ ტერიტორიაზე მონობას და მოუწოდა შეეწყვიტათ გამოყოფის პროცესი. მიმართამ შედეგი ვერ გამოიღო. ლინკოლმა და კონფედერაციის პრეზიდენტმა, ჯეფერსონ დევისმა, სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს. პირველი შეტაკებები მიხდა ჩარლსტონის პორტში. ომის პირველ წლებში სამხრეთი ხშირად იმარჯვებდა ბრძოლებში, მაგრამ ნელ-ნელა ჩრდილოეთმა (მათ კავშირს - union უწოდებდნენ) მოიპოვა უპირატესობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოხდა გეთისბერგთან, 1863 წლის ივნისში, სადაც სამხრეთელები დამარცხდნენ. შემდგომში კი დაკარგეს ატლანტა და რიჩმონდი. 1865 წლის 9 აპრილს კონფედერაციის მთავარსარდალი გენერალი რობერტ ლი იძულებული გახდა დანებებოდა კავშირის მთავარსარდალს ულის გრანტს. სამოქალაქო ომი ჩრდილოეთის გამარჯვებით დასრულდა. ამ ომის შემდგომ კი კონსტიტუციაში შევიდა მეცამეტე დამატება და აიკრძალა მონობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
 
სამხედრო შეტაკებები დაიწყო ბრძოლით ფორტ სამტერთან 1861 წლის 12 აპრილს და დასრულდა 1865 წლის 26 მაისს სამხრეთელთა არმიის ნარჩენების კაპიტულაციით. ომის პერიოდში სულ დაახლოებით 2 ათასამდე ბრძოლა გაიმართა. დანაკარგთა საერთო რაოდენობამ ორივე მხარეს შეადგინა 600 ათასი მოკლულითა და 281.9 ათასი დაჭრილით, რაც აღემატება ყველა სხვა ომს, რომელშიც აშშ-ს მონაწილეობა მიუღია.