ტოსკანის დიდი საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

ფრანჩესკოს დიდად არ აინტერესებდა საჰერცოგოს მართვა და ამის ნაცვლად სამეცნიერო ექსპერიმენტებით იყო დაკავებული.<ref name=Hale145/> ქვეყანას ბიუროკრატიული აპარატი მართავდა. ფრანჩესკომ გააგრძელა ავსტრიასთან ალიანსის მამამისისეული პოლიტიკა და კავშირი [[იოჰანა ავსტრიელი|იოჰანა ავსტრიელზე]] ქორწინებით გაამყარა.<ref name="Hale, p 147">Hale, გვ. 147</ref> ფრანჩესკოს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უმცროსი ძმა, [[ფერდინანდო I მედიჩი|ფერდინანდო I]] ავიდა.
 
ფერდინანდომ ენთუზიაზმით აიღო ხელში ტოსკანის მმართველობა.<ref name="Hale, p 151">Hale, გვ. 151</ref> ფერდინანდომ გასცა ტოსკანის ჭაობების დაშრობის ბრძანება, სამხრეთ ტოსკანაში გზებს ქსელი შექმნა და ლივორნოში ვაჭრობა დანერგა.<ref name=Hale151>Hale, გვ. 150</ref> ტოსკანის აბრეშუმის წარმოების გაზრდის მიზნით იგი ზედამხედველობას უწევდა მთავარი გზების გასწვრვ [[თუთა|თუთის ხეების]] დარგვას, რომლის ფოთლებიც აბრეშუმის ჭიის საკვებია.<ref name="Hale, p 151"/> ფერდინანდომ ტოსკანა ჰაბსბურგების გავლენას დააშორა და [[ალესანდრო მედიჩისმედიჩი]]ს შემდეგ პირველად შეირთო ცოლად არაჰაბსბურგი [[კრისტინა ლოთარინგიელი]], [[ეკატერინე მედიჩისმედიჩი]]ს შვილიშვილი. ესპანეთმა პასუხად კუნძულ ელბას თავის ნაწილზე ციტადელი ააგო.<ref name=Hale151/> ტოსკანის კავშირების გასამყარებლად ფერდინანდომ გარდაცვლილი ფრანჩესკოს უმცროსი ქალიშვილი, [[მარია მედიჩი|მარია]] საფრანგეთის მეფე [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV-ს]] მიათხოვა. ანრი IV ღიად აცხადებოდა, რომ ესპანეთის აგრესიის შემთხვევაში ტოსკანას დაიცავდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა.<ref name=Hale151/> ესპანეთის გულის მოსაგებად ფერდინანდო იძულებული გახდა თავისი მემკვიდრე კოზიმო [[მარია მაგდალინა ავსტრიელი|მარია მაგდალინა ავსტრიელზე]] დაექორწინებინა.<ref name=Hale151/> ფერდინანდომ დააფინანსა ტოსკანის კოლონია ამერიკაში იმ განზრახვით, რომ დღევანდელი [[საფრანგეთის გვიანა|საფრანგეთის გვიანის]] ადგილას ტოსკანური დასახლება დაეარსებინა. ეკონომიკური წინსვლისა და აღორძინებისათვის გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, მე-17 საუკუნის დასაწყისისათვის ფლორენციის მოსახლეობა მხოლოდ 75 000-ს შეადგენდა, რითაც ჩამორჩებოდა იტალიური სახელმწიფოების სხვა დედაქალაქებს, [[რომი|რომს]], [[მილანი|მილანს]], ვენეციას[[ვენეცია]]ს, პალერმოსა[[პალერმო]]სა და [[ნეაპოლი|ნეაპოლს]].<ref>Hale, pგვ. 158</ref> იმის გამო, რომ მედიჩებისა და ტოსკანის ქონებას შორის ზღვარი ძალიან ბუნდოვანი იყო, მიჩნეულია, რომ ფრანჩესკო და ფერდინანდო მედიჩების დინასტიის დამაარსებელზე, კოზიმო მედიჩიზე მდიდრები იყვნენ.<ref name=Hale160>Hale, pგვ. 160</ref> მხოლოდ დიდ ჰერცოგს ჰქონდა ქვეყნის მინერალური და მარილის რესურსების მოპოვების უფლება. მედიჩების ქონება პირდაპირ იყო დაკავშირებული ტოსკანის ეკონომიკასთან.<ref name=Hale160/>
 
მიუხედავად იმისა, რომ ფერდინანდო უკვე აღარ იყო [[კარდინალი]], იგი მაინც დიდ გავლენას ფლობდა [[პაპის კონკლავი|პაპის კონკლავზე]], ორგანოზე, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მეთაურს ირჩევდა. [[1605]] წელს მან შეძლო თავისი კანდიდატი ალესანდრო მედიჩი პაპად აერჩიათ [[ლეო XI]]-ის სახელით. ახლადარჩეული პაპი სულ რაღაც ერთ თვეში გარდაიცვალა, თუმცა მედიჩების საბედნიეროდ, ახალი პაპი, [[პავლე V]] ასევე კეთილგანწყობილი იყო მედიჩების მიმართ.<ref>Hale, გვ. 165</ref> ფერდინანდოს საგარეო პოლიტიკას პაპთან ურთიერთობაში თავისი უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა — ტოსკანა მოიცვეს რელიგიურმა ორდენებმა, რომლებიც გადასახადებს არ იხდიდნენ. ფერდინანდო [[1609]] წელს გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა იყო მდიდარი და აყვავებული ტოსკანა.