საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
რეფერენდუმი ჩატარდა [[1991]] წლის [[31 მარტი|31 მარტს]] მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო [[სამხრეთ ოსეთი]]ს ყოფილი ოლქისა და [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] მოსახლეობამაც. [[რეფერენდუმი|რეფერენდუმში]] მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის [[9 აპრილი|9 აპრილს]], საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
 
==შედეგები==
==შედეგი==
{| class=wikitable style=text-align:right
!გადაწყვეტილება
ხაზი 43:
[[ტყვარჩელი|ტყვარჩელში]] ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ამიტომ ტყვარჩელის ამომრჩევლებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში [[ოჩამჩირე|ქ. ოჩამჩირის]] წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, სადაც მისული ამომრჩევლები შეიტანეს ცალკე სიაში და კენჭისყრისთვის გამოყენებული იყო ცალკე ყუთი. სიაში შეიყვანეს 1017 ამომრჩეველი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 1016-მა ამომრჩეველმა. უარყოფითი მხოლოდ ერთმა. ტყვარჩელის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებული იქნა 1990 წლის მარტის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა — 12975.
 
[[ვლადისლავ არძინბა]] თავის წიგნში „Моя жизнь“, რომელშიც გვერდს არ უვლის არცერთ მოვლენას და ტეტალურადდეტალურად აღწერს მათ, 31 მარტის რეფერენდუმზე იფარგლება მხოლოდ ერთი წინადადებით: „რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს, რომელშიც აფხაზეთს მონაწილეობა არ მიუღია, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართვლომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა“<ref>Ардзинба В. «Моя жизнь» - Воспоминания, Сух., 2018. ст., 163</ref>.
 
'''ქალაქ [[ცხინვალი|ცხინვალში]], [[ყორნისის რაიონი|ყორნისისა]] და [[ჯავის რაიონი|ჯავის რაიონებში]]''' რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ამომრჩეველთა რაოდენობად აღებულ იქნა 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა: ყორნისის რაიონში – 6786, ჯავის რაიონში – 6526, ჯავის რაიონის 474 ამომრჩეველმა ხმა მისცა საჩხერეში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას, ამიტომ ზემოთ აღნიშნული რიცხვი 474-ით შემცირდა. ქ. ცხინვალში იმ დროისთვის აღწერილი იყო 26594 ამომრჩეველი. იმის გათვალისწინებით, რომ 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ცხინვალში ქართველთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის 16,1% იყო, ხოლო ამჟამად დატოვეს ქალაქი და შეხიზნულები არიან სხვაგან, ყ. ცხინვალში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებულ იქნა 22312.
ხაზი 56:
 
საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩხერის ტერიტორიული საარჩევნო კომისია გაცნობებთ, რომ 1991 წლის 31 მარტის საჩხერის რაიონის სოფელ პერევისის საარჩევნო უბანში რეფერენდუმში ხმა მისცეს ჯავის რაიონის სოფელ ქარზმანიდან 235-მა, ტბეთიდან – 16-მა, ხოლო ხახიეთიდან, თედენეთიდან, სინაგურიდან. ჯავაბეთიდან 198-მა ამომრჩეველმა. აქედან ყველა ხმა დადებითი აღმოჩნდა.
 
==პოლიტიკური მნიშვნელობა==
1991 წლის 31 მარტის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს ხმების დათვლის შემდეგ [[ზვიად გამსახურდია]]მ გამოაცხადა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==