ბოსფორის სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ყოფილი სამეფო/ქვეყანა|მშობლიური სახელი=ტავრიდა|ლიდერი1.1=|ლიდერი2.3=|ლიდერი2.2=|ლიდერი2.1=|ლიდერის ტიტული2=|ლიდერის წელი1.5=|ლიდერის წელი1.4=|ლიდერის წელი1.3=|ლიდერის წელი1.2=|ლიდერის წელი1.1=|ლიდერი1.5=|ლიდერი1.4=|ლიდერი1.3=|ლიდერი1.2=|ლიდერის ტიტული=ბასილევსი|ლიდერი2.5=|ლიდერის წელი9=|ლიდერის წელი8=ძვ.წ. 125-108|ლიდერის წელი7=ძვ.წ. 240-220|ლიდერის წელი6=ძვ.წ. 284-245|ლიდერის წელი5=ძვ.წ. 304-284|ლიდერის წელი4=ძვ.წ. 349-311|ლიდერის წელი3=ძვ.წ. 389-349|ლიდერის წელი2=ძვ.წ. 433-389|ლიდერის წელი1=ძვ.წ. 438-433|ლიდერი9=|ლიდერი8=პერსიდეს V|ლიდერი7=ლეუკონ II|ლიდერი6=პერსიდეს II|ლიდერი5=სპარტოკ III|ლიდერი2.4=|ლიდერი2.6=|ლიდერი3=ლეუკონ I|ფართობი2=|სქოლიოები=|სქოლიო_ჰ=|სქოლიო_ბ=|სქოლიო_ა=|სტატ. მოსახ5=|ფართობი5=|სტატ. წელი5=|სტატ. მოსახ4=|ფართობი4=|სტატ. წელი4=|სტატ. მოსახ3=|ფართობი3=|სტატ. წელი3=|სტატ. მოსახ2=|სტატ. წელი2=|ლიდერის წელი2.1=|სტატ. მოსახ1=|ფართობი1=|სტატ. წელი1=|პალატის ტიპი2=<!-- ფართობი და მოსახლეობა -->|პალატა2=|პალატის ტიპი1=|პალატა1=|საკანონმდებლო ხელისუფლება=|ლიდერის ტიტული3=<!-- საკანონმდებლო ხელისუფლება -->|ლიდერის წელი2.6=|ლიდერის წელი2.5=|ლიდერის წელი2.4=|ლიდერის წელი2.3=|ლიდერის წელი2.2=|ლიდერი4=პერსიდეს I|ლიდერი2=სატირუს I|გრძელი სახელი=კიმერია ბოსფორის სამეფო|მოვლენის თარიღი3=ძვ.წ/ 63- ახ.წ. 370|დროშა_p4=|p4=|დროშა_p3=|p3=|დროშა_p2=Фрагменты Пекторали.jpg|p2=სკვითები|დროშა_p1=Thraco-Cimmerian.png|p1=კიმერიელები|უკანასკნელის თარიღი=<!-- წინამორბედები, მემკვიდრეები, დროშები, გერბები და სიმბოლოები -->|უკანასკნელი მოვლენა=|უპირველესის თარიღი=|უპირველესი მოვლენა=|მოვლენის თარიღი4=ახ.წ. 235-270|მოვლენა4=გოთების შემოსევა|მოვლენა3=რომის მმართველობა|დროშა_p5=|მოვლენის თარიღი2=ძვ.წ. 108-63|მოვლენა2=პონტოს მმართველობა|მოვლენის თარიღი1=ძვ.წ. 480-108|მოვლენა1=დამოუკიდებელი სამეფო|გაუქმების წელი=ახ.წ. 370|გაუქმება=გაუქმდა|შექმნის წელი=ძვ.წ. 438|შექმნის თარიღი=|შექმნა=შეიქმნა|მართველობა=[[მონარქია]]|სტატუსი=გაუქმდა|ერა=[[ანტიკური ეპოქა]]|ქვეყანა=|რეგიონი=[[ყირიმი]]|p5=|s1=პონტოს სამეფო|ლიდერი1=სპარტოკ I|რუკის სურათი2=|ვალუტა=[[დრაქმა]]|რელიგია=[[ბერძნული პოლითეიზმი]]
[[ნომადური კულტები]]|ენები=[[ბერძნული]]
[[სკვითური]]|ჰიმნი=|დევიზი=|longEW=|longm=|longd=|latNS=|latm=|latd=|უდიდესი ქალაქები=[[ნიმფეონი]], [[თეოდოსია]], [[ტანაისი]], [[კირკეონი]], [[ქერსონესი]], [[ჰემონასა]]. [[ფანაგორია]]|დედაქალაქი=[[პანტიკაპეონი]]|რუკის აღწერა2=|რუკის აღწერა=|დროშა_s1=Monnaie de Pont Amisos, droit.jpg|რუკის სურათი=Bosporan Kingdom growth map-en.svg|გერბის აღწერა="ტავრიდული ლომი"|გერბის ზომა=200პქ|გერბი=Coinage_during_the_reign_of_Paerisades_I.png|დროშის აღწერა=|დროშის სურათი=|დროშა_s5=|s5=|დროშა_s4=|s4=|დროშა_s3=Consul et lictores.png|s3=რომის იმპერია|დროშა_s2=Consul et lictores.png|s2=რომის რესპუბლიკა|დღეს=[[უკრაინა]]
[[რუსეთის ფედერაცია]]}}
 
