დაბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''დაბა''' — დასახლებული პუნქტი, [[ქალაქი]]ს ტიპის ურბანული დასახლება.
 
დაბა ძველი [[ქართული ენა|ქართული]] ტერმინია დასახლებული პუნქტის მნიშვნელობით. დაბა ფუძის შემცველი ბევრი ტოპონიმია საქართველოში: [[დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი0მუნიციპალიტეტი)|დაბა]] (ბორჯომის მუნიციპალიტეტი), [[ახალდაბა]], [[ყველდაბა]], [[დაბაძველი]], [[გარდაბანი]] (გარე დაბანი), [[უდაბნო (მრავალმნიშვნელოვანი)]] (ე. ი. დაუსახლებელი ადგილი) და სხვა. [[სვანური ენა|სვანურ ენაში]] შესატყვისი ტერმინი — „დაბ“, ხნულს ნიშნავს. შესაძლოა, თავდაპირველად დაბა იხმარებოდა დამუშავებული მიწის, ნახნავის მნიშვნელობით. IX საუკუნიდან „დაბას“ თანდათან ცვლის „სოფელი“.
 
[[სსრკ]]-ში დაბა წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს. ფუნქციის მიხედვით განარჩევდნენ მუშათა, საკურორტო, სააგარაკო და სხვა ტიპის დაბებს. დაბის სამართავად იქმნებოდა სადაბო საბჭო. ცალკეულ შემთხვევებში სადაბო საბჭო მართავდა დაბის ახლომდებარე სოფლებსაც. თანამედროვე [[საქართველო]]ში, დაბა არის დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები ან/და ტურისტული და საკურორტო დაწესებულებები ან/და სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებები და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს. დაბის ინფრასტრუქტურა არსებითად ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, თუ იგი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა.<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/2244429?publication=47 საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 4], „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. კონსოლიდირებული ვერსია: 23 აპრილი, 2020.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დაბა“-დან