ლეო ქიაჩელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მწერალი
|სურათი=Kiacheli-leo 1.jpg}}
'''ლეო ქიაჩელი''' (ნამდვილი სახელი და გვარი '''ლეონ მიხეილის ძე შენგელაია''') (დ. [[19 თებერვალი]] <small>[ ძვ. სტ.7 თებერვალი]</small>, [[1884]], სოფ. [[ობუჯი]], ახლანდელი [[წალენჯიხის რაიონი]] ― გ. [[19 დეკემბერი]], [[1963]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
 
== ბიოგრაფია ==
ლეონმა დაწყებითი განათლება [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში]] მიიღო, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მისი ლიტერატურული მოღვაწეობის პირველი ნაბიჯები, მისი პირველი მოთხრობა ,,სიზმარი“ მოსწავლეთა ხელნაწერ ჟურნალ ,,მომავალში“ იწერება. მომავალი მწერლის გიმნაზიაში სწავლის წლები, [[საქართველო|საქართველოში]] [[რევოლუცია|რევოლუციური]] მოძრაობის გაძლიერებას ემთხვევა. ლეონი იმ პერიოდის ქუთაისელი ახალგაზრდების რევოლუციურ ლიდერს ალ.ჯაფარიძეს უახლოვდება და [[1904]] წელს მოსწავლეთა პირველ პოლიტიკურ გაფიცვას უდგება სათავეში. [[1904]] წელს ლეო ქიაჩელი [[ხარკოვის უნივერსიტეტი|ხარკოვის უნივერსიტეტის]] იურიდიულ ფაკულტეტზე ირიცხება, თუმცა უნივერსიტეტი 1 წელიწადში იხურება, ქიაჩელი კი სამშობლოში ბრუნდება.
[[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის გიმნაზიის]] დამთავრების შემდეგ, [[1904]]–[[1905]] წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. [[1905]]–[[1907]] წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. [[1907]] წელს გაიქცა [[ქუთაისი]]ს ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. [[1912]] გაემგზავრა[[ შვეიცარია]]ში, სწავლობდა [[ჟენევის უნივერსიტეტი|ჟენევის უნივერსიტეტში]]. [[1917]] წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა [[საქართველო]]ში.
 
==რევოლუციური საქმიანობა==
== შემოქმედება ==
ლეო ქიაჩელი [[ხარკოვი|ხარკოვიდან]] დაბრუნების შემდეგ ხელმეორედ ებმება რევოლუციურ საქმიანობაში. [[1906]] წელს მას შეიარაღებულ რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის აპატიმრებენ. [[1907]] წელს, ქუთაისის [[სოციალ-დემოკრატია|სოციალ-დემოკრატიულ]] ორგანიზაციას გვირაბი გაჰყავს საპატიმროს ქვეშ და ამ გზით ათავისუფლებს ორგანიზაციის წევრებს. მწერალმა ეს ამბავი მოგვიანებით რომან ,,სისხლში" აღწერა. <ref>შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსიტიტუტი. XX საუკუნის ქართული ლიტეტატურა. თბ. 2016. გვ 388</ref>
[[1909]] წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები — სკეფსისი („შეურაცხყოფილი“), ნიღბის ფილოსოფია („Escalade“), დუმილის თეორია („სტეფანე“, „ისკანდერი“), ბედისწერის პრობლემა („ცოდვის შვილები“) და სხვა. ამავე პერიოდიდან იჩინა თავი ქიაჩელის რეალისტურმა თვალთახედვამაც. საბჭოთა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა („[[თავადის ქალი მაია]]“, [[1927]]), შვილის დამკარგავი მამის მძაფრი სულიერი ტრაგედია („[[ალმასგირ კიბულან]]“, [[1925]]), ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი („[[ჰაკი აძბა]]“, [[1933]]). ქიაჩელის პირველი რომანი „[[ტარიელ გოლუა]]“ ([[1916]]) უახლესი ქართული ლიტერატურის საეტაპო თხზულებაა. რომანი ასახავს [[1905]] წლის [[რევოლუცია]]ს [[სამეგრელო]]ს სოფლის ფონზე. მწერალი წარმოგვიდგენს თაობათა სრულ იდეოლოგიურ ერთიანობას კლასობრივი ბრძოლის პირობებში. თანამოაზრენი არიან მამაშვილი — სიბრძითა და ქედუხრელობით ცნობილი მშრომელი გლეხი ტარიელ გოლუა და „ერთობის“ მოთავე ახალგაზრდა ლევანი. ამ რომანშივე პირველად იჩენს თავს მამაშვილური სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის იდეა, რომელიც გასდევს ქიაჩელის მთელ შემოქმედებას („ალმასგირ კიბულანი“, „მამა და შვილი“, „[[მთის კაცი]]“). რომანში ნაჩვენებია რევოლუციური ბრძოლის აღმავლობა, ხალხის ერთსულოვნება, რეაქციის მძვინვარება სოფლად. ღრმად ოპტიმისტურია რომანის [[ეპილოგი]].
==ემიგრაციის წლები==
[[1907]] წელს ლეო ქიაჩელი [[მოსკოვი|მოსკოვში]] მიემგზავრება, სადაც 5 წელიწადს ცხოვრობს და მთელ დროს ლიტერატურულ საქმიანობას უთმობს. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა, ,,წარსული აწმყოში“ [[1907]] წლის [[7 მაისი|7 მაისს]] ქვეყნდება გაზეთ ,,ჩვენ აზრში“. პირველად სწორედ ამ მოთხრობის გამოქვეყნებისას ირჩევს ავტორი ფსევდონიმს ლ.მიხაძე, რომელსაც მალევე ქიაჩელით ანაცვლებს. [[1912]] წელს ქიაჩელი [[ჟენევა|ჟენევის]]უნივერსტიეტში სასწავლებლად მიემგზავრება, ხოლო [[1917]] წელს სამშობლოში ბრუნდება.
 