ხაზი 27:
=== სპარტოკიდები ===
დინასტია დაარსა [[თრაკია|თრაკიული]] სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა წამომადგენელმა [[ტირანია|ტირანმა]] [[სპარტოკ I]] - მა, თუმცა აჯანტების დეტალების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, დინასტია ბოსფორის სამეფოს მართავდა ძვ.438-110 წწ-ში და წარმოადგენს ყველაზე ცნობილ და ძლევამოსილ დინასტიას სამეფოს ისტორიაში. სწორედ ამ დინასტიის ადრეულმა წარმომადგენლებმა მიიღეს პირველად [[ბასილევსი|ბასილევსის]] ტიტული. ასევე ბოსფორის ყველა ქალაქის [[არქონტი]]-ს ტიტული და ადგილობრივი ტომების მეფის ტიტულები [[სინდები|სინდების]], [[სკვითები|სკვითების]] და [[მეოტები|მეოტების]] მეფე. არქეოლოგიურად აღმოჩენილი მატერიალური(მონეტები, ტექსტები, წარწერები ძეგლებსა და სამარხებში) არ გვაწვდის სრულ ინფორმაციას რეგიონის მმართველების სრული და ზუსტი ქრონოლოგიისთვის.
[[ფაილი:Phiale de Tmutarakan.jpg|მარცხნივ|მინი|ბოსფორული ოქროს ფიალა. ძვ,წ, IV საუკუნე]]
 
[[ფაილი:Greek colonies of the Northern Euxine Sea (Black Sea).svg|მინი|280x280პქ|ბერძნული კოლონიები [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროებზე. ]]
სატირუსმა (ძვ.წ. 431-387წწ), სპარტოკის მემკვიდრემ, გააფართოვა დინასტიის გავლენა რეგიონში. ბრძოლით დაიკავა ქალაქი ნიმფეონი, ალყა შემოარტყა თეოდოსიას, რომელიც რეგიონში მეორე იყო სიმდიდრით და ქონდა ყველაზე ხელსაყრელი მდებარეობის მქონე პორტი რეგიონში. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით მისი აკვატორია მთელი წლის განმავლობაში არ იყინებოდა. სატირუსმა დაამარცხა სკვითები და აჯანყებული სინდები. გააფართოვა ვაჭრობა საბერძნეთის მსხვილ მეტროპოლიებთან, თუმცა თეოდოსიის აღებას ვერ მოესწრო.
 
სატირუსის ვაჟმა [[ლეუკონ I]] -მა (ძვ,წ, 387-347წწ) დაასრულა მამის დაწყებული საქმე და ხანგრძლივი ალყის შემდეგ დაიკავა ქალაქი [[ფეოდოსია|თეოდოსია]]. გაიმყარა პოზიციები ყირიმში. დაიკავა დასავლეთ ყირიმი და ტამანის დაპყრობის შემდეგ დაიწყო სამხედრო ექსპედიციები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე, ლეუკონის დროს სამეფომ მაღწია თავისი ადრეული პერიოდის განვითარების პიკს. სიმდიდრისა და კეთილდღეობის მწვერვალს. ამ დროს მოიჭრა პირველად ბოსფორული ვერცხლის მონეტები სამეფო ინიციალებით. ლეუკონი ითვლება ბოსფორის სამეგოს აპრტოკიდების დინასტიის უდიდეს მმართველად.
[[ფაილი:Atuell en forma d'Afrodita en una petxina, Àtica, necròpolis de Fanagoria, pinínsula de Taman. Primer quart del segle IV aC, ceràmica.JPG|მინი|308x308პქ|ქალღმერთ [[აფროდიტე|აფროდიტეს]] ბიუსტი. ათენური სტილი. აღმოჩენილია ფანაგორიაში, [[ტამანის ნახევარკუნძული|ტამანის ნახევარკუნძულზე]]. ძვ,წ, IV საუკუნე. დაცულია [[ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი)|ერმიტაჟიში]],]]
 
