სპარტაკი (1960 წლის ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 39:
მთავარი როლი შეასრულა [[კირკ დაგლასი|კირკ დაგლასმა]], [[ლორენს ოლივიე]]ს წილად ხვდა მარკუს ლიცინიუს კრასუსის როლი. ფილმში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე [[ჯინ სიმონსი|ჯინ სიმონსმა]], [[ჩარლზ ლოტონი|ჩარლზ ლოტონმა]], [[პიტერ უსტინოვი|პიტერ უსტინოვმა]] და სხვა.
 
12 მილიონი [[ამერიკული დოლარი|აშშ დოლარის]] ბიუჯეტით სურათი გახდა კომპანია „[[Universal Pictures|Universal]]“-ის ყველაზე ძვირადღირებული პროექტი 1960 წლისათვის. ფილმის წარმოება რთული გამოდგა, ძირითადად, სცენართან დაკავშირებული სირთულეების, რომელიც მთლიანად გადაიწერა რამდენჯერმე და საცენზურო შესწორებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ სურათის მოქმედება ვითარდება [[ანტიკური ხანა|ანტიკურ დროში]], იგი შეეხო თანამედროვეობის მძაფრ პრობლემებს: რასობრივ დისკრიმინაციას, ერთსქესიან სიყვარულსა და სხვა. ფილმის სცენარისტი გახდა ჰოლივუდის შავი სიის მწერალი [[დალტონ ტრამბო]].
 
1960-იან წლების დასაწყისის კრიტიკა ფილმს თავშეკავებით შეხვდა, ნეგატიურად აღნიშნა არაბალანსირებული სცენარი და სამსახიობო თამაშის სისუსტე. კუბრიკის 1991 წელს აღდგენილი სახით გამოსულმა ფილმმა ძირითადად, დადებითი შეფასება დაიმსახურა. ფილმმა მიიღო პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდოები, მათ შორის ოსკარის ოთხი პრემია, და ერთი ოქროს გლობუსი. ფილმმა წარმოშვა მრავალრიცხოვანი მიბაძვები, გმირების ფრაზები შევიდა სასაუბრო ინგლისურ ენაში. 2017 წელს შეიყვანეს ფილმების ეროვნულ რეესტრში.