ზღვისგველისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== აღნაგობა ==
[[სურათი:Laticauda colubrina Lembeh2.jpg|left|thumb|ყვითელტუჩა ზღვის კრაიტიბრტყელკუდა ([[Laticauda colubrina]])]]
ზღვის გველები აგებულებით მეტად წააგვანან [[ასპიტისებრნი|ასპიტებს]]. მათთვის დამახასიათებელია პატარა თავი, პატარა თვალები მრგვალი გუგებით. თავი დაფარულია დიდი ქერცლებით. სხეულის წინა ნაწილი მომრგვალო ფორმისაა, უკანა კი გვერდებიდან შებრტყელებული და ბოლოვდება ლასტისმაგვარი კუდით. გვერდითი ქერცლები, რომლებიც ხმელეთზე გადასაადგილებლადაა აუცილებელი, ან გადაგვარებულია, ან საერთოდ არ გააჩნიათ. სხეული ზემოდანაც და მუცლის მხრიდანაც დაფარულია წვრილი ქერცლებით. მხოლოდ რამდენიმე პრიმიტიულ სახეობას, რომლებმაც შეინარჩუნეს ხმელეთთან კავშირი, გააჩნიათ მუცლის ფარები რამდენიმე რიგად. ნესტოები თავის ზედაპირიდან წამოწეულია, რაც საშუალებას აძლევს გველს, წყლიდან თავის ამოყოფის გარეშე, შეისუნთქოს ჟანგბადი. გარდა ამისა, ნესტოები შეიარაღებულია სპეციალური სარქველებით, რომლებიც, წყალში ჩაყვინთვისას, ხურავენ ნესტოებს. ზღვის გველებში ენას თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს, ამიტომ მოკლეა. პირის ღრუს ლორწოვანში მოთავსებულია კაპილარული ქსელი, რაც გველს საშუალებას აძლევს წყლიდანვე შთანთქოს ჟანგბადი. შხამიანი კბილები მოთავსებულია ზედა ყბის წინა ზედაპირზე, ცოტათი დახრილია უკან და აქვს შხამგამტარი მილი. ეშვების უკან მდებარეობს 1-18-მდე წვრილი კბილი. ზღვის გველები მშვიდ არსებებს წარმოადგენენ. იკბინებიან მხოლოდ განსაკუთრებული გაღიზიანების შემთხვევაში. ამის გამო მეთევზეებს ბადეში გახლართული გველის ხელით გამოყვანისაც კი არ ეშინიათ.
 
 
== ქვეოჯახები ==
[[სურათი:Banded Sea Snake-jonhanson.jpg|left|thumb|ცისფერტუჩარგოლებიანი ზღვის კრაიტი, რგოლისებრი ბრტყელკუდიანიბრტყელკუდა ([[Laticauda laticaudata]])]]
ცნობილია ზღვის გველების 16 გვარი 50 სახეობით, აქედან 3 გვარს (14 სახეობით) აერთიანებენ ქვეოჯახში [[Laticaudinae]] (ბრტყელკუდიანები), ხოლო 13 გვარს (39 სახეობით) ქვეოჯახში [[Hydrophiinae]] (ლასტკუდიანები). Laticaudinae ქვეოჯახის წარმომადგენლებს ხმელეთთან კავშირი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ, ამიტომ განვითარების დონით Hydrophiinae-ზე დაბალ საფეხურზე დგანან.