ტოსკანის დიდი საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

=== ტოსკანა საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების დროს ===
{{მთავარი სტატია|ეტრურიის სამეფო}}
ტოსკანის დიდი ჰერცოგის ტახტზე ლეოპოლდი ვაჟმა, [[ფერდინანდ III (ტოსკანის დიდი ჰერცოგი)|ფერდინანდ III-მ]] შეცვალა, რომელიც [[საფრანგეთის რევოლუციური ომებისომები]]ს დროს ფრანგებმა განდევნეს [[1799]] წელს, ხოლო შემდეგ, [[1801]] წელს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის დადებული ხელშეკრულებით საჰერცოგოს სანაცვლოდ ზალცბურგის კურფიურსტი გახდა და ყოფილი სამთავარეპისკოპოსოს ტერიტორიას მართავდა. ამის შემდეგ ტოსკანის დიდი საჰერცოგო გაუქმდა და მის ადგილას შეიქმნა [[ეტრურიის სამეფო]], რომელსაც პარმის საჰერცოგოს დაკარგვის საკომპენსაციოდ სათავეში ბურბონ-პარმელთა დინასტია ჩაუდგა. [[1803]] წელს ეტრურიის პირველი მეფე ლუი[[ლუდოვიკო I (ეტრურია)|ლუდოვიკო I]] გარდაიცვალა და ტახტზე მისი ჩვილი ვაჟი, შარლ[[კარლო ლუიII (პარმის ჰერცოგი)|კარლო II]] ავიდა, რომლის რეგენტიც დედამისი, [[მარია ლუისა ესპანელი (1782-1824)|მარია ლუიზა]] იყო.
 
ეტრურიამ ათი წელიც ვერ იარსება. ფონტენებლოს ხელშეკრულებით (1807 წლის 27 ოქტომბერი) ეტრურია საფრანგეთმა შეიერთა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საფრანგეთსა და ესპანეთს შორის და ეტრურიის რეგენტი საერთოდ უგულებელყოფილი იყო. მას მხოლოდ ის აცნობეს, რომ 1807 წლის 23 ნოემბერს მას შვილის სამეფოს დატოვება მოუწევდა. მარია ლუიზა და მისი სამეფო კარი ქვეყნიდან 10 დეკემბერს გაემგზავრა. 1808 წლის 30 მაისს საფრანგეთმა ოფიციალურად შეიერთა ეტრურია. ხელისუფლება გადაეცა „განსაკუთრებულ ხუნტას“ გენერალ ჟაკ-ფრანსუა მენუს მეთაურობით. ტოსკანა დაყოფილ იქნა არნოს, ხმელთაშუაზღვისპირა და ომბრონეს დეპარტამენტებად. 1809 წლის მარტში შეიქმნა „ტოსკანის დეპარტამენტის გენერალური მთავრობა“, რომელსაც ნაპოლეონმა სათავეში თავისი და, ელიზა ბონაპარტე ჩაუყენა ტოსკანის დიდი ჰერცოგინიის სახელით.<ref>Jackson-Laufer, Guida Myrl:''Women Rulers Throughout the Ages: An Illustrated Guide'', ABC-CLIO, 1999, {{ISBN|978-1-57607-091-8}}, p 142</ref><ref>[[H. A. L. Fisher]], "The French Dependencies and Switzerland", in A. Ward ''et al.'' (eds.), ''Cambridge Modern History, IX: Napoleon'' (Cambridge, 1934), p. 399.</ref>
 
=== დიდი საჰერცოგოს აღდგენა და მისი საბოლოო გაუქმება ===