==ფსევდონიმი==
ქიაჩელის მომდევნო რომანი „სისხლი“ ([[1926]]—[[1927]]) წარმოსახავს რეაქციის ხანას საქართველოში. მენშევიკური ფრაქციის წარმომადგენელი არჩილ დადაშიანი კეთილშობილი, მაგრამ მერყევი ბუნების კაცია. მისი პიროვნება თითქოს ასახიერებს ქართულ მენშევიზმს, რომელიც საბოლოოოდ [[ნაციონალიზმი|ნაციონალიზმში]] ეფლობა. რომანში არ ჩანს მკვეთრად ის ძალა, რომელსაც მიჰყავს რევოლუცია აღმავლობისაკენ.
ფსევდონიმი ქიაჩელი სავარაუდოდ ლეო ქიაჩელის სოფელ, [[ობუჯი|ობუჯში]] დასვენებული ხატის სახელწოდებიდან უნდა მომდინარეობდეს, რომელსაც ძველ [[სამეგრელო|სამეგრელოში]], ქიაჩს უწოდებნენ. <ref>ა.თოფურია. ლ.ქიაჩელის ცხვორება და შემოქმედება.თბ. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1977. </ref>
 
==შემოქმედება==
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქიაჩელის რომანმა „გვადი ბიგვამ“ ([[1936]]—[[1937]]; [[სსრკ სახელმწიფო პრემია]], [[1941]]), რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება: შენიღბული რეაქციული ძალები (არჩილ ფორია), კერძომესაკუთრული ფსიქიკით შეპყრობილი გლეხობა (გოჩა სალანდია), სიზარმაცე და ცუღლუტობა (გვადი ბიგვა). რომანის იდეური ხაზია ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. გვადია ფერისცვალება ფსიქოლოგიური ტაქტით არის წარმართული; საკუთარ კაცურ ღირსებაში დარწმუნებას და არჩილის ზეგავლენისაგან თავდახსნია სიხარულს მოსდევს არჩილის უნებლიე მკვლელობა — სისხლიანი ზღვარი დღევანდელსა და ხვალინდელს შორის.
ლეო ქიაჩელის ლიტერატურული მოღვაწეობა სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც [[რუსეთი|რუსეთსა]] და საქართველოში ფეხს იკიდებს ევროპული დეკადანტურ-მოდერნისტული ესთეტიკა და განწყობები, რაც ახალგაზრდა მწერლის შემოქმედებაში სკეპტიციზმის ელემენტების სიუხვით გამოიხატება და შემდგომ წლებშიც თან სდევს მის ნაწარმოებებს. <ref>ავთანდილ ნიკოლეოშვილი, XX საუკუნის ქართული მწერლობა. ქუთაისი 2002. გვ 221</ref> [[1907]] წლის [[7 მაისი|7 მაისს]] სოციალდემოკრატიულ გაზეთ ,,ჩვენ აზრში“ ლეონ შენგელია, ფსევდენიმით ლ.მიხაძე აქვეყნებს მოთხრობას ,,წარსული აწმყოში“, რომელშიც შენგელიების ოჯახში მიხა შენგელიას საპატიმროდან განთავისუფლების აღსანიშნავი წვეულებაა აღწერილი. <ref name="ლეო ქიაჩელი">XX საუკუნის ქართული ლიტეტატურა. