ადამიანის უფლებები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 16:
ადამიანის უფლებების დისკურსის თავდაპირველი ჩარჩოს გაჩენისთანავე გაჩნდა პირველი კრიტიკული გამოხმაურებებიც. [[1791]] წელს, [[ოლიმპია დე გუჟი|ოლიმპია დე გუჟმა]], ფრანგმა პუბლიცისმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა ქალმა, რომელიც მაშინდელ საფრანგეთში ქალთა უფლებების აღიარებისთვის იბრძოდა, დაწერა „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციის“ ალტერნატიული დეკლარაცია, სახელად „ქალისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“, ვინაიდან სიტყვა „ადამიანი“ დეკლარაციის ოფიციალურ ვერსიაში უდრიდა „კაცს“ (“l’homme” -ფრანგ.).
 
XVIII daდა XIX საუკუნეებში ამ დოქტრინის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასევე ისეთი ფილოსოფოსების შრომებმა, როგორიცაა [[ჯონ სტიუარტ მილი]] და [[გეორგ ვილჰელმ ჰეგელი]]. [[1849]] წელს ჰენრი დევიდ თორო, საკუთარ ტრაქტატში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოვალეობაზე“, წერდა ადამიანის უფლებებზე, რამაც, მოგვიანებით, დიდი გავლენა მოახდინა სამოქალაქო და ადამიანის უფლებების გარშემო მოაზროვნეებზე.
 
[[წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი|წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის]] დაფუძნება, ასევე [[1864]] წელს [[ჟენევა]]ს პირველი კონვენციები საფუძვლად დაედო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაფუძნებას, რომელიც, ეტაპობრივად, [[ორი მსოფლიო ომი]]ს პარალელურად ვითარდებოდა.