უჯარმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
თარგი:subst:ფაქტიჩათი შეცვლა
No edit summary
ხაზი 49:
|კატეგორია ვიკისაწყობში = Ujarma
}}
'''უჯარმა''' — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი|საგარეჯოს მუნიციპალიტეტში]], [[გარე კახეთი|გარე კახეთში]].

==გეოგრაფია==
მდებარეობს [[მდინარეგარეკახეთი|გარეკახეთში]], მდინარე [[იორი|ივრის]] მარჯვენა ნაპირზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 770 [[მეტრი]]. [[საგარეჯო]]დან 22 [[კილომეტრი]]. უჯარმა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოშიკმ, საქართველოს დედაქალაქ [[თბილისი]]დან აღმოსავლეთით 36 კმ.-ის დაშორებით. უჯარმას ჩრდილოეთით ესაზღვრება გომბორისა და იალნოს ქედები, დასავლეთით ქ. თბილისი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი მიუყვება მდინარე [[იორი|იორს]]. სოფელი უჯარმა წარმოადგენს [[ერწო-თიანეთი]]ს სამხრეთის ბუნებრივ კარს.
 
==დემოგრაფია==
Line 66 ⟶ 69:
{{მთავარი|უჯარმის ციხე}}
[[სურათი:Ujarma 2.jpg|thumb|უჯარმის, ანუ „ჯვარპატიოსნის“ ციხე|left|250px]]
სოფლის ჩრდილოეთით 5 კილომეტრის დაშორებით, გზიდან მარჯვნივ მდებარე კლდოვან ქედზე დგას ციხე-ქალაქ „ჯვარპატიოსნის“ ნანგრევები {{ფაქტი| თავად პირველი ციხე და საფორტიფიკაციო ნაგებობა აშენებულია ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში, მეფე საურმაგის დროს|31|01|2020}} . ვახტანგმა ციხეს დაუმატა წმ. რაჟდენის სახელობის მცირე ეკლესია (მთავარ სიმაგრეში); ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით გააშენა ექვსკოშკიანი ოთკუთხედი ფორმის 5-7 მეტრის სიმაღლის კედლების მქონე სიმაგრე, რომლის უდიდესი ნაწილი 40 გრადუსიან დახრილ ფერდობზე მოდის. ეს ნაგებობა მთის თხემიდან ივრის პირამდე ეშვება და დღესაც კარგადაა შემონახული, ბოლო ორი კოშკის გარდა, რომელიც წყალთაქცევამ ნაწილობრივ მოშალა და დააზიანა. {{ფაქტი|ციხემ ქალაქის ფუნქციების შეთავსება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო|31|01|2020}} . ციხე არ მდებარეობს არამედ იგი ძევს საგურამოს ქედის (ეს ქედი მთავრდება ბაკურციხეში) ძირში, რომელიც ბუნებრივად გაწყვეტილია ივრის ხეობით. {{ფაქტი| სწორედ ამ ბუნებრივი გასასვლეის ჩასაკეტად იქნა აგებული ამ ადგილას ეს სიმაგრე, გორგასლამდე ექვსი-შვიდი საუკუნით ადრე|31|01|2020}} . ციხეს დასავლეთიდან ესაზღვრება იალნოს მთა, ხოლო ივრის მეორე ნაპირიდან გომბორის ქედის ბუნებრივი გაგრძელებაა. ციხის მარჯვნივ „რკინის მთა“ მდებარეობს. სწორედ ამ მთის ძირში, ზამთარში, ტახებზე ნადირობისას „მოაპარინა“ ჩუხჩებს ურჩი კახთა მეფე აღსართანი დავით აღმაშენებელმა. {{ფაქტი|ციხე აქტიური თავდაცვითი ჯაჭვის რგოლი იყო IX საუკუნემდე, არაბების მიერ მის დანგრევამდე|31|01|2020}} .
 
