ადგილის გეგმა: განსხვავება გადახედვებს შორის

გავრცობა
(მომხმარებლის 213.200.31.43 ცვლილებების გაუქმება (№3602386))
იარლიყი: გაუქმება
(გავრცობა)
'''ადგილის გეგმა''' — [[დედამიწა|დედამიწის]] ზედაპირის მცირე უბნის, ნაგებობის ან რაიმე საგნის ნახაზი, რომელიც შესრულებულია მსხვილ [[მასშტაბი|მასშტაბში]] და დეტალურ ინფორმაციას გადმოგვცემს. ''გეგმაზე'' ყველა საგანი პირობითი ნიშნებით გამოისახება. ამ ნიშნებს ტოპოგრაფიულ ნიშნებსაც უწოდებენ. ისინი დაწვრილებით აღწერენ გზებს, ტყეებს, შენობებს და სხვა. ადგილის გეგმებს ადგენენ ამა თუ იმ მიზნებისათვის სათანადო წვლილადებით, ჰორიზონტალური გეგმის შედგენის დროს წვლილადებია დედამიწის ხილულ ზედაპირზე არსებულ ბუნებრივ (მთა, ტყე, ტბა და სხვა) და ეკონომიკური (სამრეწველო ნაგებობანი და ა. შ.) ელემენტთა კონტურები. ტოპოგრაფიულ გეგმაში კონტურების გარდა წვლილადებია რელიეფის ელემენტებიც. ''ადგილის მარკშაიდერული გეგმის'' მარკშაიდერული წვლილადები კი — ყველა ის ბუნებრივი და ეკონომიკური ელემენტი, რომელიც დაკავშირებულია წიაღისეულის დამუშავებასთან.
 
''ადგილის გეგმის'' შესადგენად ჩატარებულ(გამოსახაზად) სამუშაოებს აგეგმვა ეწოდება. ამჟამად გეგმასიყენებენ ძირითადად აეროფოტოსურათებისორ საშუალებითმეთოდს: ადგენენ.
# ადგილზე ჩატარებული გაზომვა, რასაც [[ტოპოგრაფიული აგეგმვა|აგეგმვა]] ეწოდება;
# [[აეროფოტოგადაღება|აეროფოტოსურათების]] გაზომვა, რასაც [[ფოტოგრამმეტრია]] ეწოდება.
 
გამომდინარე დანიშნულებიდან, ''ადგილის გეგმას'' სხვადასხვა მასშტაბი გააჩნია: დაწყებული 1:1000 - 1:5000 ჩათვლით. უფრო მსხვილმასშტაბიანი გეგმები (მ < 1:500), როგორც წესი გამოიყენება სამშენებლო პროექტებში (მაგ. მშენებლობის [[სანებართვო დოკუმენტაცია|სანებართვო დოკუმენტაციაში]] [[საქართველო]]ში <ref>{{cite web|url=https://matsne.gov.ge/ka/document/view/4276845?publication=4 |title=საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი |work=საქართველოს კანონი 3213-რს |publisher=[[საქართველოს საკანონმდებლო მაცნე]] |date=2018 |accessdate=17.05.2020}}</ref>). მათ ეწოდებათ [[მიწის ნაკვეთის გეგმა]].<ref>{{cite web|url=https://matsne.gov.ge/ka/document/download/4578072/0/ge/pdf |title=მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და
პირობები |work=საქართველოს მთავრობის დადგენილება N255 |publisher=[[საქართველოს საკანონმდებლო მაცნე]] |date=2019 |accessdate=17.05.2020}}</ref> 1:5000 მასშტაბი წარმოადგენს გარდამავალ შეფარდებას „საყრდენი რუკისკენ“ (''Grundkarte'' [[გერმანია]]ში) ან საბაზისო რუკისკენ (საქართველოში, ''Basiskarte'' [[ავსტრია]]ში), რომელიც მთლიანად ფოტოგრამმეტრულად მიიღება. უფრო წვრილმასშტაბში კი (1:10,000 ან 1: 25,000) გეგმა მოიხსენიება როგორც [[ტოპოგრაფიული რუკა]].
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ტოპოგრაფიული რუკა]]
* [[საკადასტრო რუკა]]
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|1|86}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:კარტოგრაფია]]