ლეუკონის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ლეუკონის უფროსმა ვაჟმა სპარტოკ II-მ დაიკავა, თუმცა იგი 342 წელს გარდაიცვალა და ტახტზე ავიდია მისი უმცროსი ძმა პერსიდესი, რომელმაც იმეფა ძვ.წ. 310 წლამდე, პერსიდესის მმართველობის პერიოდში დადგა [[ელინიზმი|ელინისტური ეპოქა]], რამაც ძირფესვიანად შეცვალა რეგიონის კულტურული და ეკონომიკური ასპექტები. შავი ზღვის ქალაქები და სახელმწიფოები განიცდიდნენ ეკონომიკურ კრიზისს, რაც აისახა ბოსფორის სამეფოზეც, ამ პერიოდში იწყება ხორბლის დეფიციტიც, რაც ძირითადად გამოწვეული უნდა ყოფილიყო ბოსფორში მიმდინარე კრიზისით. სამეფოში შექმნილ კრიზისს ცხადყოფს ასევე სამოქალაქო ომი, რომელიც დაიწყო მეფე პერსიდესის გარდაცვალებისთანავე. პერსიდესის ორმა ვაჟმა ევმელიუსმა და სატირუსმა ტახტისთვის სამოქალაქო ომი წამოიწყეს. საბოლოოდ ევმელიუსმა მოიშველია სარმატული კავალერია მეფე არიფარნესის მეთაურობით, რითაც რიცხობრივი უპირატესობა მოპოვა ძმაზე, თუმცა მდინარე თეტისთან გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში უპირატესობა ვერ მოიპოვა და დამარცხდა. ევმელიუსი გარდაუვალ სიკვდილს გადარჩა, რადგან სატირუსი ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა და მიუხედავად დამარცხებისა ტახტზე ევმელიუსი ავიდა.
[[ფაილი:Kerch Pantikapaeum.jpg|მარცხნივ|მინი|240x240პქ|[[ქერჩი|პანტიკაპეონის]] ნანგრევები. [[ქერჩი]], [[უკრაინა]]]]
 
ევმელიუსის მემკვიდრე იყო სპარტოკ III (ძვ,წ, 303-284წწ), ხოლო მის შემდეგ პერსიდეს II (ძვ.წ. 284-245წწ) გამეფდა. მათი მმართველობის პერიოდში ბოსფორი ინარჩუნებს მოპოვებულ გავლენას და სიმდიდრეს რეგიონში., მათი მმართველობის პერიოდის შემდეგ კი იწყება მომთაბარე ტომების მომძლავრება და დინასტიის ძალაუფლების დაცემა. მონათმფლობელი ზედაფენა, რომელიც განუზომელ სიმდიდრეს ფლობდა აღმოჩნდა მეთემეთა აჯანყებების ზღვარზე. სამეფოში დაიწყო სოციალური კრიზისიუკანასკნელი მეფეების პერდში მომძლავრებულმა სკვითებმა, მეოტტებმა და აზოვის განაპირა ტომებმა ნელ-ნელა შეავიწროვეს ბოსფორის სამეფო, სპარტოკიდების დინასტიის უკანასკნელი მმართველი პერსიდეს V (ძვ.წ. 125-108წწ) დაუკავშირდა პონტოს მეფე [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე VI ევპატორს]] და სთხოვა ნომადურ ტომებთან ბრძლაში დახმარება, რადგან ისინი უკვე მთავარ ქალაქებს ესხმოდნენ თავს. მითრიდატემ ბოსფორში გაგზავნა გენერალი დიოფანტე, რომელიც ჩავიდა პანტიკაპეონში და პერსიდესს ტახტის დათმობა მოსთხოვა მითრიდატეს სასარგებლოდ. უკიდურეს რიზისში ჩავარდნილი ბოსფორის ელიტარული წრეების ხელშეუხებლობის გაანტიითდათანხმდნენ ძალაუფლების გადაცემაზე, რამაც აღაშფოთა ადგილობრივი სკვითი მეთაურები. მათმა ბელადმა სავმაკმა პერსიდესის და მისი მომხრე დიდებულების წინააღმდეგ წამოიწყო [[სავმაკის აჯანყება|აჯანყება]]. სავმაკმა დაიპყრო ქალაქი პანტიკაპეონი და თავი ბოსფორის ახალ მეფედ გამოაცხადა ძვ,წ, 108 წელს პერსიდესი გაიქცა და ამით დასრულდა ბოსფროში სპარტოკიდების დინასტიის მმართველობა.
 
