პეტრე ოცხელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ოცხელი, პეტრე''' გრიგოლის ძე (* [[25 სექტემბერი]], [[8 ოქტომბერი]], [[1907]], [[ქუთაისი]] ― † [[1937]]), ქართველი საბჭოთა ეპოქის თეატრის მხატვარი. [[1920]]-იდან ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სწავლის პარალელურად მეცადინეობდა სასწავლებელთან არსებულ მცირე სახელოსნო-სტუდიაში, [[1927]]-[[1928]] სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. [[1927]] ოცხელმა თბილისის მუშათა თეატრში გააფორმა [[ლუნაჩარსკი, ანატოლი | ა.ლუნაჩარსკის]] "ცეცხლის გამჩაღებლები". [[1928]] [[მარჯანიშვილი, კონსტანტინე | კ. მარჯამიშვილმა]] იგი ქუთაისის ქართული დრამის სახელმწიფო თეატრში მიიწვია, სადაც ოცხელმა გააფორმა [[დადიანი, შალვა | შ. დადიანის]] "კაკალ გულში" ([[1928]]) და [[გუცკოვი, კარლ | კ. გუცკოვის]] "ურიელ აკოსტა" ([[1929]]). ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მხატვარმა თავისი ნიჭისა და მხატვრული ხედვის წყალობით შექმნა განზოგადების ძალის მქონე მოცულობითი ესკიზები. [[1930]]-იან წლებში მხატვარმა გააფორმა [[შელი, პერსი ბიშ | პ. ბ. შელის]] "ბეატრიჩე ჩენჩი" ([[1930]]), [[პოგოდინი, ნიკოლოზ | ნ. პოგოდინის]] "ფოლადის პოემა" ([[1931]]), [[კალაძე, კარლო | კ. კალაძის]] "ხატიჯე" ([[1930]]),[[ ბააზოვი, გერცელ | გ. ბააზოვის]] "მუნჯები ალაპარაკდნენ" ([[1932]]), [[შექსპირი |, უილიამ | უ. შექსპირის]] "ოტელო" ([[1933]], ყველა ქუთაისის ქართული დრამის თეატრი). ამ ნამუშევრებში გამოჩნდა ოცხელის დახვეწილი გემოვნება, კოლორიტის ფაქიზი გრძნობა, პოეტურობა, სცენის სივრცის აღქმის უტყუარი ალღო, ეპოქისა და ნაწარმოების შინაგანი არსის ღრმა წცდომის უნარი. [[1931]] კ. მარჯანიშვილმა [[მოსკოვი | მოსკოვის]] კორშის თეატრში დადგა [[ იბსენი, ჰენრიკ | ჰ. იბსენის]] "მშენებელი სოლნესი". სპექტაკლის გასაფორმებლად რეჟისორმა ოცხელი მიიწვია. სპექტაკლის მხატვრობას უდიდესი წარმატება ხვდა. [[1936]]-[[1937]] ოცხელმა მოსკოვის მცირე თეატრში გააფორმა [[შილერი, ფრიდრიხ | ფ. შილერის]] "ვერაგობა და სიყვარული" და [[გუსევი, ვიქტორ | ვ. გუსევის]] "დიდება", ამავე თეატრის ფილიალში - [[ვეგა, კარპიო |ლოპე დე ვეგას]] "ცხვრის წყარო". [[1939]] [[ლონდონი | ლონდონში]] თეატრის მხატვართა გამოფენაზე ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. [[1937]] [[სტანისლავსკი, კონსტანტინე | კ. სტანისლავსკის]] მიერ მოწყობილ [[ვერდი, ჯუზეპე | ჯ. ვერდის]] "რიგოლეტოს" დადგმის კონკურსზე ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა. ოცხელმა მხოლოდ 9 სეზონი იმუშავა თეატრში, მაგრამ მოკლე დროში შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს ქართული თეატრის მკაფიოდ თავისებური სახის შექმნაში.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_ოცხელი“-დან