შალვა მშველიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''შალვა მიხეილის ძე მშველიძე''' (დ. [[15 მაისი]], [[1904]], [[თბილისიხაშური]] — გ. [[5 მარტი]], [[1984]], [[თბილისი]]) — ქართველი [[კომპოზიტორი]], საქართველოს სსრ-ს სახალხო არტისტი, სტალინის პრემიის ლაურეატი ([[1942]], [[1947]]) და [[ლენინის ორდენი]]ს კავალერი.
 
==ბიოგრაფია==
შალვა მიხეილის ძე მშველიძე დაიბადა [[1904]] წელს ქ. [[თბილისიხაშური|თბილისშიხაშურში]]. [[1922]] წელს დაამთავრა [[ხაშურის პირველი საჯარო სკოლა|ხაშურის გიმნაზია]]. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში პროფესორ მ. ბაგრინოვსკისთან. უკვე სტუდენტობისას [[დიმიტრი არაყიშვილი]]ს დავალებით დაიწყო ხალხური მუსიკის ნიმუშების შეგროვება. შემოიარა [[სვანეთი]], [[თუშეთი|თუშ]]-[[ფშავი|ფშავ]]-[[ხევსურეთი]], [[ქიზიყი]], [[კახეთი]], [[ქართლი]], [[მესხეთი|მესხეთ]]-[[ჯავახეთი]], [[გურია]], [[აჭარა]]. პირველმა შემოიტანა ქართულ პროფესიულ მუსიკაში ფშავ-ხევსურული მუსიკალური დიალექტი, მასში იპოვნა საკუთარი სტილის განვითარების დასაყრდენი და ხალხური მარცვალიც მეტად ორიგინალურად განავითარა. მან სათავე დაუდო ქართული სიმფონიური მუსიკის განშტოებას ეპიკურ სიმფონიზმს. ბუნებრივია, რომ პირველი დიდი ფორმის ნაწარმოები, სიმფონიური პოემა „ზვიადაური“ კომპოზიტორმა სწორედ ამ თემას დაუკავშირა. შალვა მშველიძის დიდი დამსახურებაა ისიც, რომ მან პირველმა აამეტყველა ქართულ სიმფონიურ მუსიკაში [[ვაჟა-ფშაველა]]ს ვაჟკაცური ეპოსი თავისი სიდიადით, წარმოაჩინა მისი მომხიბვლელობა. ეს იგრძნობა არა მარტო „ზვიადაურში“ და „მინდიაში“, არამედ ლაიტმოტივად გასდევს მთელ მის შემოქმედებას.
 
აღსანიშნავია აგრეთვე კომპოზიტორის ღრმად ეროვნული საოპერო ქმნილებანი, რომლებშიც აისახა ქართველი ხალხის გმირული წარსული, მისი უშრეტი ძალისხმევა. შ. მშველიძე ავტორია ოპერების: „ამბავი ტარიელისა“, „დიდოსტატის მარჯვენა“. მასვე ეკუთვნის შესანიშნავი ორატორიები — „კავკასიონი“, „მარადი თქმულება“, 6 სიმფონია, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის, საგუნდო და კამერული ნაწარმოებები, ფუნდამენტური გამოკვლევები: „საკრავთმცოდნეობა“, „ორკესტრობის თეორია“ და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შალვა_მშველიძე“-დან