ვიკიპედია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(რეზიუმე წაიშალა)
მომხმარებლის 185.70.52.174 ცვლილებების გაუქმება (№3874304)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ვებსაიტი
ძალიან ცუდი საიტი რომელიც ხალხის ნაწვალებ და სწორ დადებულ ინფორმაციებს შლის, საიტს რედაქტორი მართლაც ცუდიყავს როგორცჩანს
| საიტის_სახელი = ვიკიპედია
| ლოგო =[[ფაილი:Wikipedia-logo-v2.svg|90 px]]
| მისამართი = [http://wikipedia.org www.wikipedia.org]
| სურათი = [[ფაილი:Www.wikipedia.org screenshot 2018.png|300 px|ვიკიპედიის თავფურცელი]]
| ენა = მრავალენოვანი
| ტიპი = ინტერნეტ-ენციკლოპედია
| რეგისტრაცია = არასავალდებულო
| მფლობელი = [[ფონდი ვიკიმედია]]
| ავტორი = [[ჯიმი უელსი]]
| გაშვების_თარიღი = [[15 იანვარი]], [[2001]]
| სტატუსი = მოქმედი
| შემოსავალი = არაკომერციული
| მოგება =არაკომერციული
| ტელეფონი =
| სლოგანი =
}}
'''ვიკიპედია''' ({{lang-en|Wikipedia}}) — მრავალენოვანი, თავისუფალი [[ვიკი]]-[[ენციკლოპედია]]. გაიშვა [[2001]] წლის [[15 იანვარი|15 იანვარს]], როგორც [[ინგლისური ენა|ინგლისურენოვანი]] პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს [[აშშ|ამერიკული]] არამომგებიანი ფონდი [[ვიკიმედია]].
 
პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, [[ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი|მიუკერძოებელი]], [[ვიკიპედია:საავტორო უფლებები|საავტორო უფლებებისაგან]] თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ [[ინტერნეტი]]ს მომხმარებელთა შორის პოპულარობა მოიპოვა და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის [[ქართული ენა|ქართულ ენაზეც]]. ამ დროისთვის [[ქართული ვიკიპედია|ქართულ ვიკიპედიაში]] {{NUMBEROF|ARTICLES|ka|N}} სტატიაა.
 
[[ინგლისური ვიკიპედია|ინგლისურენოვანი განყოფილება]] დღეისათვის ყველაზე დიდია და შეიცავს 6 მილიონზე მეტ სტატიას. მას მოჰყვებიან: [[ნიდერლანდური ვიკიპედია|ნიდერლანდური]], [[გერმანული ვიკიპედია|გერმანული]], [[შვედური ვიკიპედია|შვედური]], [[ფრანგული ვიკიპედია|ფრანგული]], [[იტალიური ვიკიპედია|იტალიური]], [[რუსული ვიკიპედია|რუსული]], [[ესპანური ვიკიპედია|ესპანური]], [[პოლონური ვიკიპედია|პოლონური]], [[იაპონური ენა|იაპონური]] და [[ვიეტნამური ვიკიპედია|ვიეტნამური]] ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, [[პორტუგალიური ვიკიპედია|პორტუგალიური]], [[ჩინური ვიკიპედია|ჩინური]] და [[უკრაინული ვიკიპედია|უკრაინული]] ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. სულ ვიკიპედია 299 ენაზე მუშავდება.<ref name="CBS">{{cite news |url = http://www.cbsnews.com/news/wikipedia-jimmy-wales-morley-safer-60-minutes/ |title = Wikipedia cofounder Jimmy Wales on 60 Minutes |accessdate = April 6, 2015 |work = [[CBS News]]}}</ref>
 
== პროექტის მონაწილენი ==
 
პროექტის თავდაპირველი ორგანიზატორები იყვნენ [[ჯიმი უელსი]] (Jimmy Wales), ფირმა Bomis-ის აღმასრულებელი დირექტორი და [[ლარი სენგერი]] (Larry Sanger). პირველი 13 თვის განმავლობაში კომპანია Bomis აფინანსებდა ლ.სენგერს ვიკიპედიის პირველი სტატიების შესაქმნელად.
 
