ნიკიტა თალაკვაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

1916 წლიდან იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი. [[1917]] წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ნიკიტა განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოს ეკლესიის [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] აღდგენის საქმეში. 1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ [[ნოე ჟორდანია]], [[ალექსანდრე ლომთათიძე]], სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი [[ანტონი (გიორგაძე)]]. კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]] გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 1917 წლის 8 სექტემბრის [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება|საეკლესიო კრებაზე]] იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლადაღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. თავად თალაკვაძეც კირიონს უჭერდა მხარს. 1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა [[საქართველოს საკათალიკოსო საბჭო|საკათოლიკოსო საბჭოს]] წევრი იყო. 1918 წლის ივნისში კირიონ II მარტყოფში მოკლული იპოვნეს. დეკანოზმა ნიკიტამ ძალიან განიცადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის მკველობა. დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მან სიტყვა წარმოთქვა. [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე ადგილობრივი კრება|მეორე საეკლესიო კრებაზე]] თალაკვაძემ გააპროტესტა კათოლიკოს-პატრიარქად [[ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)|ლეონიდეს]] დამტკიცება არჩევნების გარეშე. ამის შემდეგ იყო დაპირისპირებული ლეონიდესთან და საკათალიკოსო საბჭოსთან. 1920 წლის 2 იანვარს დაითხოვეს საკათილიკოსო საბჭოდან.
 
1920 წლის 15 იანვრიდან მეოცე ტექნიკუმში (ქალთა მესამე გიმნაზიაში) ასწავლიდა საქართველოს ისტორიას და ქართულ ენასა და ლიტერატურას. 1922 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია. ხელისუფლება დღითიდღე ავიწროებდა თალაკვაძეს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა. 1924 წელსწლის დეკანოზიივლისში ნიკიტადეკანოზმა აიძულეს,ნიკიტამ დაეტოვებინადატოვა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ — კულტურის სამინისტროში. მას და მის მეუღლეს შვილები არჩენდნენ. 1929 წელს დააპატიმრეს მისი შვილი გერმანი ბათუმში. გარდაიცვალა 1933 წლის 8 დეკემბერს, დაკრძალულია [[ვერის სასაფლაო]]ზე. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ.
 
==ლიტერატურა==