ტოსკანის დიდი საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 87:
[[Image:Giangastonecoronation.jpg|thumb|ტოსკანის უკანასკნელი მედიჩი ჰერცოგის, ჯან გასტონეს საკორონაციო პორტრეტი.]]
{{მთავარი სტატია|კოზიმო III მედიჩი}}
[[კოზიმო III მედიჩი|კოზიმო III-ის]] მმართველობა ხასიათდება ძირეული ცვლილებებითა და დიდი საჰერცოგოს მკვეთრი დაღმასვლით. კოზიმო III პურიტანული პიროვნებით გამოირჩეოდა. მან აკრძალა მაისის დღესასწაულები, აიძულებდა მეძავებს ნებართვის ფული გადაეხადათ და თავს კვეთდა სოდომიტებს. მან აგრეთვე გამოსცა რამდენიმე კანონი, რომელიც განათლებას ცენზურის ქვეშ აქცევდა<ref>Strathern, pგვ. 391.</ref> და დანერგა ანტი-ებრაული კანონმდებლობა.<ref>Acton, pგვ. 140–141.</ref> დააწესა უზომოდ დიდი გადასახადები,<ref>Acton, pგვ. 185</ref> ქვეყნის მოსახლეობა კი შემცირებას განაგრძობდა. [[1705]] წლისათვის დიდი საჰერცოგოს ხაზინა ფაქტობრივად გაკოტრებული იყო, ფლორენციის მოსახლეობა დაახლოებით 50%-ით შემცირდა, მთლიანი დიდი საჰერცოგოს მოსახლეობა კი — დაახლოებით 40%-ით.<ref>Strathern, pგვ. 392</ref> ოდესღაც ძლევამოსილი ფლოტი უაღრესად ცუდ მდგომარეობაში იყო.<ref>Strathern, ppგვ. 390–391.</ref>
 
კოზიმო რეგულარულად უხდიდა საღვთო რომის იმპერატორს, თავის ფეოდალურ ბატონს მაღალ ბაჟებს,<ref>Acton, pგვ. 243</ref> [[ვენის ალყა (1683)|ვენის ბრძოლისალყის]] დროს კი იმპერატორს სამხედრო მარაგები გაუგზავნა. [[ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის|ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომში]] ტოსკანა ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა, რაც ნაწილობრივ მისი დაუძლურებული სამხედრო შესაძლებლობებითუნარებით იყო გამოწვეული. [[1718]] წლის სამხედრო აღწერამ აჩვენა, რომ არმია 3 000 კაცზე ნაკლებს ითვლიდა, რომელთაგან ბევრი ავადმყოფი ან ხანდაზმული იყო.<ref>Acton, ppგვ. 272-273</ref> ამავდროულად, დედაქალაქი, ფლორენცია მათხოვრებით იყო სავსე.<ref>Strathern, pგვ. 400</ref> ტოსკანის სირთულეების შესახებ ევროპაშიც იყო ცნობილი. საღვთო რომის იმპერატორმა [[იოზეფ I (სრი)|იოზეფ I-მა]] დიდ საჰერცოგოზე თავისი პრეტენზიები წამოაყენა (იგი თავადაც ნაწილობრივ მედიჩების შთამომავალი იყო), თუმცა სანამ მოქმედებაზე გადავიდოდა გარდაიცვალა.
 
კოზიმო დაქორწინებული იყო [[მარგარიტა ლუიზა ორლეანელი|მარგარიტა ლუიზა ორლეანელზე]], საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და მარია მედიჩის შვილიშვილზე. მათი ქორწინება უკმაყოფილებებით იყო სავსე, თუმცა დაძაბულობის მიუხედავად წყვილს სამი შვილი შეეძინა: ფერდინანდო, ანა მარია ლუიზა და ტოსკანის უკანასკნელი მედიჩი ჰერცოგი, ჯან გასტონე. კოზიმოს არც ერთი ვაჟი სათანადო მემკვიდრე არ იყო. ფერდინანდო ლოთი იყო და ეპილეფსიით იტანჯებოდა, ჯან გასტონე კი ისტორიკოს პოლ სტრათერნის მიხედვით, ქვეყნის მმართველის როლისათვის შეუფერებელი იყო.{{clarify|date=April 2013}}
 
კოზიმო ფლორენციის რესპუბლიკის აღდგენაზე ფიქრობდა,<ref name=Heraldica>{{cite web | title=The Grand-Duchy of Tuscany | publisher=heraldica.org| date=July 4, 2005|author=François Velde|url=http://google.com/search?q=cache:kUU_EPqvxDoJ:www.heraldica.org/topics/royalty/tuscany.htm+The+Grand-Duchy+of+Tuscany&cd=3&hl=en&ct=clnk&gl=ie&client=firefox-a | accessdate=2009-08-19}}</ref><ref>Acton, p 254</ref> თუმცა ამ გადაწყვეტილებას ართულებდა დიდი საჰერცოგოს ფეოდალური სტატუსით: ფლორენცია საიმპერატორო ფეოდი იყო, სიენა კი — ესპანეთის.<ref name=Heraldica/> გეგმა თითქმის დამტკიცებული იყო გეერტრუიდენბერგში ევროპის ძალების მიერ, როდესაც კოზიმომ მოულოდნელად ახალი პირობა დაამატა — იგი მოითხოვდა, რომ თუ ის და მისი ორი ვაჟი მის ქალიშვილზე ადრე გარდაიცვლებოდნენ, ტახტზე ის უნდა ასულიყო და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა აღდგენილიყო რესპუბლიკის ინსტიტუციები.<ref>Acton, p 255</ref> წინადადება ჩავარდა და 1723 წელს კოზიმოს სიკვდილთან ერთად საბოლოოდ მიივიწყეს.