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსიტიტუტი. თბ. 2016. გვ 388</ref> მწერლის შემოქმედებითი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მის მიერ [[შვეიცარია|შვეიცარიაში]] გატარებული წლები. აქ ლეო ქიაჩელს საშუალება ეძლევა საფუძვლიანად გაეცნოს იმდროინდელ [[ევროპა|ევროპულ]] ლიტერატურას. სწორედ შვეიცარიაში ცხოვრებისას ქმნის მწერალი თავის პირველ რეალისტურ რომანს, ,,[[ტარიელ გოლუა]]“, რომელიც გაზეთ ,,[[სახალხო ფურცელი|სახალხო ფურცელში]]“ [[1916]] წელს იბეჭდება. [[1922]] წელს იბეჭდება მოთხრობა ,,ისკანდერი“, [[1923]] წელს ,,მე და ჩემი ორი მე“ [[1925]] წელს გამოდის ,,ალმასგირ კუბულან“. [[1927]] წელს ,,თავადის ქალი მაია“. [[1933]] წელს ,,[[ჰაკი აძბა]]“ და ,,დახურული წარმოდგენა“, ხოლო [[1936]]-[[1937]] წლებში იბეჭდება ,,[[გვადი ბიგვა]]“, რომელიც [[1941]] წელს სახელმწიფო პრემიით ჯილდოვდება. [[1948]] წელს გამოდის მწერლის უკანასკნელი რომანი ,,[[მთის კაცი]]“, რომელიც [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] თემატიკას ეხება. მწერალი მეორე მსოფლიო ომის ამბებს მამისა და შვილის ურთიერთობის ფონზე აღწერს. ლეო ქიაჩელი მწერლობის გარდა აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრი ცხოვრებაშიც, იგი იყო გაზეთ ლომისის რედაქტორი და მრავალი ჟურნალ-გაზეთის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.
 
==სტილი==
ქიაჩელის უკანასკნელი რომანი „მთის კაცი“ ([[1948]]) სამამულო ომს ეძღვნება.
ლეო ქიაჩელი შემოქმედების პირველ ხანებში ძირითადად ნოველებს ქმნის. მისი სტილი იმდროინდელი ევროპული [[მოდერნიზმი|მოდერნიზმის]] ნამდვილ მაგალითს წარმოადგენს. პირველი პერიოდის ნაწარმოებები რევოლუციური შემართების კრახითაა ნაკარნახევი და წარმოადგენს მწერლის სულიერი სამყაროს გახლეჩილობას რწმენასა და ურწმუნოებას შორის.
 
ლეო ქიაჩელის პირველი პერიოდის ნაწარმოებებში თავს იჩენს უიმედო დამოკიდებულება სიყვარულისადმი (,,ჯადოსანი“, ,,სტეფანე“, ,,ისკანდერი“)
ქიაჩელის პროზა სადაა, მკვიდრად შეკრული. მწერალი ხასიათების გამოკვეთისა და ფსიქოლოგიური მოტივირების დიდი ოსტატია.
მიუხედავად იმისა, რომ ლეო ქიაჩელის ადრეულ ნოველებში აშკარად იგრძნობა მოდერნისტული ესთეტიკის ნაკადი, ,,ჰაკი აძბა“ და ,,თავადის ქალი მაია“ გვაგრძნობინებს, რომ მწერლისათვის მოდერნისტული წერის სტილი არაა ერთადერთი და რომ მას რეალისტური პროზის წერაც შეუძლია, ამდენად ლეო ქიაჩელის შემოქმედება სპეციალურ ლიტერატურაში ორ ეტაპად იყოფა, როდესაც მასში ჭარბობს მოდერნიზმის ელემენტები და როდესაც მწერალი უბრუნდება ქართული ლიტერატურისთვის დამახასიათებელ რეალიზმს.
 
