საქართველოს მთავრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
ხაზი 14:
 
===საბჭოთა პერიოდი===
საქართველოს [[რუსეთი#საბჭოთა რუსეთი|საბჭოთა რუსეთის]] მიერ [[ოკუპაცია|ოკუპაციის]] შემდგომ, ქვეყანაში ძალაუფლება მთლიანად ხელში ჩაიგდო [[საქართველოს რევოლუციური კომიტეტი|საქართველოს რევკომმა]] და გააუქმა ხესუფლებისხელისუფლების ყველა მოქმედი ორგანო, მათ შორის ''მთავრობა''. ამის შემდგომ იწყება აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირების საბჭოური მიდგომები. ყველა შემდგომი პერიოდის საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციაში გათვალისწინებული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, თუმცა ის არ იყო კლასიკური გაგებით ''მთავრობა'' და მისი უფლებამოსილებაც შეზღუდული იყო. რეალურ ძალაუფლებას ქვეყანაში ფლობდა კომუნისტური პარტია, [[პროლეტარიატი|პროლეტარიატის]] [[დიქტატურა|დიქტატურის]] სახელით.
 
[[1922]] წლის [[2 მარტი|2 მარტს]] ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს საბჭოების პირველმა ყრილობამ მიიღო საქართველოს რიგით პირველი საბჭოთა კონსტიტუცია, რომლის ძალითაც შეიქმნა მმართველობის უმაღლესი ორგანო – „საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭო“ (''შემოკლებით „სახკომსაბჭო“''), რომელსაც საქართველოს საბჭოების ყრილობის ცენტრალური კომიტეტი ქმნიდა. [[1927]] წლის კონსტიტუციამ უცვლელად დატოვა ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურა. [[1937]] წელს მიღებულ იქნა რიგით მესამე საბჭოთა კონსტიტუცია, რომლის საფუძველსაც [[1936]] წლის [[სსრკ]] კონსტიტუცია წარმოადგენდა და მის შესაბამისად შემოღებულ იქნა ცნება „რესპუბლიკის ''მთავრობა''“,<ref>[https://ru.wikisource.org/wiki/%D0%9A%D0%BE%D0%BD%D1%81%D1%82%D0%B8%D1%82%D1%83%D1%86%D0%B8%D1%8F_%D0%A1%D0%A1%D0%A1%D0%A0_(1936)/%D0%98%D1%81%D1%85%D0%BE%D0%B4%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D1%80%D0%B5%D0%B4%D0%B0%D0%BA%D1%86%D0%B8%D1%8F#%D0%93%D0%BB%D0%B0%D0%B2%D0%B0_IV_%D0%92%D1%8B%D1%81%D1%88%D0%B8%D0%B5_%D0%BE%D1%80%D0%B3%D0%B0%D0%BD%D1%8B_%D0%B3%D0%BE%D1%81%D1%83%D0%B4%D0%B0%D1%80%D1%81%D1%82%D0%B2%D0%B5%D0%BD%D0%BD%D0%BE%D0%B9_%D0%B2%D0%BB%D0%B0%D1%81%D1%82%D0%B8_%D1%81%D0%BE%D1%8E%D0%B7%D0%BD%D1%8B%D1%85_%D1%80%D0%B5%D1%81%D0%BF%D1%83%D0%B1%D0%BB%D0%B8%D0%BA Конституция СССР (1936)/Исходная редакция], Глава IV - Высшие органы государственной власти союзных республик. Статья 63.</ref> რომელსაც წარმოადგენდა იგივე „სახკომსაბჭო“. ეს უკანასკნელი ანგარიშვალდებული გახდა „რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ მიმართ, რომელმაც ჩაანაცვლა „რესპუბლიკის საბჭოების ყრილობა“. უკვე [[1978]] წლის საბჭოთა კონსტიტუციაში „რესპუბლიკის ''მთავრობა''“ – ''სახკომსაბჭო'' ჩაანაცვლა „მინისტრთა საბჭომ“, თუმცა შინაარსობრივი ცვლილება მას არ განუცდია.<ref>[[#სპებ99|რუხაძე, ზ.]]: საბჭოთა პერიოდის საქართველოს კონსტიტუციები. ''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-26}}''</ref>