რიწა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
|ვიკისაწყობი =
}}
'''რიწა''', '''დიდი რიწა''' ({{lang-ab|Риҵа}}) — [[ტბა]] [[საქართველო]]ში, [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში]], [[გუდაუთის მუნიციპალიტეტი|გუდაუთის მუნიციპალიტეტში]].<ref>{{სგსოლ|141}}</ref> მდებარეობს მდინარე [[ბზიფი]]ს აუზში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 884 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ქვაბული წარმოიქმნა [[გაგრის ქედი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე [[ლაშიფსა|ლაშიფსისლაშიფსე]] დაგუბების შედეგად.
 
რიწის დონეების რეჟიმი განისაზღვრება მისი შენაკადების რეჟიმით. ერთვის 6 მდინარე, ყველაზე დიდია [[ლაშიფსე]]. ტბიდან გაედინება [[იუფშარა]]. უდიდესი დონე მაისშია, უმცირესი — თებერვალში. სექტემბერში დონის მეორეული მინიმუმია, ოქტომბერში მეორეული მაქსიმუმი. დონეების წლიური რყევის საშუალო ამპლიტუდა 166 სმ-ია, მაქსიმალური 234 სმ, მინიმალური 108 სმ. წყლის ტემპერატურა თებერვალში — 3,8°C, აგვისტოში — 17.8°C. საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 2000-2200 მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია.
 
რიწის წყალი მეტად მტკნარია (66 მგ/ლ). გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. მდიდარია ფიტოპლანქტონით. თევზებიდან იცის მხოლოდ [[კალმახი]]. რიწა უღრმესი ტბაა [[ამიერკავკასია]]ში. მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს 2200-3500 მ შორის. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიწა“-დან