Line 39 ⟶ 40:
 
=== მითრიდატიდები ===
[[ფაილი:PonticKingdom.png|მინი|280x280პქ|[[პონტოს სამეფო]] ძლიერების ზენიტში. მეფე [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე VI ევპატორის]] მმართველობის დასაწყისში. ]]
სავმაკის აჯანყების შემდეგ მითრიდატე VI-მ ხანგრძლივი მზადება დაიწყო ყირიმის სამხედრო გზით დასაპყრობად. ძვ,წ, 108 წელს მან გაგზავნა დიდი დამსჯელი ექსპედიცია, დიოფანტეს მეთაურობით, მათ დაიკავეს ფეოდოსია, [[პანტიკაპეონი]]. აჯანყება ჩაახშეს, სავმაკი დაატყვევეს, ხოლო ბოსფორის სახელმწიფო მითრიდატე VI-ის ძალაუფლების ქვეშ მოექცა.
[[ფაილი:Grave stele 03 pushkin.jpg|მარცხნივ|მინი|მარმარილოს სტელა. აღმოჩენილია [[ტამანის ნახევარკუნძული|ტამანის ნახევარკუნძულზე]]. ელინური კულტურისთვის დამახასიათებელი მეომრები ბოსფორის ამეფოდან. ძვ.წ. IV საუკუნე. ]]
 
მითრიდატეს მმართველობის პერიოდში ყირიმში სტაბილურობა აღსდგა, მან სკითებთან სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო და ყირიმის სამხედრო ელიტის ძირითადი ნაწილი სწორედ მათი ბელადებით დააკომპლექტა, ასევე შეამჩინა მონათმფლობელთა გავლენა რეგიონში, დაიბრუნა ქალაქი ტანაისი და ასეთივე სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო აზოვის ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ტომების ბელადებთან, მათ შორის ყვლაზე ცნობილია [[ოლთაკე]], რომელიც შემდგომში კოლხეთის სატრაპიც გახდა,
 
Line 46 ⟶ 48:
 
[[რომის იმპერია|რომთან]] დამარცხებული მითრიდატე ძვ.წ. 66 წელს მცირე მხედრობით, ჯერ [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთში]] გადავიდა, სადაც ქალაქ [[დიოსკურია|დიოსკურიაში]] საკუთარ რეზიდენციაში გამოიზამთრა, ხოლო აქედან კოლხეთ-მეოტიდას გზით გადავიდა პანტიკაპეონში, სადაც ისევ შეუდგა მზადებას რომზე კიდევ ერთი თავდასხმის განსახორციელებლად. ყირიმის მმართველს [[მაქარესი|მაქარესს]] არ სურდა მამის დახმარება და რომთან ახალი ომის წამოწყება, რის გამოც მითრიდატემ მოკლა შვილი და თვითონ გახდა ყირიმის ერთპიროვნული მმართველი. ამის შემდეგ გააძლიერა სამხედრო მზადება და მოიხმო მოკავშირე მომთაბარე ტომების ბელადები, ასევე დაიწყო ადგილობრივი სამხედრო გაწვევა, ძვ,წ, 63 წელს მითრიდატეს უფროსმა ვაჟმა ფარნაკემ რომაელთა დახმარებით მითრიდატეს წინააღმდეგ მოასწყო აჯანყება. მან მოულოდნელი თავდასხმით მარტივად დაამარცხა სამზადისში მყოფი მამის სამხედრო ძალები. მითრიდატე პანტიკაპეონს შეეფარა, დამარცხებისთვის განწირულმა მეფემ თავი მოიკლა. ერთ ერთი ვერსიით მითრიდატე ბოსფორის მეფეთა ყორღანშია დარკძალული.
[[ფაილი:Танаис, археологический музей-заповедник-6.jpg|მინი|280x280პქ|[[ტანაისი|ტანაისის ნაქალაქარი]]. [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] სანაპიროზე. ]]
 