ლეო ქიაჩელის შემოქმედებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს მის რომანებს: ,,ტარიელ გოლუა“, ,,გვადი ბიგვა“, ,,სისხლი“ და ,,მთის კაცი“. მკვლევრები მიუთითებენ რომ ლეო ქიაჩელმა თავისი რომანები საქართველოს გარდაქმნის პერიოდის რამდენიმე ეტაპს მიუძღვნა. ,,ტარიელ გოლუა“ მოგვითხრობს [[1905]] წლის რევოლუციის პერიოდზე. რომანში ,,სისხლი“ აღწერილია საქართველოში [[მენშევიკები|მენშევიკური]] პერიოდის პერიპეტიები. ,,გვადი ბიგვას“ სიუჟეტი შეეხება საქართველოში კოლექტივიზაციის პერიოდის შემდგომ მოვლენებს ,,მთის კაცი“ კი მეორე მსოფლიო ომს.
ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა და მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თ, [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის 2 ორდენითა]] და მედლებით. დასაფლავებულია [[პანთეონი (მთაწმინდა)|ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში]].
 
ლეო ქიაჩელის რომანები ხასიათდება მცირე ფორმებით, ერთგვარად ისინი ნოველისტური თხრობის ელემენტებსაც ატარებენ.
== ბიბლიოგრაფია ==
 
=== რომანები ===
ლეო ქიაჩელი წერდა საბავშვო მოთხრობებსაც, რომელთა ერთ-ერთ მთავარ მოტივს მამა-შვილობის თემა წარმოადგენს, რაც მძაფრად იგრძნობა მის ნოველებსა და რომენებშიც (ალმასგირ კიბულან, გვადი ბიგვა, ტარიელ გოლუა, მთის კაცი) ლეო ქიაჩელი საბავშვო მოთხრობებს სხვადასხვა ასაკი ბავშვებისათვის წერდა. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი მწერალია, რომელმაც შექმნა მოთხრობა ფანტასტიკის ჟანრში ,,ხეთიანის საიდუმლო“. <ref name="ლეო ქიაჩელი" />
 
==სიუჟეტები==
===ჯიუტი===
მოთხრობა ჯიუტის სიუჟეტი ქართულ სოფლებში კოლექტივიზაციის დაწყების პარალელურად ვითარდება. მოთხრობაში აღწერილია მოხუცებული გლეხის, ბაადურის ამბავი, რომელიც სიბერისგან ლოგინადაა ჩავარდნილი, მისი შვილი კი სოფლის [[კოლექტივიზაცია|კოლექტივიზაციას]] უდგას სათავეში. შვილი ბაადურს კოლექტივის შესახებ უყვება, აცნობს [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობაში]] ახალი შესაძლებლობების შესახებ, რაც მოხუც გლეხს ძალიან მოსწონს, თუმცა ვერაფრით ეგუება იმ ამბავს რომ სოფლის კოლექტივმა მისი ღობე დაანგრია. მოხუცს სინდისი ქენჯნის და სიზმრად თავის მამას ნახულობს. ეს ამბავი მას აიძულებს უკანასკნელი ძალები მოიკრიბოს და ღამით, ჩუმად ისევ შემოღობოს თავისი მიწა. ბაადური წამოდგება, დანგრეული ღობის სარებიდან ყველაზე დიდს ამოარჩევს, მოიქნევს და მიწაში ჩაასობს, თუმცა სარის მიწაში ჩასობისთანავე მისი სხეულიც უსულოდ ეცემა. <ref>ლეო ქიაჩელი - თხზულებათ 4 ტეომეული. ტ.2 გამ. ,,საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1984</ref>
 
