ტოსკანის დიდი საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 137:
ლეოპოლდის დროს იტალია სახალხო აჯანყებებმა მოიცვა, რამაც კულმინაციას 1848 წლის რევოლუციებისას მიაღწია. ამ რევოლუციებმა საფრანგეთის ტახტი დაამხო და მთელი ევროპის მასშტაბით არეულობა გამოიწვია. ტოსკანაში ლეოპოლდ II-მ ლიბერალური კონსტიტუცია გამოსცა და ლიბერალური მთავრობა ჩამოაყალიბა. ლეოპოლდის ღონისძიებების მიუხედავად, აგვისტოში ლივორნოში მისი მმართველობის წინააღმდეგ ქუჩის ბრძოლები დაიწყო. ავსტრია-სარდინიის ომში ლეოპოლდმა სარდინიის სამეფოს დაუჭირა მხარი. 1849 წლის თებერვალში ლეოპოლდ II იძულებული გახდა ტოსკანა რესპუბლიკელებისათვის დაეტოვებინა და თავშესაფარი ნეაპოლიტანის ქალაქ გაეტაში ეძებნა. ტოსკანაში დროებითი რესპუბლიკა შეიქმნა. ლეოპოლდმა ფლორენციაში დაბრუნება მხოლოდ ავსტრიის დახმარებით მოახერხა. 1852 წელს კონსტიტუცია გაუქმდა,<ref name="CATHOLIC ENCY."/> ხოლო 1855 წელს ავსტრიული გარნიზონი ტოსკანიდან გაიხმეს.
 
[[1859]] წლის ზაფხულში მეორედაიწყო ავსტრო[[ავსტრია-სარდინიულიიტალია-საფრანგეთის ომი|ავსტრია-სარდინიის დაიწყომეორე ომი]]. ლეპოლდი თავს ვალდებულად თვლიდა მხარი ავსტრიისათვის დაეჭირა.<ref name=BrittanicaLeopold>{{cite web|url=http://www.britannica.com/EBchecked/topic/336677/Leopold-II|title=Leopold II (grand duke of Tuscany) -- Encyclopædia Britannica|accessdate= 26 September 2009|publisher=Britannica.com}}</ref> [[ვიტორიო ემანუელე II]]-მ მთელი ტოსკანა დაიკავა და მთელი კონფლიქტის განმავლობაში ფლობდა მას. ლეოპოლდი ტოსკანიდან გაიქცა. ვილაფრანცას შეთანხმებამ ლეოპოლდს საშუალება მისცა კიდევ ერთხელ დაბრუნებულიყო ტოსკანაში, თუმცა დაბრუნებისთანავე იგი თავისი უფროსი ვაჟის, ფერდინანდის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგა. ფერდინანდ IV-ის ჰიპოთეტური მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1859 წლის 16 აგვისტოს ეროვნულმა ყრილობამ ოფიციალურად გააუქმა ჰაბსბურგ-ლოთარინგიელების მმართველობა.<ref name="CATHOLIC ENCY."/>
 
1859 წლის დეკემბერში ტოსკანის დიდი საჰერცოგო მოდენისა და პარმის საჰერცოგოებს შეუერთდა და შეიქმნა ცენტრალური იტალიის გაერთიანებული პროვინციები, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ სარდინიის სამეფომ შეიერთა. 1860 წლის 22 მარტს რეფერენდუმის შემდეგ, რომელშიც აბსოლუტურმა უმრავლესობამ (95%<ref name=Heraldica/>) მხარი დაუჭირა სარდინიასთან შეერთებას, სარდინიის სამეფომ ოფიციალურად შეიერთა ტოსკანა.<ref name=Heraldica/> 1870 წელს იტალია გაერთიანდა, როდესაც სექტემბერში პაპის ოლქის დარჩენილი ტერიტორიების შეერთება მოხდა და მათ მმართველობას პაპი პიუს IX ჩამოაშორეს.