რომაელთა მხარდაჭერით ტახტზე ასული ფარნაკე რომის მეგოვარი და მოკავშირე ქვეყნის სტატუსით დაჯდა ბოსფორის ტახტზე. ამ პერიოდიდან რეგიონი საბოლოოდ ხდება რომაელთა პოლიტიკური ინტერესის საგანი. ფარნაკე II (ძვ.წ. 63-47წწ) მალე განუდგა პომპეუსს. იულიუს კეისრის სამოქალაქო ომისას სცადა მამისეული სამფლბელოების დაბრუნება და ყირიმიდან უზარმაზარი ნომადური არმიით დაიძრა სამხრეთისკენ. გაანადგურა კოლხეთის რომაული პროვინცია და მოკლა მისი მმართველი [[არისტარქე]]. შემდეგ კი შეიჭრა პონტოში, თუმცა [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისარმა]] ელვისებური დარტყმით გაანადგურა ფარნაკეს არმია პონტოში, ზილესთან. საიდანაც ფარნაკემ გაქცევით უშველა თავს. კეისარი დაუკავშირდა ფარნაკეს უახლოეს მეგობარს და ბოსფორის გუბერნატორს [[ასანდრე]]-ს, რომელიც აუჯანყდა ფარნაკეს და მოკლა იგი. ამის შემდეგ ტახტზე ავიდა ასანდრე,(ძვ.წ. 47-17წწ) რომელმაც ცოლად შეირთო ფარნაკეს ასული [[დინამია]], რომელიც ცნობილი იყო თავისი სილამაზით, პოლიტიკური გამჭრიახობით და ხასიათის სიმტკიცით. კეისრის მმართველობის პერიოდში ასანდრე და დინამიას თანამმართველობისას შეიქმნა ბოსფორ-კოლხეთის სამეფო. ამ ორი რეგიონის ერთიან პოლიტიკურ სივრცეში გაერთიანება განპირობებული იყო არამარტო პოლიტიკური ნებით, არამედ ამ ორ რეგიონს შორის ადრეული პერიოდიდან არსებული მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირებით. დინამიამ მიიღო ბოსფორისა და კოლხეთის დედოფლის ტიტული. ასანდრეს გარდაცვალების შემდეგ დინამია ძალით შერთეს ცოლად რომაელ უზურპატორს სკრიბონს, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ძვ.წ. 16 წელს იგი ცოლად გაყვა მაღალი წარმომავლობის რომაელ დიდგვაროვანს [[პოლემონ I]]-ს, რომელიც ოქტავიანეს რეფორმის წყალობით იყო ერთდროულად [[ყირიმი|ყირიმის]], [[პონტოს სამეფო|პონტოს]], [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთის]] და [[კილიკია|კილიკიის]] მეფე. იგივე სამეფოების დედოფლის ტიტულები მიიღო დინამიამ ,რომელიც რეალურად მართავდა ამ პროვინციებს. პოლემონის გარდაცვალების შემდეგ (ძვ.წ. 8წ.) დინამია სიკვდილამდე (ახ.წ. 8წ) მართავდა ამ სამეფოებს. მას მეტსახელად უწოდეს Philoromaios - რომის მეგობარი. დინამიას სიკვდილით დასრულდა მითრიდატიდების მმართველობა ყირიმში.
 
Line 52 ⟶ 54:
 
== ურთიერთობები კოლხეთთან ==
[[ფაილი:Odessa numismatic museum photo 04.jpg|მინი|სავრომაკ II-ის მიერ მოჭრილი ბოსფორული მონეტა. ახ.წ. 172-211წწ. ]]
ბოსფორის სახელმწიფოს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთთან]]. პანტიკაპეონის, [[ნიმფეონი|ნიმფეონის]], [[მირმეკიონი|მირმეკიონის]], [[ტირიტაკე|ტირიტაკეს]] გათხრებისას მრავლადაა ნაპოვნი [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI]]-[[ძვ. წ. IV საუკუნე|IV საუკუნეების]] კოლხური კერამიკის ფრაგმენტები, კოლხური ვერცხლის მონეტები ([[კოლხური თეთრი]]), აგრეთვე თიხის ჭრაქი, რომელზეც ამოკაწრულია სახელი „კოლხოს“. მეორე მხრით, კოლხეთში ნაპოვნია ბოსფორული ამფორები და ქალქების პანტიკაპეონისა და ნიმფეონის მონეტები. რგიონებს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გამოვლინებაა ასევე ძვ.წ. 44 წელს შექმნილი პონტოს, ყირიმის და კოლხეთის ერთიანი სამეფო, რომელსაც მართავდა დედოფალი დინამია ძვ.წ. 47-ახ.წ. 8 წწ-ში).