===დახურული წარმოდგენა===
მოთხრობაში ,,დახურული წარმოდგენა“ ლეო ქიაჩელი მოგვითხრობს ერთობ ექსპერიმენტალური სპექტაკლის შესახებ, სადაც სიუჟეტის მიხედვით თავისი მეგობრის მიწვევით მოხვდება და ძალიან უცნაური სცენოგრაფიის მოწმე გახდება. სპექტაკლის მოქმედება მიმდინარეობს სცენაზე, რომლის მიღმა დიდი ეკრანია და ხშირად სიუჟეტის მოქმედება ეკრანზე ინაცვლებს. მწერალი აღგვიწერს თავის განცდებს, რომელიც ამ უცნაური სანახაობის ყურებისას ეუფლება. სცენაზე მიმდინარე პიესაში თავდაპირველი მოქმედება სოფლის განაპირა ტყეში მიმდინარეობს, სადაც გოგონა თავისი მომაკვდავი დედისთვის იშვიათ ბალახს ეძებს. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად იცვლება სივრცე და სოფლისა და ტყის გარემოს ქალაქის კონტურები ანაცვლებს, იცვლება დრო და სივრცე და ამასთან ერთად იცვლებიან პერსონაჟები. მოთხრობაში აღწერილი პიესის სიუჟეტი სიმბოლურად მიგვანიშნებს ათიან-ოციანი წლებში მიმდინარე რევოლუციური გარდაქმნების შესახებ, რომელთან ეთადაც იცვლება პერსონაჟთა ბუნება. <ref name="ოთხი მოთხრობა">ლეო ქიაჩელი - ოთხი მოთხრობა. გამ: ფედერაცია. თბილის 1937</ref>
 
===ალმასგირ კიბულან===
მოთხრობა ,,ალმასგირ კიბულან“ მოგვითხრობს სვანი მამა-შვილის ალმასგირისა და გივერგილას ტრაგიკულ ამბავს. ალმასგირ კიბულანი და მისი ვაჟი, მონადირე გივერგილა [[სვანეთი|სვანეთისა]] და [[სამეგრელო|სამეგრელოს]] საზღვართან ტყის მჭრელთა ბრიგადაში მუშაობდნენ. მათ ხის უზარმაზარი ძელები მდინარე ენგურის კალაპოტით სოფელ ჯვრამდე ჩაჰქონდათ. მოიჯარე ფიფიას დავალებით, ძელების გასათავისუფლებლად მდინარეში შესული გივერგილა ტალღებში გაუჩინარდა. შვილის დაკარგვით განრისხებული ალმასგირი მოიჯარე ფიფიასთან მიიჭრა, გონდაკარგულმა მოიჯარე მოკლა და მდინარე [[ენგური|ენგურის]] კალაპოტს გაჰყვა, მან მანამდე იარა სანამ ზღვას არ მიადგა. ალმასგირს ზღვის ტალღებში თავისი მომღიმარი შვილი მოელანდა და ღონემიხდილი თავადაც გაჰყვა ტალღებს.
 
===თავადის ქალი მაია===
,,თავადის ქალი მაია“ ტრაგიკული მოთხრობაა, რომელშიც აღწერილია [[ბოლშევიკები|ბოლშევიკების]] მიერ ქონებაჩამორთმეული ქალის ტრაგიკულ ამბავს. თავადის ქალი მაია ზღვისპირა ქალაქში მიემგზავრება, სადაც მას თავისი ახალგაზრდა საყვარელი ბონდო ელოდება. მაიას თან მოახლე გოგონა დაფინო და მეეტლე ამბაკო ახლავს. ნაწარმოების სიუჟეტიდან ირკვევა რომ ბონდოს თავადის ქალი აღარ უყვარს, რადგან მას დაფინო უამბობს რომ ბონდო მას გაეარშიყა. მაია გადაწყვეტს ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ბონდო და მას დაფინოსთან ღამის გატარებას თავაზობს, რაზეც ბონდო უარს ეუბნება, თუმცა მაია საქმეს ისე მოაწყობს, რომ ბონდო და დაფინო კარავში მარტო აღმოჩნდებიან, კარავში მარტო დარჩენილი ბონდო დროს იხელთებს და დაფინოს მოეხვევა, რა დროსაც კარავში მეეტლე ამბაკო შემოდის, რომელსაც დიდი ხანია უყვარს დაფინო და ამ სცენის შემხედვარე, განრისხებული კლავს ბონდოს. მოთხრობის ბოლო სცენაში მაია და დაფინო ზღვაში ღრმად შეცურავენ, მაია გოგონას თხოვს რომ ნაპირიდან თავშალი მოუტანოს, დაფინო ნაპირისკენ გაცურავს, მაგრამ როდესაც უკან დაბრუნებას გადაწყვეტს მაია აღარსად ჩანს. <ref name="ოთხი მოთხრობა" />
 
