გლობალური დათბობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.102.226-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 2:
'''გლობალური დათბობა''' — [[დედამიწა|დედამიწის]] [[ატმოსფერო]]ს მიწისპირა ფენის და [[მსოფლიო ოკეანე|მსოფლიო ოკეანის]] საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.
 
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. [[კლიმატის ცვლილების კონვენცია|კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის]] (IPCC) დასკვნით "დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) [[სათბურის აირები]]ს კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს [[სათბურის ეფექტი]], რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალიხელახალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.
 
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა გამოიწვევს [[ზღვის დონე|ზღვის დონის]] აწევას. გაიზრდება [[კატასტროფა|კატასტროფული]] [[კლიმატი|კლიმატური]] მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება [[ატმოსფერული ნალექები|ნალექების]] რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება [[მყინვარი|მყინვარები]], გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება [[დაავადება]]თა რიცხვი.