{{ფაქტი|ნიშანდობლივია, რომ უჯარმასთან გორგასლის მეთაურობით ქართველობამ ირანელთა (ირანის შაჰი ავდაკის, მისი შვილი ბართამის) წინააღმდეგ გამართა ის ერთადერთი ბრძოლა, რომელში მონაწილე მეომართა რაოდენობა მრავალჯერ აჭარბებს ქართველების მიერ გადახდილ ნებისმიერ ბრძოლას (დაახლოებით 800-900 000 კაცი ორივე მხრიდან), მათ შორის დიდგორსაც, ბასიანსაც და შამქორსაც|31|01|2020}} . მეცნიერები დღესაც ვერ არკვევნ, თუ კონკრეტულად უჯარმის შემოგარენის რა ნაწილებში განთავსდა ამდენი ხალხი. სავარაუდო ადგილად მიჩნეულია სოფლის განაპირა „ქვრივის ტყე“ და ვრცელი ველი, ე.წ. „ლამუანი“ (იგივე „ბაკი“, ანუ „ლამოვანი“), აგრეთვე ივრის განიერი, ხუთასი-რვაასი მეტრის სიგანის და დაახლოებით კილომეტრნახევარი სიგრძის ჭალა დღევანდელი უჯარმიდან ვიდრე იმ ადგილამდე, სადაც სეზონური მდინარე „ლაფიანთხევი“ უერთდება იორს და სადაც მოგვიანებით „მარიამის“, ანუ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი იქნა აშენებული. {{ფაქტი|ეს ადგილი ერთადერთი ბუნებრივი გასავალი იყო ერწო თიანეთზე (დღევანდელი გზა სამხედრო დანიშნულებისაა და იგი რუსებმა გაიყვანეს XIX საუკუნეში) და მას უჯარმის ციხის განაპირა კოშკის მეციხოვნენი აკონტროლებდნენ|31|01|2020}} . ციხე სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კახელ თავადებსა თუ წარჩინებულებს ეკუთვნოდათ. {{ფაქტი|მათი ბოლო მფლობელები ახმეტის ბატონები, ჩოლოყაშვილები იყვნენ|31|01|2020}} .
 
== საინტერესო ცნობები ==
საინტერესოა ორი ისტორია თუ თქმულება, რომელთაგან ერთი უკავშირდება გორგასლის სიკვდილის ვერსიას, ხოლო მეორე — ჯვარპატიოსნის საგანძურის გატანას. უჯარმაში ამბობენ, რომ ასეც მოხდა. დღესაც ამ ვერსიის სჯერათ და მიაჩნიათ, რომ ვახტანგი ბრძოლაში უკვე დაჭრილი გავიდა. ჯვარპატიოსნობა, როგორც სახალხო დღესასწაული და დღეობა აღინიშნება ახალი სტილით 20 მაისს.
 
მეორე თქმულება უკავშირდება ჯვრპატიოსნის საგანძურს. ხალხი ჰყვება, რომ XIX საუკუნის შუა წლებში ნადირობისას ერთი მონადირის (რუსი ოფიცრის) ძაღლს მელამ სოროში შეასწრო. ეს ადგილი საავტომობილო გზაზე, ჯვარპატიოსანთან არ მისული 50-60 მეტრის მანძილზეა, დღევანდელ გზის მარცხენა ბექობზე. ძაღლი არ შეეშვა და სოროს შესასვლელს ყეფით თხრა დაუწყო. მონადირეც მივიდა იმ ადგილას და ძაღლს გაქეზება დაუწყო. ცოტა ხანში ძაღლმა ჯერ ერთი ოქრო ამოაგდო მიწიდან, შემდეგ კიდევ ერთი. მონადირემ ძაღლი დააბა და თავად დაიწყო თხრა. მალე განძით სავსე სათავსოები აღმოაჩინა. რუსი დაბრუნდა მუხროვანში (სადაც დღესაც სამხედრო ნაწილია) და ეს ამბავი პრისტავს შეატყობინა. {{ფაქტი| ხალხი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა გზა ორი დღით გადაკეტეს და არვის არ ატარებდნენ, ხოლო შემდეგ მუხროვანისა თუ თბილისის მიმართულებით უჯარმაზე გაძლიერებული სამხედრო ბადრაგის თანხლებით ცხრა დახურული „პოვოზკა“ გაატარეს, რომლებიც აშკარად რაღაცით იყო დატვირთული|31|01|2020}} .
{{ფაქტი|უჯარმელების ზეპირსიტყვაობაში შემონახულია ვახტანგის სიკვდილის შემდეგი ვერსია: ვახტანგის მეუღლე შეფარვით ერთ-ერთ წარჩინებულ ირანელ სამხედრო მთავარს ჰყვარობდა, რომელიც ავდაკს თან ახლდა. ომის წინა დღეს მან საიდუმლო შიკრიკი გაგზავნა ირანელთა ბანაკში და შემდეგი ამბავი დაუბარა:
აი ამას გადასცემენ უჯარმელები თაობიდან თაობას, თუმცა პირველი თქმულება ნაკლებად სავარაუდოდ უნდა მივიჩნიოთ, რამდენადაც IX საუკუნეში არაბმა აბულ ყასიმმა აიღო და დაანგრია ჭერემის, უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები, ხოლო ხალხი ივრის ხეობაში ერთიანად გაჟლიტა, ან ტყვედ წაასხა. ამდენად ამ ამბის მომყოლიც კი ცოცხალი არ უნდა დარჩენილიყო. ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ დღევანდელი უჯარმა „მეორედ“ დაახლოებით [[ერეკლე I]]-ის დროს დასახლდა. {{ფაქტი|ამიტომ ამ სოფელში ცხოვრობს თითქმის ყველა კუთხის ხალხი — კახელები, სვანები, იმერლები, ქართლელები (ხმალაძეები, სონიძეები, საღლიანები, მანაგაძეები, დათუნაშვილები, ცისკარიშვილები, ფეიქრიშვილები, ყარყარაშვილები, შავერდაშვილები, მაღალდაძეები) და ბუნებრივია, რომ ეს არ არის უჯარმის ისტორიული, ძირძველი მოსახლეობა|31|01|2020}} .
{{ციტატა|ამაღამ ვახტანგის საყვარელ საბრძოლო ფაშატს ბლომად მარილიან წყალს დავალევინებ თავლაში. ვახტანგს ყოველი გათენების წინ თვითონ ჩაჰყავს თავისი საყვარელი ცხენი იორზე წყლის დასალევინებლად. „სატალახო“ აბჯარსაც იმას დავუდებ სასთუმალთან, მარჯვენა იღლიაში გარღვეული რომელიცაა. ცხენი დიდხანს ვერ დაიოკებს წყურვილს და ვახტანგი აღვირს უსათუოდ ამოჰკრავს. კაი მოისარი ნახეთ და მეორე ნაპირიდან ქეიბური, ან ბოძალი ესროლეთო.}}|31|01|2020}}
 