ვიკიპედიას არ ჰყავს რედაქტორთა ცენტრალიზებული შემადგენლობა, მთელი მასალა ივსება მონაწილეების, ვიკიპედიელების მიერ. ყველა მათგანს უფლება აქვს დაწეროს სტატია ნებისმიერ თემაზე და შეასწოროს სხვის მიერ უკვე დაწერილი სტატია. უფრო აქტიური ვიკიპედიელები შეიძლება გახდნენ ადმინისტრატორები, მაგრამ ეს თანამდებობა მას უფრო მეტ ვალდებულებებს აკისრებს, ვიდრე რაიმე უფლებებს ანიჭებს.
 
== თავისებურებები ==
 
[[ფაილი:Wikipedia growth.png|thumb|300px|ვიკიპედიის სტატიების რაოდენობა ექსპონენტურად იზრდება მის რამდენიმე მთავარენოვან გამოცემაში.]]
ვიკიპედია სრულად პასუხობს ე.წ. „[[ვიკი]]ს“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერი სტატიის თავისუფალი რედაქტირება და მისი შინაარსის განვრცობა. ამ შესაძლებლობიდან გამომდინარეობს ვიკიპედიის ერთი მნიშვნელოვანი თვისება: საავტორო უფლებების არქონა. „GNU-ს საზოგადოებრივი ლიცენზიის“ თანახმად, არავის შეუძლია მოითხოვოს რაიმე უფლება ვიკიპედიის მასალებზე.
 
ვიკიპედიის პროექტის კრიტიკის ერთი უმთავრესი პუნქტი არის ის, რომ სტატიის რედაქტირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს (მათ შორის არაპროფესიონალს!) და არავინაა პასუხისმგებელი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე. ამის საპირისპირო არგუმენტია აზრი იმის შესახებ, რომ ვიკიპედიის მოხმარების და მასში ცვლილებების შეტანის სიადვილე ხელს უწყობს მასალების სიზუსტისა და აქტუალობის ამაღლებას.
 
წარმოქმნილი გაურკვევლობები და სადავო მომენტები განხილულ უნდა იქნეს ძირითადი ტექსტის გარეთ, სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ გვერდებზე, რომლებსაც ჰქვია ''განხილვა''.
 
== წესები ==
 
ვიკიპედიაში ცოტაა ისეთი წესები, რომელთა მკაცრად დაცვა სავალდებულო იყოს, მაგრამ არის რამდენიმე ძირითადი პრინციპი:
 
* დაუშვებელია იმ ტექსტების და გრაფიკული მასალების პუბლიკაცია, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებებით.
* სტატიის წერისა და რედაქტირების დროს აუცილებელია მიუკერძოებულობა, ნეიტრალური თვალსაზრისის შენარჩუნება. ამ პრინციპის თანახმად, სტატიის საგანზე არსებული ყველა სადავო შეხედულება ამავე სტატიაში უნდა აისახოს.
 
== დობილი პროექტები ==
ფონდი [[ვიკიმედია]], ვიკიპედიის ორგანიზატორი და მფლობელი კომპანია ასევე ახორციელებს ინტერნეტში პუბლიკაციის სხვა თავისუფალ პროექტებს:
 
* '''[[ვიკიწყარო|Wikisource]]''' — თავისუფალი ბიბლიოთეკა,
* '''[[ვიკიწიგნები|Wikibooks]]''' — უფასო სახელმძღვანელოები,
* '''[[ვიკილექსიკონი|Wiktionary]]''' — ლექსიკონი,
* '''[[ვიკიციტატა|Wikiquote]]''' — ციტატების კრებული,
* '''[[ვიკივერსიტი|Wikiversity]]''' — საერთაშორისო უნივერსიტეტი, დისტანციური სწავლებით.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ქართული ვიკიპედია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიკიპედია“-დან