ლელობურთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
[[XIX საუკუნე]] ლელობურთი დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა. [[ქუთაისი|ქუთაისში]] ლელობურთის თამაშის ადგილი იყო საფიჩხიაზე ე.წ. ხარაზოვის ბაღის მიდამოები. თუმცა ის, რაც გურიაში ხდებოდა და დღესაც ხდება, სულ სხვა ამბავია. არსებობს ვარაუდი, როცა ხასანბეგ თავდგირიძეს აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი მოქნევით თავი მოჰკვეთა შუხუთთან ბრძოლაში, მის სახელზე დაიწერა განუმეორებელი სიმღერა „ხასანბეგურა“ და ლელოს თამაშიც შუხუთში (გურიაში) სწორედ მის სახელთან დაკავშირებით იმართება. ისტორიას ეს ბრძოლა ასე შემოუნახავს: „გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრითა და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო“.
 
გურულ-მეგრელები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პირველ მაისს ქალაქ [[ფოთი|ფოთში]]. ბურთის თამაშს სამეგრელოში – [[დადიანი]], გურიაში კი [[გურიელი]] მეთაურობდა. ერთიცა და მეორეც ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. გურიელსაც და დადიანსაც ჩამოჰყავდათ რჩეული მოთამაშეები, როგორც გლეხები, ასევე აზნაურები. შეჯიბრი ფოთის პარკში იმართებოდა. თამაშის საყურებლად დიდძალი ხალხი იყრიდა თავს. ბურთის თამაშს არ თაკილობდა სამღვდელოებაც და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ შეჯიბრში მღვდელსაც მიუღია მონაწილეობა. <ref>http://www.ambioni.ge/leloburti</ref>
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლელობურთი“-დან