საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991): განსხვავება გადახედვებს შორის

 
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „[[საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი]]“, ხოლო 29 სექტემბერს აფხაზეთში ჩატარდა [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები (1991)|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს რიგით პირველი არჩევნები]]. კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ [[კომუნისტური პარტია|კომუნისტური პარტიისა]] და [[აფხაზეთის სახალხო ფრონტი]]ს ლიდერები — [[ვლადისლავ არძინბა]], [[სერგეი ბაღაფში]], [[სერგეი შამბა]] და სხვები, რომლებმაც პირველივე ტურში მოიპოვეს გამარჯვება. აღნიშნული პოლიტიკური ძალების (შემდგომში — სეპარატისული ლიდერების) მიერ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულის, კერძოდ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობით მოხდა, მათ მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების პირდაპირი აღიარება, რაც კიდევ ერთი დასტურია, [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] [[დე იურე|დე იურობისა]].
 
== იხილეთ აგრეთვე ==