ლუმინესცენცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Luminol.jpg|მინი|[[ლუმინოლი]] და [[ჰემოგლობინი]], [[ქემილუმინესცენცია]]]]
'''ლუმინესცენცია''' — დებილსითბურ გამოსხივებასთან შედარებით ჭარბი გასმოსხივება, რომელიც გრძელდება სინათლის რხევის პერიოდზე ბევრად უფრო მეტი დროის განმავლობაში. სითბური გამოსხივება ხილული სპექტრის არეში მხოლოდ მაშინ შეიმჩნევა, როდესაც [[ტემპერატურა]] რამდენიმე ასეული და ათასეული გრადუსია, ლუმინესცენცია კი არის ნებისმიერ ტემპერატურაზე. ამიტომ ლუმინესცენციას ხშირად ცივ ნათებასაც უწოდებენ. სინათლის სხვადასხვა ტიპის გაბნევისაგან ლუმინესცენცია განსხვავდება იმით, რომ სინათლის შთანთქმასა და გამოსხივებას შორის მიმდინარეობს პროცესები, რომელთა ხანგრძლივობა ბევრად აღემატება სინათლის ტალღის პერიოდს.
[[ფაილი:Lampyris noctiluca.jpg|მარცხნივ|მინი|150პქ|[[ბიოლუმინესცენცია]], მწერების ნათება]]
ლუმინესენციის ბუნებრივი მოვლენები — [[პოლარული ნათება]], ზოგიერთი [[მწერი]]ს , [[მინერალი]]ს, ლპობადი ხის ნათება ცნობილია უხსოვარი დროიდან. ლუმინესცენციის სისტემის შესწავლა დაიწყო მხოლოდ [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოს. მისი კლასიფიკაცია შეიძლება აგზნების ტიპის, ენერგიის გარდაქმნის მექანიზმისა და ნათების დროითი მახასიათებლების მიხედვით. აგზნების ტიპის მიხედვით შეიძლება გავარჩიოთ [[ფოტოლუმინესცენცია]], [[რადიოლუმინესცენცია]], [[ელექტროლუმინესცენცია]], [[ტრიბოლუმინესცენცია]], [[ქემილუმინესცენცია]], [[კანდოლუმინესცენცია]]. გამოსხივების ხანგრძლივობის მიხედვით არჩევენ [[ფლუორესცენცია]]ს და [[ფოსფორესცენცია]]ს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუმინესცენცია“-დან