გარემოს დაბინძურება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
5.152.49.19-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
[[ფაილი:AlfedPalmersmokestacks.jpg|thumb|ჰაერის დაბინძურება [[მეორე მსოფლიო ომი]]დან იარაღის წარმოების დროს [[ალაბამა]]ში, [[1942]]]]
'''დაბინძურება''' — დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა თუ ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა, თუმცა გაცილებით უფრო სერიოზულ ზიანს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და [[ნიადაგი|ნიადაგსაც]].გარემოyreg ergerggg
 
გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ [[ლონდონი]]ს თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.
 
== ჰაერის დაბინძურება ==
[[ფაილი:Air-pollution-taiwan.JPG|thumb|ჰაერის დაბინძურება [[ტაივანი|ტაივანში]]]]
 
[[ფაბრიკა-ქარხნები]], [[ელექროსადგური|ელექტროსადგურები]] და [[ავტომანქანა|ავტომანქანები]] უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება [[მჟავური წვიმა|მჟავურ წვიმებს]] იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. [[ოზონი]] [[აირი]]ა რომელიც [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროს]] ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება [[ჟანგბადი]]საგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და [[ფრეონი]] ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და [[აეროზოლი|აეროზოლები]] შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.
 
== წყლის დაბინძურება ==
მჟავური წვიმები ტბებსა და მდინარებს აბინძურებს, თუმცა წყლის დაბინძურების მიზეზი მხოლოდ ეს არაა. არსებობს ქალაქები, სადაც მდინარეში და ზღვაში დღესაც ჩადის ჩამდინარე ბინძური წყლები, ხოლო ქარხანა-ფაბრიკებიდან — მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები, რის შედეგადაც [[თევზი|თევზები]] და [[წყლის მცენარეები]] იხოცება. სოფლის მეურნეობაში ხშირად იყენებენ ქიმიურ სასუქებსა და [[პესტიციდი|პესტიციდებს]], რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად შეიძლება მდინარეში ჩაირეცხოს. ზღვას ძლიერ აბინძურებს ტანკერებიდან და ნავთობის კოშკურებიდან ჩაღვრილი ნავთობი.
 
== ნიადაგის დაბინძურება ==
[[ფაილი:Litter.JPG|thumb|[[ნაგავი|ნაგვის]] პრობლემბა [[გაიანა]]ს სანაპიროზე, 2010]]
 
ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს.
 
უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს [[ატომური ელექტროსადგურები]]ს რადიოაქტიური ნარჩენები. ამგვარ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. მეცნიერებს აშფოთებთ ამგვარი დაბინძურების ხანგძლივი ზემოქმედება, რადგან რადიოაქტიური ნარჩენები ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს.
 
== ლიტერატურა ==
* ''ოქსფორდის დიდი საბავშვო ენციკლოპედია, ქართული გამოცემა შევსებული და განახლებული 2011 წელს, ISBN 978-99940-34-47-5''
 
[[კატეგორია:ეკოლოგია]]