===ტარიელ გოლუა===
რომანი მოგვითხრობს უბრალო გლეხის, ტარიელ გოლუას ამბავს, რომელსაც მომავალი რევოლუციის ბედი აღელვებს. რომანის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენს მისი ვაჟი, ლევან გოლუა, რომელიც რომანის დასაწყისში თავის შეყვარებულს, [[აზნაური]] დავითის, შვილს იტაცებს და მის ამალასთან ბრძოლაში ებმება. ამ ამბას იგებს ტარიელ გოლუა, რომელიც აზნაურ დავითთან მოსალაპარაკებლად მიდის. ისინი გადაწყვეტენ რომ ლევანი ქალს დააბრუნებს, ოღონდ თავად უვნებელი უნდა დარჩეს. ლევანს უჭირს საყვარელი ქალის დათმობა, მაგრამ ტარიელი მას დააიმედებს, რომ საბოლოოდ იგი მოახერხებს მიზნის მიღწევას.
 
გაივლის დრო, სოფელში რევოლუციური მუხტი იფეთქებს, რომლის სათავეშიც ლევანი და მისი მეგობარი ბეჟანა დგანან. აზნაური დავით სიფრთხილეს იჩენს, იგი გადაწყვეტს თავისი შვილი გაიოზ გადალანდიას მიათხოვოს, იმ პირობით თუ იგი ლევანს მოკლავს. გაიოზი დაუახლოვდება ლევანს და ერთ-ერთ საქმეზე ერთად წავლენ. თინა, რომელმაც გაიოზის განზრახვა იცის ამ ამბავს ტარიელს შეატყობინებს, თუმცა იგი შვილს ცოცხალს ვერ მიუსწრებს. [[1905]] წლის რევოლუციის დამარცხების შემდგომ ტარიელ გოლუას ციხეში ჩასვამენ. ლევანის მკვლელი გაიოზი ქალაქში მიდის ჟანდარმად სამუშაოდ, საბოლოოდ კი მას ლევანის მეგობარი ბეჟანა კლავს. <ref name="ოთხი მოთხრობა" />
 
===ჰაკი აძბა===
,,ჰაკი აძბა“ ლეო ქიაჩელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, მეტიც, იგი ითვლება მწერლის Magnum opusa-ად.
 
ნაწარმოებში მოქმედება სოხუმში ვითარდება. რევოლუციის განთიადზე ქალაქს ბოლშევიკების გემი, კრეისერ ,,შმიდტი“ მოადგა. ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა ისინი ქალაქში შემოუშვან, რაც ყველაზე მეტად თეთრგვარდიელ უჯუშ ემხას არ აწყობს. ბოლშევიკები ქალაქში შემოვლენ. მიუხედავად დიდი მცდელობისა, უჯუშ ემხა ვერ შეძლებს მათ თავი აარიდოს და ორმხრივ სროლაში მოკლავს ეკიპაჟის ერთ წევრს, ერთს კი დაჭრის. გემის კაპიტან კუზმა კილგას ტყვედ აჰყავს საბჭოს თავმჯდომარე ბექირბი ჩაჩბა და ქალაქს ულტიმატუმს უყენებს, დაიჭირონ და ჩააბარონ უჯუშ ემხა.
 
