რუსეთის ტბები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[რუსეთი|რუსეთის ტერიტორიაზე]] — 2,7 მილიონზე მეტი მტკნარი და მლაშე ტბაა, რომელთა საერთო ფართობია 400 ათ. კმ²-ზე მეტი ([[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვა-ტბის]] გამოკლებით). ტბიური წყლების საერთო მარაგი აღწევს 26 ათ. კმ³-ს. ტბების დიდ ნაწილს აქვს [[მყინვარული ტბა|მყინვარული წარმოშობა]].
 
რუსეთის ტერიტორიის საერთო ტბიანობა აჭარბებს 2%-ს და მერყეობს 12,6%-იდან პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულამდე. ყველაზე ტბიური რაიონია რუსეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, კერძოდ, [[კარელიის რესპუბლიკა|კარელია]], სადაც 61 ათ.-ზე მეტი ტბაა.
 
[[რუსეთის ევროპული ნაწილისნაწილი]]ს უდიდესი ტბებია (რომლებიც განლაგებულია მის ჩრდილო-დასავლეთით) [[ლადოგის ტბა|ლადოგი]] და [[ონეგის ტბა|ონეგი]] (ფართობით 17,680 და 9720 კმ² შესაბამისად); [[ჩუდ-ფსკოვის ტბა]] ესტონეთთან საზღვარზეა (3550 კმ²); [[ილმენი]] (დაახლოებით 1000 კმ², ფართობი იცვლება წყლის დონის შესაბამისად) და აგრეთვე [[ტოპოზერო]], [[ვიგოზერო]] და სხვები „ტბიურ მხარეს“ შეადგენენ.
 
რუსეთისა და ციმბირის უდიდესი ტბაა (კასპიის გამოკლებით) — ბაიკალი, რომელიც ამასთანავე უღრმესია დედამიწაზე; ბაიკალი შეიცავს რუსეთის ტბიური მტკნარი წყლის 85 %-ს და მსოფლიო მტკნარი წყლების მარაგის 22 %-ს. ტბის სიგრძეა — 636 კმ, საშუალო სიგანე — 48 კმ; საერთო ფართობი 31,7 ათ. კმ²; მაქსიმალური სიღრმე 1620 მ. ბაიკალი განლაგებულია რიფტულ ხეობაში და მისი ასაკია დაახლოებით 25–30 მლნ. წელი. დიდი სიღრმეებით გამოირჩევა აგრთვე ტბა ტელეცკოე (325 მ) ალთაიში და ხანტაის ტბა (520 მ) კრასნოიარსკის მხარეში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსეთის_ტბები“-დან