საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991): განსხვავება გადახედვებს შორის

 
==პოლიტიკური მნიშვნელობა==
1991 წლის 31 მარტის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს ხმების დათვლის შემდეგ [[ზვიად გამსახურდია]]მ გამოაცხადა [[საქართველოს რესპუბლიკა|საქართველოს რესპუბლიკის]] დამოუკიდებლობა. იმავე, წლისხოლო 29 სექტემბერს აფხაზეთში ჩატარდა [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები (1991)|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს რიგით პირველი არჩევნები]]. კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ [[კომუნისტური პარტია|კომუნისტური პარტიისა]] და [[აფხაზეთის სახალხო ფრონტი]]ს ლიდერები — [[ვლადისლავ არძინბა]], [[სერგეი ბაღაფში]], [[სერგეი შამბა]] და სხვები, რომლებმაც პირველივე ტურში მოიპოვეს გამარჯვება.