საქართველოს მთავრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ''მთავრობა'', როგორც [[აღმასრულებელი ხელისუფლება|აღმასრულებელი ხელისუფლების]] უმაღლესი ორგანო, პირველად შეიქმნა [[1918|1918 წელს]], [[26 მაისი|26 მაისს]], საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და პირველი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ. მაშინ [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს მიერ დამტკიცდა დროებითი მთავრობის შემადგენლობა. პირველ მთავრობაში შედიოდა რვა მინისტრი, მათგან ერთი — [[ნოე რამიშვილი]] იყო მთავრობის თავმჯდომარე.<ref>{{cite web |url=http://iccn.ge/files/georgia_26_may_1918_published_by_gog_2019.pdf |title=1917-1930 დოკუმენტები (ორიგინალი დოკუმენტის სატაური „Закавказия и Грузия“) |publisher=საქართველოს საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) |editor=ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. |pages=7 (დედანში 336) |accessdate=16.05.2020}}</ref> 24 ივნისს რამიშვილი პოსტზე [[ნოე ჟორდანია]]მ შეცვალა.<ref>{{cite web |url=https://www.26may.ge/ka/noezhordania/timeline/24-ivnisi-22 |title=24 ივნისი მთავრობის სხდომა |publisher=[https://www.26may.ge/ 26may] |accessdate=17.05.2020}}</ref>
 
[[1921]] წელს მიღებულ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია#თავი მეხუთე — აღმასრულებელი ხელისუფლება|კონსტიტუციაში]], მეხუთე თავი ეძღვნებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლის შესავალში ეწერა: „უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის ''რესპუბლიკის მთავრობას''“ (თავი მეხუთე. მუხლი 66.). კონსტიტუციის თანახმად, ''მთავრობის თავმჯდომარეს'' პარლამენტი ირჩევდა ერთი წლის ვადით და ერთიდაიგივე პირი შეზღუდული იყო ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არჩევით. ''მთავრობის'' დანარჩენ წევრებს, რომელთაც კონსტიტუციაში [[მინისტრი|მინისტრები]] ეწოდებოდათ, იწვევდა თავმჯდომარე, პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო უფლების მქონე [[მოქალაქე|მოქალაქეებისგან]]. ''მთავრობის'' წევრებისთვის აკრძალული იყო სხვა თანამდებობების დაკავება, გარდა პარლამენტის წევრობისა და ადგილობრივი თვიმმართველობის ხმოსნობისა (თავი მეხუთე. მუხლი 67. და 68.). თავმჯდომარეს მინიჭებული ჰქონდა რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა და განსაკუთრებულ შემთხვევებში [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ძალების]] გამოყენებისა უფლება (თავი მეხუთე. მუხლი 70). კონსტიტუციის 72-ე მუხლში გაწერილი იყო ''მთავრობის'' საერთო უფლებები და მოვალეობები, მათ შორის რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა, [[კანონპროექტი|კანონპროექტების]] შემუშავება და პარლამენტისთვის წარდგენა, კონსტიტუციის და კანონების აღსრულების უზრუნველყოფა. მინისტრებს გააჩნდათ ინიდივიუალური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე, მათთვის მინდობილ [[უწყება|უწყებებზე]] და ნდობის დაკარგვა იწვევდა მათ გადადგომას (თავი მეხუთე. მუხლი 72. და 73.), ხოლო კონსტიტუციის დარვევადარღვევა იწვევდა მათ პასუხისმგებლობას სასამართლოს წინაშე (თავი მეხუთე. მუხლი 75.)
 
===საბჭოთა პერიოდი===