ტოსკანის დიდი საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 91:
კოზიმო რეგულარულად უხდიდა საღვთო რომის იმპერატორს, თავის ფეოდალურ ბატონს მაღალ ბაჟებს,<ref>Acton, გვ. 243</ref> [[ვენის ალყა (1683)|ვენის ალყის]] დროს კი იმპერატორს სამხედრო მარაგები გაუგზავნა. [[ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის|ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომში]] ტოსკანა ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა, რაც ნაწილობრივ მისი დაუძლურებული სამხედრო უნარებით იყო გამოწვეული. [[1718]] წლის სამხედრო აღწერამ აჩვენა, რომ არმია 3 000 კაცზე ნაკლებს ითვლიდა, რომელთაგან ბევრი ავადმყოფი ან ხანდაზმული იყო.<ref>Acton, გვ. 272-273</ref> ამავდროულად, დედაქალაქი, ფლორენცია მათხოვრებით იყო სავსე.<ref>Strathern, გვ. 400</ref> ტოსკანის სირთულეების შესახებ ევროპაშიც იყო ცნობილი. საღვთო რომის იმპერატორმა [[იოზეფ I (სრი)|იოზეფ I-მა]] დიდ საჰერცოგოზე თავისი პრეტენზიები წამოაყენა (იგი თავადაც ნაწილობრივ მედიჩების შთამომავალი იყო), თუმცა სანამ მოქმედებაზე გადავიდოდა გარდაიცვალა.
 
კოზიმო დაქორწინებული იყო [[მარგარიტა ლუიზა ორლეანელი|მარგარიტა ლუიზა ორლეანელზე]], საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და მარია მედიჩის შვილიშვილზე. მათი ქორწინება უკმაყოფილებებით იყო სავსე, თუმცა დაძაბულობის მიუხედავად წყვილს სამი შვილი შეეძინა: [[ფერდინანდო მედიჩი|ფერდინანდო]], [[ანა მარია ლუიზა მედიჩი|ანა მარია ლუიზა]] და ტოსკანის უკანასკნელი მედიჩი ჰერცოგი, [[ჯან გასტონე მედიჩი|ჯან გასტონე]]. კოზიმოს არც ერთი ვაჟი სათანადო მემკვიდრე არ იყო. ფერდინანდო ლოთი იყო და ეპილეფსიით იტანჯებოდა, ჯან გასტონე კი ისტორიკოს პოლ სტრათერნის მიხედვით, ქვეყნის მმართველის როლისათვის შეუფერებელი იყო.{{factფაქტი|{{{1}}}|01|04|2013}}
 
კოზიმო ფლორენციის რესპუბლიკის აღდგენაზე ფიქრობდა,<ref name=Heraldica>{{cite web | title=The Grand-Duchy of Tuscany | publisher=heraldica.org| date=July 4, 2005|author=François Velde|url=http://google.com/search?q=cache:kUU_EPqvxDoJ:www.heraldica.org/topics/royalty/tuscany.htm+The+Grand-Duchy+of+Tuscany&cd=3&hl=en&ct=clnk&gl=ie&client=firefox-a | accessdate=2009-08-19}}</ref><ref>Acton, გვ. 254</ref> თუმცა ამ გადაწყვეტილებას ართულებდა დიდი საჰერცოგოს ფეოდალური სტატუსით: ფლორენცია საიმპერატორო ფეოდი იყო, სიენა კი — ესპანეთის.<ref name=Heraldica/> გეგმა თითქმის დამტკიცებული იყო გეერტრუიდენბერგში ევროპის ძალების მიერ, როდესაც კოზიმომ მოულოდნელად ახალი პირობა დაამატა — იგი მოითხოვდა, რომ თუ ის და მისი ორი ვაჟი მის ქალიშვილზე ადრე გარდაიცვლებოდნენ, ტახტზე ის უნდა ასულიყო და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა აღდგენილიყო რესპუბლიკის ინსტიტუციები.<ref>Acton, გვ. 255</ref> წინადადება ჩავარდა და [[1723]] წელს კოზიმოს სიკვდილთან ერთად საბოლოოდ მიივიწყეს.