უჯარმაში ამბობენ, რომ ასეც მოხდა. დღესაც ამ ვერსიის სჯერათ და მიაჩნიათ, რომ ვახტანგი ბრძოლაში უკვე დაჭრილი გავიდა. ჯვარპატიოსნობა, როგორც სახალხო დღესასწაული და დღეობა აღინიშნება ახალი სტილით 20 მაისს.
 
მეორე თქმულება უკავშირდება ჯვრპატიოსნის საგანძურს. ხალხი ჰყვება, რომ XIX საუკუნის შუა წლებში ნადირობისას ერთი მონადირის (რუსი ოფიცრის) ძაღლს მელამ სოროში შეასწრო. ეს ადგილი საავტომობილო გზაზე, ჯვარპატიოსანთან არ მისული 50-60 მეტრის მანძილზეა, დღევანდელ გზის მარცხენა ბექობზე. ძაღლი არ შეეშვა და სოროს შესასვლელს ყეფით თხრა დაუწყო. მონადირეც მივიდა იმ ადგილას და ძაღლს გაქეზება დაუწყო. ცოტა ხანში ძაღლმა ჯერ ერთი ოქრო ამოაგდო მიწიდან, შემდეგ კიდევ ერთი. მონადირემ ძაღლი დააბა და თავად დაიწყო თხრა. მალე განძით სავსე სათავსოები აღმოაჩინა. რუსი დაბრუნდა მუხროვანში (სადაც დღესაც სამხედრო ნაწილია) და ეს ამბავი პრისტავს შეატყობინა. {{ფაქტი| ხალხი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა გზა ორი დღით გადაკეტეს და არვის არ ატარებდნენ, ხოლო შემდეგ მუხროვანისა თუ თბილისის მიმართულებით უჯარმაზე გაძლიერებული სამხედრო ბადრაგის თანხლებით ცხრა დახურული „პოვოზკა“ გაატარეს, რომლებიც აშკარად რაღაცით იყო დატვირთული|31|01|2020}} .
 
აი ამას გადასცემენ უჯარმელები თაობიდან თაობას, თუმცა პირველი თქმულება ნაკლებად სავარაუდოდ უნდა მივიჩნიოთ, რამდენადაც IX საუკუნეში არაბმა აბულ ყასიმმა აიღო და დაანგრია ჭერემის, უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები, ხოლო ხალხი ივრის ხეობაში ერთიანად გაჟლიტა, ან ტყვედ წაასხა. ამდენად ამ ამბის მომყოლიც კი ცოცხალი არ უნდა დარჩენილიყო. ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ დღევანდელი უჯარმა „მეორედ“ დაახლოებით [[ერეკლე I]]-ის დროს დასახლდა. {{ფაქტი|ამიტომ ამ სოფელში ცხოვრობს თითქმის ყველა კუთხის ხალხი — კახელები, სვანები, იმერლები, ქართლელები (ხმალაძეები, სონიძეები, საღლიანები, მანაგაძეები, დათუნაშვილები, ცისკარიშვილები, ფეიქრიშვილები, ყარყარაშვილები, შავერდაშვილები, მაღალდაძეები) და ბუნებრივია, რომ ეს არ არის უჯარმის ისტორიული, ძირძველი მოსახლეობა|31|01|2020}} .
 
==ლიტერატურა==
Line 89 ⟶ 86:
 
{{საგარეჯოს მუნიციპალიტეტი}}
 
[[კატეგორია:უჯარმის თემის სოფლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უჯარმა“-დან