საქართველოს მთავრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიფიცირება
(ვიკიფიცირება)
'''საქართველოს [[მთავრობა]]''' — [[საქართველო]]ს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ''მთავრობა'' ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია [[საქართველოს პარლამენტი|საქართველოს პარლამენტის]] წინაშე<ref>[[#matsne18|საქართველოს კონსტიტუცია]]: მუხლი 54. ნაწილი პირველი და მეორე. ''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-26}}''</ref><ref>[[#matsne04|მთავრობის საქმიანობის წესი]]: მუხლი 1. ''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-26}}''.</ref>. ''მთავრობა'' შედგება [[საქართველოს პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრისა]], რომელიც არის ''მთავრობი''ს მეთაური და [[საქართველოს მინისტრი|მინისტრებისგან]]. ''მთავრობის'' შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე [[საქართველოს სახელმწიფო მინისტრი|სახელმწიფო მინისტრი]], რომელიც შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.<ref>[[#matsne18|საქართველოს კონსტიტუცია]]: მუხლი 54. ნაწილი მეხუთე და მუხლი 55, ნაწილი პირველი. ''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-27}}''</ref><ref>[[#matsne04|მთავრობის საქმიანობის წესი]]: მუხლი 2. ''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-27}}''</ref>. კონსტიტუციის თანახმად, ''მთავრობის'' წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა<ref>[[#matsne18|საქართველოს კონსტიტუცია]]: მუხლი 54. ნაწილი მეექვსე''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-27}}''</ref><ref>[[#matsne04|მთავრობის საქმიანობის წესი]]: მუხლი 2. პუნქტი 2.''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-27}}''</ref>.
 
''მთავრობა'' საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა ([[ნორმატიული აქტი]]) და განკარგულებებს ([[ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი|ინდივიდუალური აქტი]]), რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.<ref>[[#matsne04|მთავრობის საქმიანობის წესი]]: მუხლი 6. ''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-27}}''</ref>
 
''მთავრობის'' უფლებამოსილება იწყება და წყდება კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს პალამენტის მიერ ''მთავრობისთვის'' ნდობის/უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე.<ref>[[#matsne18|საქართველოს კონსტიტუცია]]. მუხლი 56 და 57. ''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-27}}''</ref>