ბაზალეთის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
2001:16B8:6850:800:A04A:47CF:5F08:4C07-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: სწრაფი გაუქმება SWViewer [1.3]
No edit summary
ხაზი 33:
'''ბაზალეთის ტბა''' — ტბა საქართველოში, [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], [[დუშეთი|ქალაქ დუშეთის]] სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის [[ქვაბული]] წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.<ref name="ქსე" />
 
საზრდოობს [[ატმოსფერული ნალექები]]თა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე — ივნისში, მინიმალური — ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია [[ყინული]]თ, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25&nbsp;°C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება [[ლელქაში]] და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 მ სიღრმემდე [[დუმფარა]]. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს [[ქაშაყი]] და [[ნაფოტა]]; მოშენებულია [[ხრამული]], [[წვერა (სახეობა)|წვერა]] და [[კობრი]]. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.<ref name="ქსე">{{ქსე|2|142|აფხაზავა ი.|არა}}</ref>
 
გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო [[წყალმცენარეები]], რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა [[დერმატოლოგია|დერმატოლოგიური]] და [[გინეკოლოგია|გინეკოლოგიური]] დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.<ref name="bazaletilake">[http://www.bazaletilake.ge/bazaleti ბაზალეთის ტბა]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაზალეთის_ტბა“-დან