ტოსკანის დიდი საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

[[1859]] წლის ზაფხულში დაიწყო [[ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომი|ავსტრია-სარდინიის მეორე ომი]]. ლეპოლდი თავს ვალდებულად თვლიდა მხარი ავსტრიისათვის დაეჭირა.<ref name=BrittanicaLeopold>{{cite web|url=http://www.britannica.com/EBchecked/topic/336677/Leopold-II|title=Leopold II (grand duke of Tuscany) -- Encyclopædia Britannica|accessdate= 26 September 2009|publisher=Britannica.com}}</ref> [[ვიტორიო ემანუელე II]]-მ მთელი ტოსკანა დაიკავა და მთელი კონფლიქტის განმავლობაში ფლობდა მას. ლეოპოლდი ტოსკანიდან გაიქცა. ვილაფრანცას შეთანხმებამ ლეოპოლდს საშუალება მისცა კიდევ ერთხელ დაბრუნებულიყო ტოსკანაში, თუმცა დაბრუნებისთანავე იგი თავისი უფროსი ვაჟის, ფერდინანდის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგა. ფერდინანდ IV-ის ჰიპოთეტური მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1859 წლის 16 აგვისტოს ეროვნულმა ყრილობამ ოფიციალურად გააუქმა ჰაბსბურგ-ლოთარინგიელების მმართველობა.<ref name="CATHOLIC ENCY."/>
 
[[1859]] წლის დეკემბერში ტოსკანის დიდი საჰერცოგო მოდენისა და პარმის საჰერცოგოებს შეუერთდა და შეიქმნა ცენტრალური იტალიის გაერთიანებული პროვინციები, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ [[სარდინიის სამეფომსამეფო]]მ შეიერთა. [[1860]] წლის 22 მარტს რეფერენდუმის შემდეგ, რომელშიც აბსოლუტურმა უმრავლესობამ (95%<ref name=Heraldica/>) მხარი დაუჭირა სარდინიასთან შეერთებას, სარდინიის სამეფომ ოფიციალურად შეიერთა ტოსკანა.<ref name=Heraldica/> [[1870]] წელს იტალია გაერთიანდა, როდესაც სექტემბერში [[პაპის ოლქისოლქი]]ს დარჩენილი ტერიტორიების შეერთება მოხდა და მათ მმართველობას პაპი [[პიუს IX]] ჩამოაშორეს.
 
== მმართველობა ==