ტოსკანის დიდი საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ლეოპოლდი ასევე მუშაობდა პოლიტიკური კონსტიტუციის პროექტზე, რაზეც გავლენა მოახდინა საფრანგეთის კონსტიტუციის გამოცხადებამ და რომელიც გარკვეულ მსგავსებებს ამჟღავნებდა 1778 წლის ვირჯინიის უფლებათა ბილთან. აღნიშნულთან დაკავშირებით ლეოპოლდის კონცეფცია დაფუძნებული იყო მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების პატივისცემასა და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ჰარმონიის დამკვიდრებაზე. მიუხედავად ამისა, კონსტიტუცია იმდენად რადიკალურად ახალი იყო, რომ მის წინააღმდეგ გამოვიდნენ ისინიც კი, ვისაც შესაძლოა მისი ამოქმედებით სარგებელი ენახა. 1790 წელს იოზეფ II უშვილოდ გარდაიცვალა და ლეოპოლდი ვენაში გამოიძახეს რათა დაეკავებინა ავსტრიის ერცჰერცოგის ოჯახური მემკვიდრეობა და გამხდარიყო იმპერატორი.<ref name=Leopoldedict/> ლეოპოლდი გარდაიცვალა 1792 წელს.
 
=== ტოსკანა საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების დროს ===
{{მთავარი სტატია|ეტრურიის სამეფო}}
ტოსკანის დიდი ჰერცოგის ტახტზე ლეოპოლდი ვაჟმა, ფერდინანდ III-მ შეცვალა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციური ომების დროს ფრანგებმა განდევნეს 1799 წელს, ხოლო შემდეგ, 1801 წელს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის დადებული ხელშეკრულებით საჰერცოგოს სანაცვლოდ ზალცბურგის კურფიურსტი გახდა და ყოფილი სამთავარეპისკოპოსოს ტერიტორიას მართავდა. ამის შემდეგ ტოსკანის დიდი საჰერცოგო გაუქმდა და მის ადგილას შეიქმნა ეტრურიის სამეფო, რომელსაც პარმის საჰერცოგოს დაკარგვის საკომპენსაციოდ სათავეში ბურბონ-პარმელთა დინასტია ჩაუდგა. 1803 წელს ეტრურიის პირველი მეფე ლუი I გარდაიცვალა და ტახტზე მისი ჩვილი ვაჟი, შარლ ლუი ავიდა, რომლის რეგენტიც დედამისი, მარია ლუიზა იყო.
 
ეტრურიამ ათი წელიც ვერ იარსება. ფონტენებლოს ხელშეკრულებით (1807 წლის 27 ოქტომბერი) ეტრურია საფრანგეთმა შეიერთა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საფრანგეთსა და ესპანეთს შორის და ეტრურიის რეგენტი საერთოდ უგულებელყოფილი იყო. მას მხოლოდ ის აცნობეს, რომ 1807 წლის 23 ნოემბერს მას შვილის სამეფოს დატოვება მოუწევდა. მარია ლუიზა და მისი სამეფო კარი ქვეყნიდან 10 დეკემბერს გაემგზავრა. 1808 წლის 30 მაისს საფრანგეთმა ოფიციალურად შეიერთა ეტრურია. ხელისუფლება გადაეცა „განსაკუთრებულ ხუნტას“ გენერალ ჟაკ-ფრანსუა მენუს მეთაურობით. ტოსკანა დაყოფილ იქნა არნოს, ხმელთაშუაზღვისპირა და ომბრონეს დეპარტამენტებად. 1809 წლის მარტში შეიქმნა „ტოსკანის დეპარტამენტის გენერალური მთავრობა“, რომელსაც ნაპოლეონმა სათავეში თავისი და, ელიზა ბონაპარტე ჩაუყენა ტოსკანის დიდი ჰერცოგინიის სახელით.<ref>Jackson-Laufer, Guida Myrl:''Women Rulers Throughout the Ages: An Illustrated Guide'', ABC-CLIO, 1999, {{ISBN|978-1-57607-091-8}}, p 142</ref><ref>[[H. A. L. Fisher]], "The French Dependencies and Switzerland", in A. Ward ''et al.'' (eds.), ''Cambridge Modern History, IX: Napoleon'' (Cambridge, 1934), p. 399.</ref>
 
==სქოლიო==