სვეტიცხოველი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ წაიშალა კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრების ძეგლები გაჯეტ HotCat-ით |
იარლიყები: ემოძი რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
||
ხაზი 26:
== ისტორია ==
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ [[მირიან III|მირიან]] მეფეს [[წმინდა ნინო]]ს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია... 😐
[[1970]]-[[1971]] წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალმა]] V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა [[მელქისედეკ I|მელქისედეკმა]] ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად [[არსუკისძე]] მიიწვია. მშენებლობა [[1010]] წელს დაიწყო და [[1029]] წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. [[1283]] წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში [[გიორგი ბრწყინვალე]]მ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ — მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე [[ალექსანდრე I დიდი|ალექსანდრე დიდმა]] ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. [[1656]] წელს [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომ მეფისა]] და [[მარიამ დადიანი|მარიამ დედოფლის]] თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.
|