თევზები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება}}
{{ტაქსონების ჯგუფი
{{ტაქსოდაფა/ვიკიმონაცემები|qid=Q152}}
| სახელი = თევზები
| სამეფო = ცხოველები
| სურათის ფაილი = Fish-coll002.jpg
| სურათის აღწერა =
| აღწერა = ცხოველთა პარაფილური ჯგუფი
| სახელის სტატუსი =
| ლათ = {{Btname|Pisces|([[Linnaeus]], [[1758]])}}
| მშობლიური ტაქსონი = [[ყბიანები]]
| რანგი = კ
| სია = * [[სხივფარფლიანი თევზები]]
* [[მტევანფარფლიანები]]
* [[ხრტილიანი თევზები]]
| არეალის რუკა =
| არეალის რუკის წარწერა =
| არეალის რუკის სიგანე =
| არეალის ლეგენდა =
| ვიკისახეობები = Fish
| ვიკისაწყობი = Pisces
| ვიქსიკონი =
}}
'''თევზები''' — წყლის [[ხერხემლიანები|ხერხემლიანი]] [[ცხოველები]], რომლებსაც არ აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო [[ვეშაპისებრი ზვიგენი]]სა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებური სხეული აქვს, ზოგს — გვერდებიდან ([[კამბალა]]) ან ზურგ-მუცლისაკენ ([[სკაროსი]]) გაბრტყელებული, გველივით ([[გველთევზა]]) წაგრძელებული ან ნემსივით ([[ზღვის ნემსთევზა]]) წაწვრილებული, ზოგი ბურთისებური ([[ზღარბთევზა]]) ან თასმისებურია ([[ქაშაყთმეფე]]).
 
თევზების სხეული სიმეტრიულია, გარდა კამბალასი, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეს აქვს. სხეული დაფარულია [[ქერცლი]]თ. ზღარბთევზას სხეული შემოსილია გრძელი ქიცვებით, ზუთხისნაირთა სხეულზე 5 მწკრივადაა განლაგებული ძვლოვანი ბალთები. [[ლოქო]]სა და სხვათა სხეული ტიტველია. თევზების [[კანი]] დიდი რაოდენობით შეიცავს [[ლორწო]]ს გამომყოფ ერთუჯრედიან ჯირკვლებს. ღრმა ზღვის თევზების უმრავლესობას მანათობელი ორგანოები აქვს. თევზების შეფერილობა კანის ნაირგვარ პიგმენტებზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, მათი ზურგის მხარე უფრო მუქია, ვიდრე მუცლისა.
 
თევზების კუნთოვანი სისტემა საკმაოდ დიფერენცირებულია და მასთან დაკავშირებულია ზოგი თევზების ელექტრული ორგანოები, ხოლო უმრავლესობას - ძვლოვანი. ზვიგენების უმეტესებას და ზუთხისებრ თევზებს დაუნაწევრებელი ქორდა აქვთ.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თევზები“-დან