ტოსკანის დიდი საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

[[1571]] წელს საღვთო ლიგის დროს კოზიმო საღვთო რომის იმპერიის მხარდამხარ იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. [[ლეპანტოს ბრძოლა]]ში მოკავშირეებმა ოსმალებზე ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.<ref>Frieda, გვ. 271–272</ref> კოზიმოს მმართველობა გამორჩეული იყო თავისი მილიტარისტული ხასიათით.
 
თავისი ზეობის ბოლო წლებში კოზიმომ რამდენიმე პირადი ტრაგედია განიცადა. [[1562]] წელს ფლორენციაში გაჩენილი ჭირის ეპიდემიის შედეგად გარდაიცვალა მისი მეუღლე, [[ელანორელეონორ ტოლედოელი]] და მათი ოთხი შვილი. ამ შემთხვევამ ძალიან იმოქმედა კოზიმოზე და დაავადებასთან ერთად აიძულა დიდი ჰერცოგი [[1564]] წელს არაფორმალურად გადამდგარიყო. ტახტი მისმა უფროსმა ვაჟმა [[ფრანჩესკო I მედიჩი|ფრანჩესკომ]] დაიკავა. კოზიმო I [[1574]] წელს ინსულტით გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა იყო სტაბილური და აყვავებული ტოსკანა, თავად კოზიმო კი მის წინამორბედ მედიჩებს შორის ყველაზე დიდხანს ზეობდა.<ref>Strathern, გვ. 340–341</ref>
 
=== ფრანჩესკო I და ფერდინანდო I ===