ერუშეთის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
'''ერუშეთის მთიანეთი''', '''ერუშეთის ქედი'''<ref>{{ქე|3||მარუაშვილი ლ.|არა}}</ref><ref>{{სგსოლ|63}}</ref> — ტექტონიკურ-ვულკანური მთიანეთი [[საქართველოს სამხრეთი მთიანეთი]]ს დასავლეთ ნაწილში. ვრცელდება [[თურქეთი]]ს ტერიტორიაზეც. საქართველოს ფარგლებში შემოზღუდულია ჩრდილოეთიდან [[ახალციხის ქვაბული]]თ, დასავლეთიდან [[არსიანის ქედი]]თ, აღმოსავლეთიდან ზემო მტკვრის ხეობით, ხოლო სამხრეთიდან [[საქართველო#საქართველოს საზღვრები|სახელმწიფო საზღვრით]]. ჯავახეთის ზეგანს გამოეყოფა ზემო მტკვრის ხეობით.
 
[[საქართველო|საქართველოს ფარგლებში]] გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 60 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე 25-30 კმ. დანაწევრებულია [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა შენაკადების ხეობებით. უმაღლესი მწვერვალი [[ზიარეთი]] (3032 მ) თურქეთშია. [[საქართველო]]ს ნაწილის უმაღლესი მწვერვალია [[გუმბათი (მთა)|გუმბათი]] (2963,8 მ). მაღალი მთებია: [[ვანის მთა]] (2736 მ), [[შაბანიბელი]] (2646), [[საცხვარია]] (2587 მ), [[შუაკარავი]] (2562 მ), [[თლილი (მთა)|თლილი]] (2474 მ) და სხვა.

ერუშეთის მთიანეთი აგებულია ნეოგენური [[გოდერძის წყება|გოდერძის წყებით]] ლავებითა და ტუფებით. ლავათა[[ლავა]]თა შემადგენლობა ცვალებადობს ბაზალტიდან[[ბაზალტი]]დან [[ანდეზიტი|ანდეზიტ]]-[[დაციტი|დაციტამდე]]. ერუშეთის მთიანეთის გაშტოებებიდან მნიშვნელოვანია [[შუაკარავის ქედი]] და ვანისქედი. ძირითადი მდინარეებია: [[ვანისქედიურაველი (მდინარე)|ურაველი]], [[ქარზამეთისწყალი]], წყალწითელა, [[ჯაყისწყალი]] და სხვა.<ref>სამცხე-ჯავახეთი ცნობარი თბილისი, 2016</ref>

საერთო მორფოლოგიური თვისებებით ერუშეთის მთიანეთი წარმოადგენს შუალედურ ოროგრაფიულ ერთეულს ქედსა და მთიანეთს შორის. ქედებთან მას აკავშირებს მთავარი წყალგამყოფის საკმაოდ მკაფიო გამოვლენება, ფერდობების ხშირი და ღრმა ეროზიული დანაწევრება; მთიანეთის ნიშნები გამოხატულია ზედა ჰიფსომეტრიული სარტყლების სიფართოვეში — მაღლა მდებარე დამრეც, სუსტად დანაწევრებულ ტალღოვან ზედაპირებში, რომლებიც მდინარეთაშუეთს ქმნიან.
ერუშეთის მთიანეთის ჰიფსომეტრიულ განვითარებასთან ერთად მკაფიოდ იკვეთება ლანდშაფტური ზონალობა, სადაც მისი ტყიანი სარტყელი 2000–2200 მდე ადის. ეს
საშუალო სიმაღლის მთიანი პლატო მასივის ზედაპირი დანაწევრებულია ღრმად ჩაჭრილი ხეობებით, თუმცა მათი წყალგამყოფების მორფოლოგია მთლიანობაში წარმოგვიდგება პლატოსებური ზედაპირით, გართულებული ცალკეული გუმბათისებური ამაღლებებით. მათ მაღალი ჰიფსომეტრიული დონეებით რელიეფი გართულებულია მეოთხეულის გამყინვარების ფორმებით. თხემური ზონა სუბალპური და ალპური მდელოებს და მდელო-სტეპებს უკავია. <ref>[https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_zust_sabunebismetk/phd%20giorgi%20gafrindaSvili.pdf საქართველოს სამხრეთ მთიანეთის გეოდინამიკური
პროცესები და მოსალოდნელი გეოეკოლოგიური გართულებები]</ref>
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[საქართველოს ქედების სია]]
 
==სქოლიო==
==ლიტერატურა==
{{სქოლიო}}
{{ქსე|4|209|მარუაშვილი ლ.}}
 
==სქოლიო==