ახალგორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18:
|რაიონის რუკის ზომა = 295
|რეგიონის ტიპი = მხარე
|რეგიონი = მცხეთა-მთიანეთის მხარე {{!}} მცხეთა-მთიანეთი
|რეგიონი ცხრილში =
|რაიონი = ახალგორის მუნიციპალიტეტი
ხაზი 25:
|დაარსდა = ძვ.წ. 480 (ა.ო)
|პირველი ხსენება =
|წინა სახელები = ლენინგორი (1934-1990)
|სტატუსი-დან = 1960
|ფართობი =
ხაზი 36:
|სასაათო სარტყელი = +4
|DST =
|სატელეფონო კოდი = +995 342<ref>[http://silknet.com/storage/uploads/wysiwyg/file/kodebi.pdf საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“]</ref>
|საფოსტო ინდექსი = 0600<ref>[http://georgianpost.ge/index.php?page=101&lang=geo საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“]</ref>
|საიტი = www.akhalgori.org.ge
|კატეგორია ვიკისაწყობში =
}}
'''ახალგორი'''<ref>{{სგსოლ|20|სსრ}}</ref> (ყოფ. '''ლენინგორი''') — [[დაბა]] [[საქართველო]]ში, [[ახალგორის მუნიციპალიტეტი]]ს ადმინისტრაციული ცენტრი. ახალგორში შემორჩენილია XVII ს-ის [[ქსნის ერისთავის ციხე-დარბაზი (ახალგორი)|სამი ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნანგრევები]].
'''ახალგორი'''<ref>{{სგსოლ|20|სსრ}}</ref> (ყოფ. '''ლენინგორი''', ''ახალგორი'') — [[დაბა]] [[ახალგორის მუნიციპალიტეტი|ახალგორის მუნიციპალიტეტში]], მუნიციპალიტეტის ცენტრი. [[1935]]-[[1991]] წლებში ცნობილი იყო ლენინგორის სახელით. [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|რუსეთ-საქართველოს ომის]] შემდეგ, ქალაქს რუსმა ოკუპანტებმა უწოდეს თავისი საბჭოთა სახელწოდება (ლენინგორი)<ref>[http://new.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/149676-erik-furnie-ckhinvalis-rezhimi-akhalgoris-qarthuli-dasakhelebebis-eliminacias-cdilobs.html ერიკ ფურნიე ახალგორისთვის „ლენინგორის“ დარქმევას მეხსიერების წაშლის მცდელობად აფასებს // InterPressNews 03-11-2010 ]</ref>. მდებარეობს [[ალევის ქედი|ალევის ქედის]] დასავლეთ კალთაზე, მდინარე [[ქსანი|ქსნის]] მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ ქსანიდან 35 კმ-ზე. დაბის სტატუსი მიენიჭა [[1960]] წელს. მოსახლეობა 2.5 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. ისტორიული წყაროების ცნობით, ახალგორი დაარსებულია ძვ.წ. II ს-ში, [[საურმაგი|საურმაგის]] მეფობის პერიოდში. [[ვახუშტი ბაგრატიონი]] მას იხსენიებს „მცირე ქალაქად“, რომელშიც „მკვიდრობენ ქართველნი და სომეხნი“. გვიანფეოდალურ ხანაში ახალგორი [[ქსნის საერისთავო|ქსნის ერისთავთა]] რეზიდენცია იყო. ახალგორში შემორჩენილია XVII ს-ის სამი ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნანგრევები.
 
==გეოგრაფია==
მდებარეობს [[ალევის ქედი]]ს დასავლეთ კალთაზე, მდინარე [[ქსანი|ქსნის]] ნაპირებზე, ზღვის დონიდან 800 მ., კასპიდან 35 კმ, თბილისიდან 67 კმ, ცხინვალიდან 110 კმ. ახალგორში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,6°C, იანვრისა -1,6°C, ივლისისა 20,3°C. აბსოლუტური მინიმუმი -28°C, აბსოლუტური მაქსიმუმი 38°C. ნალექები 730 მმ წელიწადში.
 
==ისტორია==
[[1934]]-[[1990]] წლებში ეწოდებოდა ლენინგორი. 1960 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. ლენინგორის სადაბო საბჭო აგრეთვე მოიცავდა სოფლებს დოლიანი, [[იკოთი]] და [[მოსაბრუნი]]. დაბაში მოქმედებდა ხე-ტყის, ყველ-კარაქის, ხილის წვენების და ლიმონათის ქარხნები, სამკერვალო და ავტოსატრანსპორტო საწარმოები, სტამბა, მეცხოველეობის და სატყეო მეურნეობები, კინოთეატრი და საავადმყოფო.
 
ახალგორის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ [[ნეოლითი]]ს ხანაში ცხოვრობდა. XIV საუკუნიდან შედიოდა [[ქსნის საერისთავო]]ში. 1569 წელს სიმონ I-მა ერისთავებს ღალატის გამო ახალგორი ჩამოართვა, თუმცა ერისთავებმა ის მალე დაიბრუნეს. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ქსნის საერისთავოს ცენტრი [[ქვენიფნევი]]დან ახალგორში გადაიტანეს, აშენდა ციხე-დარბაზები. ახალგორს ჰქონდა მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს სხვა მხარეებთან, ასევე ჩრდილოეთ კავკასიასთან. ცნობილი იყო ახალგორული ხელოსნური ნაწარმი. იყო ქსნის საერისთავოს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. აქ მოღვაწეობდნენ [[იესე ერისთავი]], [[ელიზბარ ერისთავი]] და სხვები.
 
[[ქართულ-ოსური კონფლიქტი]]ს შემდეგ დარჩა საქართველოს იურისდიქციაში. [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|რუსეთ-საქართველოს ომის]] შემდეგ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა მისი ოკუპაცია, შეიყვანა [[სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა]]ში და ხელახლა უწოდა ლენინგორი.
 
==მოსახლეობა==
{| class="wikitable" style="text-align:right"
|-
| [[საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2002|2002]]|| 2449
|}
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|6|170|ზარდალიშვილი გ., გვასალია ჯ., მენაბდე ლ., საღარაძე შ.}}
* ენციკლოპედია „საქართველო“, თბ., 1997.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ახალგორი“-დან