ტოსკანის დიდი საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 112:
ტოსკანის დიდი ჰერცოგი გახდა ფრანცის მეორე ვაჟი, პეტერ ლეოპოლდი, რომელიც ქვეყანას ძმის, იოზეფის გარდაცვალებამდე მართავდა. ქვეშევრდომებში ლეოპოლდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გატარებულმა მრავალრიცხოვანმა რეფორმებმა ტოსკანას დაუბრუნა ბოლო პერიოდში დაკარგული სტაბილურობა.<ref name=LeopoldI/>
 
ლეოპოლდმა შეიმუშავა და მხარს უჭერდა მრავალ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმას. მან გადაახალისა საგადასახადო და სატარიფო სისტემები.<ref name=LeopoldI/> ყვავლისის[[ყვავილი (დაავადება)|ყვავილის]] საწინააღმდეგო ვაქცინა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა (ლეოპოლდის დედა, მარია ტერეზია ყვავილზე აცრის დიდი მხარდამჭერი იყო), დაარსდა არასრულწლოვან დამნაშავეთა გამომსასწორებელი პირველი ინსტიტუციები. ლეოპოლდმა გააუქმა სიკვდილით დასჯა: 1786 წლის 30 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად აკრძალა სასჯელის ეს სახე (ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა [[1769]] წელს), ლეოპოლდმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რამაც გააუქმა სიკვდილით დასჯა და ბრძანა შესაბამისი ინსტრუმენტების განადგურება მთელი საჰერცოგოს ტერიტორიაზე. სიკვდილით დასჯასთან ერთად აიკრძალა წამებაც.<ref name=Leopoldedict>[[Humphry William Woolrych|Woolrych, Humphry William]]: ''The history and results of the present capital punishments in England; to which are added, full tables of convictions, executions, etc'', Saunders and Benning, 1832, (pre-dates use of the ISBN), pგვ. 42</ref>
 
ლეოპოლდმა გაატარა არსებითი რეფორმები ფსიქიკურად ავადმყოფთა მოვლის გულგრილ და არაადამიანურ სისტემაში. [[1774]] წლის იანვარში ძალაში შევიდა ''ლეგე სუი პაცი'' (კანონი სიგიჟის შესახებ), ამ სახის პირველი აქტი მთელი ევროპის მასშტაბით, რომელიც საშუალებას იძლეოდა ფსიქიკურად დაავადებულად მიჩნეული ადამიანის ჰოსპიტალიზაციისათვის სხვადსხვა ნაბიჯი გადადგმულიყო. რამდენიმე წლის შემდეგ ლეოპოლდმა ააგო ახალი საავადმყოფო, რომლის ხელმძღვანელადაც ლეოპოლდმა ახალგაზრდა ფსიქიატრი, ვინჩენცო ჩიარუჯი დანიშნა. ჩიარუჯიმ და მისმა კოლაბორაციონისტებმა საავადმყოფოს ფუნქციონირებისა და ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებზე ზრუნვის ახალი, ჰუმანიტარული მიდგომები დაამკვიდრეს. აიკრძალა ჯაჭვებისა და ფიზიკური სასჯელების გამოყენება, რითაც გახდნენ იმ მოძრაობის პიონერები, რაც მოგვიანებით ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტებთან მორალური მოპყრობის სახელით გახდა ცნობილი.<ref>Mora, G. (1959) Vincenzo Chiarugi (1759–1820) and his psychiatric reform in Florence in the late 18th century (on the occasion of the bi-centenary of his birth) ''J Hist Med.''</ref>
 
ლეოპოლდი შეეცადა რელიგიური ორგანიზაციების ქონების სეკულარიზაცია მოეხდინა ან სასულიერო ფენა მთლიანად საერო ხელისუფლების კონტროლისათვის დაექვემდებარებინა. ამ ღონისძიებებს, რომლებმაც შეარყია ტოსკანელებში ღრმად ფესვებგადგმული რწმენა და თავად ლეოპოლდი პაპს დაუპირისპირა, წარმატება არ მოჰყოლია.
 
ლეოპოლდი ასევე მუშაობდა პოლიტიკური კონსტიტუციის პროექტზე, რაზეც გავლენა მოახდინა საფრანგეთის კონსტიტუციის გამოცხადებამ და რომელიც გარკვეულ მსგავსებებს ამჟღავნებდა [[1778]] წლის ვირჯინიის უფლებათა ბილთან. აღნიშნულთან დაკავშირებით ლეოპოლდის კონცეფცია დაფუძნებული იყო მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების პატივისცემასა და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ჰარმონიის დამკვიდრებაზე. მიუხედავად ამისა, კონსტიტუცია იმდენად რადიკალურად ახალი იყო, რომ მის წინააღმდეგ გამოვიდნენ ისინიც კი, ვისაც შესაძლოა მისი ამოქმედებით სარგებელი ენახა. [[1790]] წელს [[იოზეფ II (სრი)|იოზეფ II]] უშვილოდ გარდაიცვალა და ლეოპოლდი ვენაში გამოიძახეს რათა დაეკავებინა ავსტრიის ერცჰერცოგის ოჯახური მემკვიდრეობა და გამხდარიყო იმპერატორი.<ref name=Leopoldedict/> ლეოპოლდი გარდაიცვალა [[1792]] წელს.
 
=== ტოსკანა საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების დროს ===