უჯუშის ამ თავგადასავალს შეიტყობს მისი ძუძუმტე, ჰაკი აძბა და მის საძებნელად გაეშურება, ისინი მთაში გახიზვნას გადაწყვეტენ, თუმცა გაიგებენ რომ ხალხმა ტყვეტ უჯუშის ოჯახის წევრები აიყვანეს. ისინი იძულებულნი ხდებიან ჩაბარდნენ. ჰაკი აძბა ძმადნაფიცის დანაშაულს თავის თავზე აიღებს, თუმცა უჯუშ ემხა ბოლო წამს დაიყვირებს და ქალაქის თავი სამსონ დავანაძე ორივეს გემზე გაგზავნის. კუზმა კილგა უჯუშ ემხას დახვრეტას ბრძანებს ჰაკის კი ათავისუფლებს, მაგრამ ჰაკი აძბა არ ნებდება და კუზმა კილგას თხოვს მისი ძუძუმტე შეიწყალოს. საბოლოოდ ჰაკი აძბა ზღვაში გადაეშვება უჯუშ ემხასთან ერთად.
 
===საზოგადოებრივი მოღვაწეობა===
ლეო ქიაჩელი სამწერლობო მუშაობის გარდა, აქტიურ სამოქალაქო საქმიანობასაც ეწეოდა. იგი იყო გაზეთ ,,ლომისის“ რედაქტორი და რამდენიმე ჟურნა-გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი. შექმნა სცენარები ფილმებისთვის: ,,ნარინჯისფერი ველი“, ,,გვადი ბიგვა“, ,,ტარიელ გოლუა“, ,,თავადის ქალი მაია“.
 
==მწერლის ბიბლიოგრაფია==
===მოთხრობები და ნოველები===
*წარსული აწმყოში
*ისკანდერი
*მე და ჩემი ორი მე
*ალმასგირ კიბულან
*[[თავადის ქალი მაია]] (1927)
*[[ჰაკი აძბა]] (1933)
*დახურული წარმოდგენა
*ESCALADE
*შეურაცხყოფილი
*ზღაპარი ბედნიერებაზე
*კრიმანჭული
*გაწყვეტილი სიმი
*ტაბუ
*რაც იყო და არ იყო
*სიზმარი და სინამდვილე
*სტეფანე
*ჯადოსანი
*ერთი თავგადასავალი
 
===საყმაწვილო მოთხრობები===
*ფაცურა და გიშერა
*მეგობრები
*მეგობრები
*გულწითელა და მიმინო
*ნატვრისთვალი
*ჭინკა ბიჭი
*თიხის მონადირე
*ზღვა, მზე და ოთარიკო
*ნახატის საიდუმლო
*პატარა ბიძინა და დიდი ქუჩა
*იოთამის ფრთები
*ერთი თავგადასავალი
*არსენა
*ბაია და მელია
*ირემა
*დათუჩა
*ხეთიანის საიდუმლოება
 
===რომანები===
* [[ტარიელ გოლუა]] (1916)
* სისხლი (1926—1927)
Line 26 ⟶ 104:
* [[მთის კაცი]] (1948)
 
ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა და მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თ, [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის 2 ორდენითა]] და მედლებით. დასაფლავებულია [[პანთეონი (მთაწმინდა)|ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში]].
=== რჩეული მოთხრობები და ნოველები ===
* წარსული აწმყოში
* სტეფანე
* ცოდვის შვილები
* სიზმარი და სინამდვილე
* მამა ოქროპირი
* ტყუილი და მართალი
* წუთისოფელი
* ჯადოსანი
* შეურაცხყოფილი
* [[ალმასგირ კიბულან]] (1925)
* [[თავადის ქალი მაია]] (1927)
* [[ჰაკი აძბა]] (1933)
 
== ლიტერატურა ==
Line 48 ⟶ 114:
* ''ჭილაია ს.,'' ლეო ქიაჩელი, თბ., 1954 (საჯარო ლექციის სტენოგრამა);
* ''ჯიბუტი ვ.,'' ლეო ქიაჩელი, თბ., 1971;
* შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსიტიტუტი. XX საუკუნის ქართული ლიტეტატურა. თბ. 2016. გვ 388
* ავთანდილ ნიკოლეოშვილი, XX საუკუნის ქართული მწერლობა. ქუთაისი 2002. გვ 221
* ლეო ქიაჩელი - თხზულებათ 4 ტეომეული. ტ.2 გამ. ,,საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1984
*ლეო ქიაჩელი - ოთხი მოთხრობა. გამ: ფედერაცია. თბილის 1937
{{ქსე|10|524|ცისკარიძე ვ.}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეო_ქიაჩელი“-დან